1

7 0 0
                                    

-აქ ხარ?
-კი
-რატომ ვერ გხედავ?
-...
-სად ხარ?
-შენ გვერდით
-ხელი მომკიდე
-გრძნობ ჩემ ხელს?
-კი
-მიყვარხარ
-სად ხარ?
-აქ ვარ, ხო გრძნობ ამას?
-ვგრძნობ მაგრამ ვერ ვხედავ
-მთავარი არაა ხედავ თუარა
-აბა რაარი მთავარი
-მთავარია გრძნობდე
-რას?
-მე
-რა შენ?
-მთავარია მე მგრძნობდე, ჩემ გვერდით ყოფნას გრძნობდე
-და რომ ვერ გხედავ?
-ზოგი ხედავს მაგრამ ვერ გრძნობს
-ეს რითია ცუდი
-მხედველობა უმნიშვნელოა სხვა რაღაცეებთან შედარებით, სიყვარულთან შედარებით
-და ეს ვინ თქვა?
-მე
-სისულელეა
-შენი ხელი მიჭირავს, ხომ გრძნობ ამას?
-სად ხარ?
-ხომ გესმის ჩემი ხმა?
-სად ხარ?
-ხომ გრძნობ ჩემ აქ ყოფნას?
-სად ხარ?
-ხომ გიყვარვარ
-სად ხარ?
-გრძნობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ხედვა
-სიბნელეა
-მენდე
-სიბნელე შავია
-დაუჯერე ჩემ სიტყვებს
-და ამით რა შეიცვლება?
-შავი სიბნელე გაფერადდება

* * *
თვალებს ვახელ და ვიზმორები. უაზრობაა ეს ყველაფერი, ფერადი სიბნელე?!
ფანჯარას გავხედე, სადაც წვიმის წვეთები უსიცოცხლოდ ეცემოდნენ, როგორც მე ვეცემი უსიცოცხლოდ საწოლს ყოველი დღის დასასრულს.
უსიცოცხლიდ მაგრამ სიხარულით. ყოველი დაძინება მიხარია, რატომ? იმიტომრომ ღამე მას ვგრძნობ.
ყოველ ღამე ვგრძნობ რომ ის ჩემ გვერდით ზის და ჩემი ხელი უჭირავს.
ყოველ ღამე ერთი და იგივე დიალოგი... ფერადი სიბნელე?!
ნეტავ მართლა შემეძლოს ამ სიბნელის და ნაცრისფერი სამყაროს გაფერადება. ნეტავ ყველაფერი ისეთი ფერადი იყოს როგორც ადრე, მის წასვლამდე...
აღარაფერი იქნება ფერადი, განსაკუთრებით სიბნელე.

მაგიდაზე მდგარი ჭიქიდან გუშინდელი ყავა მოვსვი, მისი გემო პირში არასასიამოვნოდ მომხვდა. აივანზე გავედი და ღრმად ჩავისუნთქე. რაღაცნაირი თბილი და ნაზი ჰაერი იყო, შეიძლება ითქვას რბილიც კი.
რბილი ჰაერი...
კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე და ყვავილებს დავხედე.
ეზოდან ბავშვების სიცილი გავიგე. არ ვიცი რატომ, ან რა შუაშია ერთმანეთთან მაგრამ, როდესაც ერთ-ერთმა ტირილი დაიწყო მაშინ გავაანალიზე, რომ
აქედან წასვლა მჭირდება, რაიმე ახლის ძებნა, ახლი ცხოვრება ან თუნდაც უბრალოდ ახალი თავგადასავალი.

და აი მეც! ვზივარ მატარებელში რომლის გზაც მიდის სადღაც შორს, სადღაც თავგადასავლისკენ...

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ეს ძველია, ეხლა ვიპოვე და რო გადავიკითხე რავი რაღაცნაირად მომეწონა😌
ვცადო გაგრძელება?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 16, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ფერებიWhere stories live. Discover now