6.

689 98 90
                                    

უკვე რამდენიმე კვირაა რაც ჯიმინი ჯონგუკთან დადის და ყოველ დღე უფრო და უფრო უხარია მუსიკის გაკვეთილი,ნეტავ ეს რის გამო ხდება,ჯიმინის სიყვარული მუსიკისადმი, თუ პაკის სიყვარული ჯონგუკისადმი,რა ამოძრავებს მას ყოველ დღე და რატომ არის მუდმივად კარგ გუნებაზე,რატომ დგება ყოველ დღე გახარებული და რატომ მიიჩქარის გაკვეთილზე,რა არის მისი მამოძრავებელი სურვილი?!ჯონგუკი თუ მუსიკა?იქნებ მხოლოდ მუსიკა ან იქნებ მხოლოდ ჯონგუკი...

***

დღეს ჯონგუკი ჰანას ესტუმრა, მათთან ერთად როუზიც და მისი მეუღლეც იყო.
მოგვიანებით ჯონგუკს ჯიმინთან ჰქონდა გაკვეთილი, ამიტომ მშობლება ჯონს ურჩიეს, რომ ჯიმინთან ადრე წასულიყო,რადგან უმცროსი მარტო იყო სახლში და ჯონგუკი თუ მასთან ერთი საათით ადრე მივიდოდა არაფერი არ დაშავდებოდა,პირიქით,უკეთესიც იქნებოდა და უფრო მალე მოითავებდნენ საქმეს.

ჯონგუკიც მათ დათანხმდა და მართლაც, ასე მოქცევა უფრო აწყობდა,ცოტა ხნით კიდევ გაჩერდა მეგობრებთან შემდეგ კი  ჰანას სახლიდან წამოვიდა და ჯიმინის სახლისკენ გაეშურა.

ჯონგუკი როდესაც პაკის სახლში მივიდა კარებზე მსუბუქად დააკაკუნა, თუმცა არავინ არ გააღო,შემდეგ კარის სახელურს მოკიდა ხელი და ჩამოწია,კარები გაიღო. სახლში სიბნელე იყო,არც მოსამსახურეები იყვნენ და არც ჯიმინი არ ჩანდა არსად.

-ჯიმინ კარების ჩაკეტვა უნდა იცოდე,შეიძლება ასე ქურდი შემოვიდეს სახლში.-ამბობს ჯინგუკი თავისთვის, ქურთუკს იხდის და შემოსასვლელში კიდებს,პირველ სართულს თვალს ავლებს და როდესაც რწმუნდება,რომ არავინ არის, ჩუმად მეორე სართულზე ადის.

მუსიკის ხმა არ ისმის,თუმცა მაინც გადაწყვიტა ჯონმა, რომ პიანინოს ოთახში შესულიყო.როდესაც ოთახთან მივიდა და კარები გააღო იქაც სიცარიელე და სიბნელე დახვდა.

კარები ჩუმად გამოხურა და ყველა ოთახის დათვალიერებას შეუდგა,რა თქმა უნდა ეს უწესო და უკულტურობა იყო,თუმცა არ იცოდა ჯიმინი სად იყო,ამიტომ უწევდა ყველა ოთახის კარების გაღება და შიგნით შეხედვა.
ჯონი კარებს აღებდა,კეტავდა,აღებდა,კერავდა,თუმცა ჯიმინი არსად არ იყო.

The piano teacher✔️|JIKOOK|Where stories live. Discover now