თავი 1

662 36 3
                                    

ერთი პატარა ქალაქის ყველაზე გამწვანებულ ნაწილში, თეთრ, ორსართულიან სახლში, ცხოვრობდა ბიჭი, სახელად ჯიმინი.
ჯიმინი მშობლებთან ერთად, და-ძმის გარეშე იზრდებოდა. ბიჭი ფიქრობდა რომ დედამ და მამამ მეტი შვილი აღარ მოინდომეს, რადგან ჯიმინს ყურადღება მოაკლდებოდა. ყურადღება კი ბიჭს ნამდვილად სჭირდებოდა - ჯიმინს ლაპარაკი უჭირდა და ამის გამო პატარაობიდანვე ექიმებთან დაჰყავდათ.
ბიჭმა არ იცოდა, რომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, და არ ახსოვდა, რომ 3 წლის ასაკში დაკარგა მეტყველების უნარი. ნეტავ რა მოხდა 14 წლის წინ? ამაზე არავის საუბრობს...
ჯიმინს მეგობრები არ ჰყავს, მხოდ ერთი მეგობარი ყავს რადგან მშობლების გარდა არავის არასდროს ელაპარაკება. მის მეგობარს როცა ელაპარაკება არ ნერვიულობს, რახამ არ ნერვიულობდს გამართულად და სწორად ლაპარაკობდს.
ჯიმინს უყვარს ხატვა, მთელი სახლი მისი ნახატებით არის აჭრელებული, სკამები, მაგიდები, კედლები, მაცივარი, ავეჯი, მურაბის ქილები და ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეილება.
ჯიმინი იქვე ქუჩის ბოლოს დადის სკოლაში 11 კლასშია. წარმოგიდგენიათ?! 11 კლასშია და არასდროს დალაპარაკებია თანაკლასელებს, მასწავლებლებს, არასდროს მდგარა დაფასთან...
როგორ მოხდა ეს?
11 წლის წინ, როცა პირველად მივიდა სკოლაში, ბიჭმა ისე ინერვიულა, რომ ტირილით გამიქცა სახლში. ერთი კვირა ოთახიდან არ გამოდიოდა, არც საჭმელი უჭამია... დედა და მამა ძალიან შეშინდნენ. ექიმი მიიწვიეს სახლში და ექიმთან ერთად იფიქრეს. ბოლოს დედა სკოლის დირექტორს დაელაპარაკა:
- ჩემს ბიჭს ლაპარაკი უჭირს და, გთხოვთ, ნუ აიძულებთ ხმის ამოღებას. ის ყოველთვის ყურადღებით მოგისმენთ, გაკვეთილებს წერილობით ჩაგაბარებთ.
როცა სკოლის დირეცტორმა ჯიმინი გაიცნო, ისე მოეწონა მისი ჭკვიანი თვალები, რომ დათანხმდა.
ამგვარად ბიჭმა სკოლაში სიარული დაიწყო. დაპირებისამებრ ყველა გაკვეთილს ესწრებოდა. მასწავლებლებს ყურადღებით უსმენდა და დავალებებს წერილობით აბარებდა, მაგრამ სიტყვებთან ერთად ძალიან ბევრ ნახატს ხატავდა.

ოქტომბერია. ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლები მიწას აფერადებს. ჯერ არ ცივა, მაგრამ ჯიმინის აუზში წყალი უკვე საკმაოდ ცივია, თუმცა მას ეს ფეხებზე კიდია. უცებ სახლის მეორე სართულიდან დედის ხმა ესმის.
- ჯიმინ ცივა. რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, არ ჩახვიდე აუზში, უკვე ოქტომბერია!
ბიჭი ჰაეროვან კოცნას უგზავნის დედას და შარვლიანად აუზში ხტება.
ჯიმინი ცურავს, მას ხატვის მერე ცურვა ყველაზე მეტად უყვარს. მალევე რჩება აუზში ჭყუმპალაობას და სახლისკენ მირბის თან კანკალებს. როცა სახლსი შედის დედა სამზარეულოდან უყურებს, მისკენ მიდის და პლედს აფარებს.
- არ გაცივდე, შენს ოთახში ადი და ცხელ წყალში იბანავე.
ბიჭიც დედის დარიგებას ასრულებს და მაღლა ადის

***

ვიბანავე და მეცადინეობას შევუდექი, მერე ქვევით ჩავედი
- დაგვწამლავს ერთ დღეს ეს ბიჭი!
ამბობს დედა და მაცივრიდან მოხატულ კვერცხებს იღებს
- ბ-ოდი-ში-ი
- მოდით ჭამეთ
კიბეებზე მამა ჩამოდის, მაგიდასთან ვჯდებით და ჭამას ვიწყებთ.
- გინდა სკოლაში წაგიყვანო?
მეკითხება მამა
- ჩე-მი-ით წა-ვ-ვა-ლ
- თეჰიონი გამოგივლის?
- ჰ-ჰო
- კაი
ჩანთა ავიღე და წამოვედი, თეჰიონმა მანქანიტ გამომიარა და სკოლაში წავედით
- აბა რას შვები?
მეკითხება თე, ის ერთადერთი ადამიანია ვისთანაც გამართულად ვლაპარაკობ, მასთან როცა ვლაპარაკობ არ ვნერვულობ და ამოტომ გამართულად ვსაუბრობ.
- რავი არაფერს
- ვიმღეროთ?
-კაი

ამ სიმღერას მოვრჩით და სკოლაშიც მივედით
- ამბობენ რომ ახალი კლასელი გვყავს.
- მართლა?
- ხომ ...

წარსულის სიყვარულიWhere stories live. Discover now