1

213 31 14
                                    

ოკეანის სიღრმეში, ულამაზეს სასახლეში, ზღვის ხელმწიფე და მისი ხუთი ქალიშვილები და ერთი ვაჟიშვილი ცხოვრობდნენ. გოგონებსაც და ბიჭსაც, ფეხების ნაცვლად თევზის კუდი ჰქონდათ, ისევე, როგორც ზღვის ყველა ბინადარს. მეფის ასულებს შორის
ყველაზე ლამაზი მეფის ძე იყო .

პატარა კაცთევზა "ჯიმინს,, ძალიან უყვარდა ამბების მოსმენა ადამიანთა სამყაროებზე და ბებიაც დაუზარლად უყვებოდა ხოლმე.
ზღვის სამეფოსში ასეთი ტრადიცია იყო, ქალთევზასა და კაცთევზას თუთხმეტი წელი რომ შეუსრულდებოდა, ნებას რთავდნენ, წყლის ზედაპირზე გაეცურა და ადამიანთა სამყარო ეხილა.

როცა მეფის ძესაც შეუსრულდა თუთხმეტი წელი, წყლის ზედაპირისკენ გაცურა. მზე ჩადიოდა, ცა წითლად და ოქოსფერად იფერებოდა. უეცრად სამანძიანი გემი შენიშნა. იქიდან მუსიკის ხმა ისმოდა და ირგვლივ ყველაფერი გაჩირაღდნებულიყო. კაცთევზამ ფანჯარაში შეიჭიტყა და ლამაზად ჩაცმულ ადამიანებს დაუწო ყურება . მათ შორის იყო ახალგაზრდა, მოხდენილი უფლისწულიც, რომელსაც იმ დღეს
ოზდაერთი წელი შეუსრულდებოდა.

ბრწყინვალე სანახაობით მონუსხული ჯიმინი იქაურობას ვეღარ სცილდებოდა.
უცებ ზღვა აღელდა, ქარმაც დაუბერა და გემი გაიტაცა. ხელმწიფის ვაჟი უკანგაჰყვა გემს. ელვის სინათლეზე თავლი მოჰკრა უფლისწულის, რომელიც გემიდან გადმოვარდნილიყო და ამაოდ ებძოდა აბობქრებულ ტალღებს. მისკენ გაცურა, აიტაცა, წყლიდან გაიყვანა და ნაპირზე დააწვინა, თვითონ კი ქვას ამოეფარა.

იქიდან ამწვანებულ გორაკებს შორის დიდი, თეთრი შენობა მოჩანდა. უეცრად შენობიდან ახალგაზრდა მონაზვნები გამოვიდნენ. ერთ-ერთი უფლისწულს მიუახლოვდა. ვაჟი გონს მოეგო, თვალები გახილა და გოგონას გაუღიმა. ცოტა ხანში მის დასახმარებლად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი .

პატარა კაცთევზა დაენახა წყლიდან, მაგრამ უფლისწულმა "ჯონგუკმა,, მას არც კი შეხედა
არ იცოდა, რომ სწორედ მან იხსნა სიკვდილისგან. ჯონგუკი წაიყვანეს, მოწყენილმა ჯიმინმა კი შინისაკენ გაცურა.

პატარა კაცთევზა [JIKOOK]Where stories live. Discover now