@Lgender.... ძვირფასო არ ვიცი რა უნდა დავწერო... უბრალოდ მომინდა დამეტოვებინა მესიჯი და ჩემი გრძნობები გამომეხატაა... არ ვიცი წაიკითხავ თუ არა ამას, მაგრამ...
არ ვიცი ახლა სად ხარ, როგორ ხარ... მაგრამ, ვიმედოვნებ რომ ეგ ჭირვეული ბიჭი გაქრა და ამდენი ტანჯვის შემდეგ დასვენების საშუალება მოგცა. მინდა მჯეროდეს, რომ 2022წლის ივლისში დამთავრდა ყველაფერი და შენ საავადმყოფოდან გამოგწერეს... და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მჯერა რომ იაპონელ ბიჭსაც მოძებნიდი და იპოვიდი კიდეც, რადგან თუ რამე ძალიან გვსურს ყოველთვის მივაღწევთ ამას. თანაც მჯერა ნამდვილი სიყვარულის, და რომ თუ ვინმე გვიყვარს სულ რომ მსოფლიოს მეორე ბოლოში იყოს მას მაინც ვიპოვით, და ვიცი რომ მას იპოვიდი...
იცი... შენზე მე არაფერი ვიცი, არც პირადად გიცნობ და აქამდე ისიც არ ვიცოდი რა შეგემთხვა და რა გადაიტანე, თუმცა ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, შენი ისტორია გულთან მიმეტანა. და მინდა რომ შენი ისტორია ბოლომდე ვიცოდეეეე, ამის ცოდნა მართლა მინდა.
დაწერე წიგნი რომელიც გამოწერის შემდეგ უნდა დაგეწერა? თუ კი მაშინ მითხარი, რადგან მისი წაკითხვა მინდა...
ვისურვებდი აქამდე გამეცანი და იმ ცუდ პერიოდში გვერდში დაგდგომოდი, და ახლაც ვისურვებ რომ გაგიცნო
არ შემიძლია არ ავღნიშნო შენი გასაოცარი წერის სტილი და იმ ისტორიების ლეგენდარულობა რომელიც შექმენი... მსურს, რომ კიდევ ვიხილო ეს შესანიშნავი ნაწარმოებები, ახალი თავები... რადგან, რაც წლები გადის ადამიანიც უფრო და უფრო ვითარდება, და ნაწერზე ამ განვითარებასთან ერთად მენტალური მდგომარეობა და გრძნობებიც აისახება. და სწორედ ამ განვითარების ნახვა მინდა.
იმედი მაქვს ახლა კარგად ხარ, რადგან ყველაფერს კარგს იმსახურებ... თუ ამას კითხულობ მიხარია და ჩათვალე რომ შენს გვერდით ვარ, ისევე როგორც ყველა სხვა ვისაც უყვარხარ.
და იცოდეე-ჩვენთვის ბედნიერება იქნება შენი გამოჩენა, ან თუნდაც შენი ერთი მესიჯი, რომელიც გვეტყვის რომ ჯანმრთელად ხარ და ჯერ კიდევ გახსოვართ. გვენატრებიი. და მნიშვნელობა არ აქვს რას, მთავარია გვითხრა, რომ ცოცხალი ხარ და ამდენ ხანს გაძელი, იცოცხლე და ყველას დაუმტკიცე, რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ამას ისინი ელოდნენ...
იმედი მაქვს იპოვე ის ბიჭი და ახლა ბედნიერი ხარ!!! ❤️