"პათოსური ნაბიჭვარი"

264 31 100
                                    

* * * 

 ეს იმდენად ხანგრძლივად გრძელბოდა, რომ ახლაც ვერ შეძლო ნარუტომ დაახლოებით მაინც ევარაუდა, თუ როდის დაიწყო ყველაფერი.

ასე უბრალოდ შეიძულეს ერთმანეთი - წამიერად, თითქოს ამისთვის გაჩენილიყვნენ. ერთადერთი მიზნით გამოარღვიეს თავიანთი დედობრივი რბილი აპკები, მოიცილეს ჭიპლარები - სისხლისფერ აფეთქებებამდე რომ შეზიზღებოდათ ერთმანეთი.

სასკეს, ოდნავ შეწითლებულსა და შერცხვენილს, იტაჩისთვის ჩაეკიდა ხელი; ნარუტოც მორიდებით ეჭიდებოდა დედამისის ფაქიზ თითებს და, საკმარისი იყო მათი გადაფანტული მზერები გადაკვეთილიყო, ყოვლის შემსვრელმა, გავარვარებულმა სიძულვილმა ერთიანად ამოხეთქა შავი მაგიასავით - ზუსტად შერჩეულ ადგილას.

ჯერ კიდევ მაშინ, სათამაშოების ქვიშის მოედანზე განაწილებისას, ბავშვური პრობლემების გადაწყვეტისას, მეზობლის ბავშვებთან ურთიერთობების გარკვევისას, ის და სასკე ერთმანეთს სრულიად არაბავშვურად, მეტიც, ზრდასრულური წესებით ეპაექრებოდნენ.

მოედანი საბრძოლო არენად აქციეს, ტერიტორიებიც გადაინაწილეს - როგორც მმართველებმა თავიანთ ფითქინა კაბინეტებსა და მომრგვალებულ კოშკებში იციან ხოლმე. იძიებდნენ და იბირებდნენ მოკავშირეებს, არეალური დაპირებების მიცემით, იგონებდნენ იარაღებს, არკვევდნენ ხერხებს, რათა წამიერად მაინც შეერყიათ მოწინააღმდეგე ბანაკების თავდაჯერებულება და დაუყოვნებლივ ათასგვარ ხაფანგსა და თავსატეხს უწყობდნენ.

თუმცაღა, ჩხუბებდნენ არც მთლად ისე, როგორც მმართველებს ახასიათებთ - კბილების ჩალეწვამდე, სხეულის დაზიანებამდე, თმების ბღუჯად ამოწიწკვნამდე, ცივი ქვიშის ყლაპვამდე, კბილების კაწკაწს რომ იწვევდა ხოლმე. სიბრაზისგან შეშლილ ლეკვებსა და ბოკვრებს ჰგავდნენ, რომლებიც ვერასდროს მიაღწევდნენ სიმშვიდეს, სანამ მოწინააღმდეგეს ჯერ კიდევ პირში სული ედგა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 18, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მადრიდის ეზოWhere stories live. Discover now