არ ვიცი რატომ, თუმცა დღეს ზედმეტად ადრე გამეღვიძა და ვიფიქრე რომ დროის დაკარგვა არ ღირდა.
მომზადება დავიწყე. როგორც ყოველთვის, უბრალო შავი მაისური და თავისუფალი შარვალი ჩავიცვი, მხარზე ჩანთა მოვიკიდე და გასვლისას კატას გამოვემშვიდობე, რომელიც ერთადერთი ცოცხალი არსებაა, ვისზეც ვგიჟდები.
გზაში პატარა მყუდრო კაფეში გავიარე.
იქიდან გამომდინარე რომ ზედმეტად მძინარა ვარ და დილაობით ამ ადგილს არ ვსტუმრობ ხოლმე, აშკარა გაკვირვებას ვატყობ ჯეის სახეზე, ჩემს ტკბილ კაპუჩინოს ვუკვეთავ და სუსტ ღიმილს ვჩუქნი, მალევე ვტოვებ კაფეს და გზას უნივერსიტეტისაკენ ვიკვლევ.ორი სიტყვით გიამბობთ საკუთარ თავზე.
მე მინ იუნგი ვარ, 21 წლის.
მარტო ვცხოვრობ და ზედმეტად ზარმაცი პიროვნება ვარ , რომელსაც მხოლოდ თავისი კატა და ერთადერთი მეგობარი, თეჰიონი ჰყავს.
სხვათაშორის, დიდი ხანია მარტოსულ ცხოვრებას ვეწევი და ეს არ მაწუხებს, რაღაც მხრივ კარგიც კია, ნაკლები ნაცნობი, ნაკლები პრობლემა.მოდი, ჩემს ორიენტაციასაც გავუსვათ ხაზი.
ჰეტეროსექსუალი არ ვარ, კაცების მიმართ განვიცდი ლტოლვას და ეს მომწონს.
მომწონს ის, რაც ვარ და რასაც ვაკეთებ.ყურსასმენებს მშვიდად ვირგებ, სიმღერას ვირჩევ და უნივერსიტეტის კარში ვიჭრები, მალევე ვიკავებ ჩემს ადგილს და სივრცეს ვაშტერდები.
-ალბათ, მართლა ზედმეტად ადრე მოვედი.
ვჩურჩულებ, თბილ სითხეს ვსვამ და გაყინულ ცხვირს ჭიქას ვადებ, გათბობას ვცდილობ და მაშინვე სუსტი ჩაცინება მესმის, ხმის მიმართულებით ვიხედები და თავს ვხრი, მაშინვე ვაანალიზებ სიტუაციას.
-მაპატიე, ვერ გავიგე როდის შემოხვედი, უბრალოდ ძალიან შემცივდა და ვიფიქრე ასე გავითბობდი.
სათქმელს ვასრულებ თუ არა, მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის, ვგრძნობ როგორ მიახლოვდება და სიმართლე გითხრათ, ოდნავ ვნერვიულობ.
ჩემს გვერდით იკავებს ადგილს, იდაყვს მაგიდაზე დებს და ხელს თავის ნიკაპს აყრდნობს.-ბოდიშს რატომ იხდი?
ძალიან საყვარელი იყავი, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი კვლავ ამ სცენას, ეს მე მაპატიე რომ შეგაწყვეტინე.ზედმეტად მშვიდია, ეს მეც მაწყნარებს. მზერას გაბედულად ვუსწორებ, ნიკაპს მეც ხელს ვაყრდნობ და ყურადღებით შევისწავლე მის გარეგნობას.
ლამაზად გამოყვანილი ცხვირი და სასტიკად ლამაზი თვალები აქვს, თუმცა ბნელი, ეს ოდნავ მაკვირვებს.
ხელის შეუხებლადაც კი ეტყობა, რამდენად რბილია მისი მოწითალო თმა და მის სასიამოვნო ბუნებრივი სურნელსაც კი შევიგრძნობ.
ცოტათი გვიან, თუმცა მაინც ვხვდები რომ ზედმეტად დიდ ხანს ვაშტერდებოდი და ოდნავ მეცინება, ის კი წარბს მიწევს.
ეს ტიპი, საშიშია.-აქამდე არსად შემხვედრილხარ, ახალი ხარ?
-დიახ, რამოდენიმე დღის წინ ჩამოვედი სეულში, თუმცა აქ დღეს ჩემი პირველი დღეა.
-მშვენიერია, შენი სახელი?
-ჯონ ჰოსოკი, თავად?
-იუნგი, მინ იუნგი.
შეგიძლია უბრალოდ იუნი დამიძახო.-იუნს ვერ დაგიძახებ.
ტუჩის კუთხე ოდნავ უტყდება, მე კი წარბებს ვკრავ, დაინტერესებულ მზერას ვესვრი, ის კი მაშინვე ხვდება და აგრძელებს.
-იუნი ჩემს ფისოს ჰქვია, გინდა რომ ჩემი კნუტის სახელით მოგმართო?
-არავითარ შემთხვევაში, კნუტი არ ვარ.
მაშინვე მტკიცე პასუხს ვცემ და თავს ოდნავ მაღლა ვწევ, ის კვლავ მშვიდად იცინის, მისმა სიცილმა მომხიბლა.
-მე კიდევ პირიქით ვფიქრობ, ცოტახნის წინ რომ წარბები ამიწიე, ზუსტად იუნს მიგამსგავსე.
ჩუმად ჩაიჩურჩულა, თითქმის გაურკვევლად წარმოთქვამდა სიტყვებს, ცერა ლოყაზე სუსტად გადამატარა, მოკლე ღიმილი მაჩუქა და მაშინვე კარში გაუჩინარდა.
სუსტად ახურებულ ლოყაზე ხელს ვიდებ, რომელზეც ცოტახნის წინ ჰოსოკი შემეხო და მეღიმება, თავს მერხზე ვდებ და თვალებს ვნაბავ, გონებაში კვლავ მიტრიალებს სახელი
'ჯონ ჰოსოკი'
_________________________გამარჯობათ ტკბილებო, საცდელი თავია და დიდი არაფერი.
თანაც, პირველად ვწერ და არც დიდი გამოცდილება მაქვს ამაში.
თუ ვინმეს დააინტერესებს, აუცილებლად გავაგრძელებ.წინასწარ,მადლობა.🦀
