PhoetxReader13

ყურადღება!!! 
          	მეგობრებო მოგეხსენებათ მეთექვსმეტე თავი ახლახანს ავტვირთე, თუმცა როგორც დღეს ვნახე ბოლომდე არ იყო ატვირთული. ვორდის ერთ გვერდზე მეტი აკლდა და ახლა განვაახლე. შეგიძლია იხილოთ უკვე დასრულებული ვესრია❤️
          	პ.ს ყველას დიდი მადლობა რომ კითხულობთ, მოგწონთ და პატარ-პატარა კომენტარებს მიტოვებთ ხოლმე რაც ძალიან მახარებს❤️

PhoetxReader13

ყურადღება!!! 
          მეგობრებო მოგეხსენებათ მეთექვსმეტე თავი ახლახანს ავტვირთე, თუმცა როგორც დღეს ვნახე ბოლომდე არ იყო ატვირთული. ვორდის ერთ გვერდზე მეტი აკლდა და ახლა განვაახლე. შეგიძლია იხილოთ უკვე დასრულებული ვესრია❤️
          პ.ს ყველას დიდი მადლობა რომ კითხულობთ, მოგწონთ და პატარ-პატარა კომენტარებს მიტოვებთ ხოლმე რაც ძალიან მახარებს❤️

PhoetxReader13

მინდა ერთი ამბავი გაგიზიაროთ, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემი პირველი რომანის წერის პროცესში.
          სამსახურიდან სახლში დაბრუნებების ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზის წინ უნდა გავიარო, სადაც ასეთი სიტყვები წერია: ,,მე შევძელი, შენც შეძლებ" მიუხედავად იმისა, რომ ის ძალოსანია და არა მწერალი ან პოეტი, მაინც იმხელა სტიმულს მაძლევდა ეს სიტყვები ვერც წარმოიდგენთ. 
          რაც წერა დავიწყე ბევრი, წარმოუდგენლად ბევრი ამბავი დამატყდა თავს და როგორი ძალითაც ვცდილობდი ყველაფრის გამოსწორებას იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი სიძლიერით და სისწრაფით ირეოდა და ვითარდებოდა მოვლენები უარესობისკენ. ყველა, აფსოლუტურად ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო მათ შორის ოჯახის წევრებიც კი. მეუბნებოდნენ, რომ წერა უნდა შემეწყვიტა, კალამი და ფურცელი გვერდით გადამედო და თავი დამენებებინა წიგნებისთვისაც. 
          მწერლები და პოეტები ხალხს გიჟები ვგონივართ რაღაც მომენტში, მაგრამ ცდებიან, თუმცა ფაქტია ერთია და უტყუარი სანამ თავად არ გამოცდიან ვერაფერს მიხვდებიან. ერთია გიჟი გიწოდონ შენი ნაწერების გამო და მეორეა წერა აგიკრძალონ, რადგან მათ თვალში გიჟი ხარ. პირველი უფრო მარტივია, თქვან რაც უნდათ მთავარია წერა გააგრძელო. 
          ამაბობენ ხოლმე ადამიანები არ ეყო და წერა დაიწყოო, მართალია, მეც არ მეყო ადამიანები, სათნო და თბილი ღიმილით, რომ გიტყუებენ და მერე ნდობამოპოვებულები ზურგში დანას ჩაგარტყავენ. არ მეყო, არც ნამდვილი ადამიანები, ვისაც მართლა აინტერესებ და წერა დავიწყე. 
             ვბრძოლობდი იმისთვის კი არა, რომ დიდ ხალხში მქონოდა აღიარება და ჩემი წიგნები ყველგან გაყიდულიყო, არამედ იმისთვის, რომ საკუთარ  თავთან დამემტკიცებინა და იმ ადამიანებთ ვინც, ჩემს წინააღმდეგ იყო და მეუბნებოდა წერა შეწყვიტეო. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მეც შემიძლია კარგად რაღაცების კეთება და რომ მეც შემიძლია მერქვას მწერალი/პოეტი, მაგრამ გიჟი არ ვიყო ისე, როგორც სხვა მწერლები/პოეტები არ არიან გიჟები.
              ყოველთვის, როცა დარბაზის წინ ჩავივლი ვფიქრობ ის წარმოუდგენლად დიდი ზეწოლა, რომ არა, გიჟის წოდება და საკუთარ თავთან რაღაცების დამტკიცების გაუნელებელი სურვილი, ალბათ, ვერასოდეს შევძლებდი დამეწერა წიგნი, რომელიც ჩემს ისტორიას მოგითხრობთ. 
          მე შევძელი, შენც შეძლებ.

