Gise11adeath
"ლევან სანიკიძის "მაკედონელი" რომ წავიკითხე, ჯერ კიდევ მეათე კლასში ვიყავი. მას შემდეგ ჩემს გონებაში ღრმად დაილექა ალექსანდრე მაკედონელის პიროვნული სახე. ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა მოხდებოდა ამ ლეგენდარული, "მოკვდავი ღმერთის" სიცოცხლე ასეთი ხანმოკლე რომ არ ყოფილიყო. იქნებ მართლაც გამხდარიყო მსოფლიოს ბატონი და დედამიწა ერთ გიგანტურ მაკედონიად ექცია. ჩემს წარმოდგენებში ალექსანდრე იდეალური იყო. ისეთივე მტკიცე და ურყევი, როგორსაც მისი "ჰომეროსები" გვიხატავდნენ. ხანდახან უიმედო სასოწარკვეთას მივეცემოდი ხოლმე, რადგან ვხვდებოდი, რომ ისტორიის უდიდეს ჰეგემონზე შეყვარებული ვიყავი. არა, ეს არ იყო დროებითი გატაცება, რომელსაც ჩემში მისი დიადი საქმეებით აღფრთოვანება იწვევდა, არამედ ეს ბევრად მეტი იყო. მე მთელი ჩემი არსებით ვიყავი შეყვარებული მასზე და ყველაფერს დავთმობდი ერთხელ მაინც რომ შევხვედროდი. თუნდაც შორიდან დამენახა, მხოლოდ რამდენიმე წამით, თუმცა ეს უსათუოდ უნდა მომხდარიყო. იმდენად ვიყავი ამ სურვილით შეპყრობილი, რომ სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. მთელი დღე დაღვრემილი დავდიოდი და გონებაში მხოლოდ ერთის- ალექსანდრეს სახე მეზმანებოდა. მე მას ვეტრფოდი ყველასგან მალულად, გულწრფელი და სათუთი სიყვარულით. არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მას ვაღმერთებდი. ჩემს მელანქოლიით დამძიმებულ გულს მეტის ატანა აღარ შეეძლო, ამიტომ უბრალოდ ავიღე კალამი და წერა დავიწყე. ჩემს სულში დაგროვილი ნაღველი ისე გადმოვანთხიე ფურცელზე, როგორც შავი მელანი და გრძნობათა მორევში ჩავიძირე. იმდენად ძლიერი ემოციათა მოზღვავება მქონდა, რომ ხანდახან სიტყვები არ მყოფნიდა ამ ყველაფრის გადმოსაცემად. საბოლოოდ უამრავი გათენებული ღამის, ნებისყოფასთან გაუთავებელი ჭიდილისა თუ დაღლილობის ფასად შევქმენი ეს წიგნი, რომლის პრეზენტაციასაც მოუთმენლად ელოდით. მე მას "ეპიტაფია" ვუწოდე. დიახ, შესაძლებელია გაგიკვირდეთ, რატომ ეპიტაფია და არა სხვა რამე, უფრო მეტად ბანალური თანამედროვე მწერლებს რომ სჩვევიათ ხოლმე. საქმე იმაშია, რომ მაშინ, როდესაც ჩემი წიგნის პირველი გვერდი ჩავამთავრე რაღაცას მივხვდი. გავიაზრე რატომ ვიყავი მაკედონელის ხატებით შეპყრობლი. დიახ, მივხვდი და ამას უთუოდ თქვენც გაგანდობთ.
Gise11adeath
@yoursopenina_ სამწუხაროდ, ჯერ ვერა:( ამ აბიტურიენტობის გადამკიდე. თუმცა ერთ პატარა მოთხრობაზე ვმუშაობ და წესით მალე გამოვაქვეყნებ(tysm rom Kidev gaxsovar)
•
Reply