14.

641 98 92
                                    

ჯონის ხმა სახლში ექოდ გაისმა.ყველა ადგილზე გაქვავდა,ჯიმინის მამა თითქოს გონს მოეგო,ისიც გაჩერდა,ტანსაცმელი და თმები შეისწორა,შემდეგ კი ისევ დინჯად დადგა.

-როგორ გაბედე და ჩემ შვილს ხელი დააკარე.-თქვა როუზმა და ჯონგუკს მიუახლოვდა,თუმცა ლიჰოომ ის მაშინვე შეაჩერა.-როგორ გაბედე და როგორ გაუკეთე მას ასეთი რამ!

-დედა,რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ.უკვე ვთქვი და კიდევ ბევრჯერ მომიწევს ამის თქმა,რომ ის ამაში დამნაშავე არაა.მე ის მიყვარს!

-გიყვარს?!-იკითხა როუზმა დამცინავად.-სიყვარულის რა გაგეგება,პატარა ლაწირაკო,ან ორი ბიჭის სიყვარული ვინმეს გაუგია? თქვენ ორის ეს საქციელი არაა ბუნებრივი.
ავადმყოფიბაა,დასნეულდი,მან აგირია გონება და გაგგრყვნა.ჯონგუკმა გაგაფუჭა...

-ჯონი,არაფერ შუაში არაა,მე ყოველთვის მქონდა ასეთი რაღაცეებისკენ მიდრეკილება,დედა.-თქვა ჯიმინმა,პაკის მამა ამის გამგონე,შვილთან მივიდა და სახეში სილა ძლიერად გააწნა,ამჯერად ჯონმა მისი შეჩერება ვერ მოასწრო,თუმცა ჯიმინის გვერდით მალევე გაჩდა და პაკის მამას შვილი ხელიდან გამოგლიჯა.

***

ჯიმინი სახლში გამოკეტეს,მხოლოდ პიანინოზე დაკვრის საშუალებას აძლევდნენ,რადგან მალე კონცერტი იყო.თავიდან მისმა მშობლება გადაწყვიტეს, რომ ჯიმინი არც კონცერტზე არ გაეშვათ,რადგან იქ ჯონს ნახავდა,თუმცა ჰანამ ისინი საბოლოოდ დაარწმუნა და გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

ამ ამბავნა საიდანღაც გაჟონა,ან ბატონი ჯონის მსახურებმა გაავრცელეს ჭორები, ან როუზის მსახურებმა,ამიტომ გარშემო მყოფებმა უკვე იცოდნენ ჯონის და ჯიმინის რომანის შესახებ.

ჯონგუკზე იმასაც ამბობდნენ,რომ მის სხეულში ეშმაკი ჩასახლდა,ან ბოროტი სული და სწორედ იმ ავმა არსებამ გახადა ჯონი ასეთი და მათი თქმით,სწორედ ამიტომ მიაყენა,ჯიმინს ტკივილი უფროსმა,რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხალხის გამოგონილი ჭორები იყო...
პაკს ავადმყოფად და ბუნების შეცდომად მოიხსენიებდნენ.
ხალხი ჯიმინის დედასთან მიდიოდა და სახეებს იხოკავდნენ,ტიროდნენ და დედის ტანჯვას იზიარებდნენ,რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო და ისინი კარგად მსახიობობდნენ,არავის არ აწუხებდა დიდად ბიჭის მდგომარეობა.
ხალხი ჯიმინის დედასთან იმიტომ მიდიოდა,რომ ახალი ამბები გაეოგოთ ჯონზე და ჯიმინზე,შემდეგ კი ამ ამბის საფუძველზე შეეთხზათ ჭორები და ეს ყველაფერი გაევრცელებინათ.

The piano teacher✔️|JIKOOK|Where stories live. Discover now