PhoetxReader13

10k!
          დღეს ვარ ყველაზე ამაყი და ყველაზე ბედნიერი.
          წიგნი, რომელსაც ოთხი წელი ვფიქროდი დამეწერა თუ არა დავწერე.
          ის შრომა, რაც ამ რომანის დაწერაში ჩავდე დღეს ათმაგად და ასმაგად დამიბრუნეთ თქვენ ჩემო მკითხველებო.
          არ ვიცი რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიხარული როცა შენს შრომას აფასებენ და თბილ სიტყვებს არ იშურებენ მკითხველები.
          მადლობა 10 000 ნახვისთვის.
          მადლობა ამდენი დროის ჩემთან ერთად გატარებისთვის და იმისთვის რომ იმოგზაურეთ ანას-ტასია თაბაგართან ერთად ერთი წლის ან მეტი ხნის მანძილზე მის ცხოვრებაში და მასთან ერთად განიცადეთ ის ემოციები და გრძნობები რასაც განიცდიდა.
          მადლობა, მადლობა, მადლობა...
          რამდენჯერაც არ უნდა გადაგიხადოთ მადლობა მაინც არ იქნება საკმარისი იმ სიყვარულისა და სითბოსთვის რასაც ჩემი და ჩემი რომანის მიმართ ავლენდით.
          კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველაზე ყველაზე მაგარი მკითხველი მყავხართ ❣️
          ყოველ ჯერზე ახლიდან მარწმუნებთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია მაშინ როცა თქვენნაირი საუკეთესო მკითხველი მყავს
          მიყვარხართ ტკბილებო

PhoetxReader13

სალამი მეგობრებო, მინდა ერთ გოგოზე მოგიყვეთ. 
          ნაბიზე. 
          ნაბიმ სულ ახლახანს დაიწყო რომანის წერა და ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება, გულწრფელი შეფასებები და ჯანსაღი კრიტიკა. 
          ლინკს ქვემოთ დაგიტოვებთ და გთხოვთ წაიკითხეთ ნაბის: გრძნობიდან გრძნობამდე.
          დამიჯერეთ შესანიშნავი ამბები გელით და ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომელიც კიდევ ერთ თავგადასავლებით სავსე ისტორიაში გამოგზაურებთ.
          მიყვარხართ! ❤️
          
          ლინკი
          
          https://www.wattpad.com/story/297342716?utm_source=android&utm_medium=link&utm_content=story_info&wp_page=story_details_button&wp_uname=PhoetxReader13&wp_originator=zQgSfUcAFnv2zYU%2B7lLoUDGA%2BbWmtyIChRWBDTziBQ%2BPFkFrT%2BimTjWXwomUaEZ6tx3bHNrzLUz%2BOShQjKJIO%2BRROluZyzTpujmCzT1CUeQeH9PfjWwGd%2FzcqWLfIzSc
          

PhoetxReader13

გამარჯობა, როგორც იცით რომანს ვწერ და დიდი მადლობა რომ კითხულობთ და კომნატრების თუ პირად შეტყობინებებში გამოგზავნილი ესემესების მეშვეობით მიზიარებთ ხოლმე თქვენს აზრებს. მართლა ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს
          
          ჯობს ახლა ვთქვა რის გაკეთებასაც ვაპირებ, რადგან მერე გაუგებრობა არ მოყვეს ჩემს ქმედებებს.
          როდესაც memories - ის ყველა თავი აიტვირთება იმ დროიდან ძალიან მალე წაიშლება ყველა თავი, არაუმეტეს ერთ კვირაში.
          
          ამ რომანის დაბეჭდვას ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ და არც იმის გამო დამიწყია წერა რომ ამით ფული მეშოვა, (შეურაცხყოფას არ ვაყენებ იმ ხალხს ვინც თავისი წიგნის დაბეჭდვით ფული გამოიმუშავა, ეს უბრალოდ ჩემი აზრია და არ გამომიხტეთ) მე ამ რომანის წერა იმის გამო დავიწყე უპირველესად რომ საკუთარი თავისთვის და ჩემს გარშემო მყოფთათვის დამემტკიცებინა რაღაცები.
          
          აქ memories - ის ყველაზე შავი ვერსია იდება და როცა სრულიად დავარექტირებ ეს პირველი ვერსია არარაობა იქნება სავარაუდოდ.
          
          სულ რამდენიმე თავი დარჩა რომანის დასრულებამდე, ასე რომ თუ ვინმეს გინდათ წაკითხვა შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემს პროფილზე და წაიკითხოთ. ნება თქვენია
          
          მადლობა ყველაფრისთვის.
          მიყვარხართ ჩემო ძვირფასო მკითხველებო.
          თქვენ ყველაზე განსაკუთრებულები ხართ და ვამაყობ რადგან არავის არ ყავს ისეთი თბილი, საყვარელი, მხიარული, მოსიყვარულე და მზრუნველი მკითხველები როგორიც მე.