lykexaaaaaaa
ხოო….
გამარჯობა!
ისევ კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება, ჩემ უბადრუკ პროფილზე.
ამჯერად ეს პოსტი ყველასთვისაა. ახლა გაგიჩნდებათ კითხვა:”რატომ წერს ისე თითქოს, უამრავი ადამიანი კითხულობდეს ან საერთოდ ვინმეს ადარდებდეს?” შეიძლება ახლა უამრავი მკითხველი არ მყავს, არც ბევრს ვადარდებდე, მაგრამმ…. აქ არის ერთი დიდი “მაგრამ”. ჩემს ზედმეტად ჭკვიან ტვინს, იმედი აქვს, რომ მალე სულ ცოტა მკითხველი მაინც შეემატება ჩემ ფიკს. ხოდა გადავწყვიტე, პოსტები რაც შეიძლება ლამაზად ვწერო.(საერთოდ არ გამოგდის ლიკა!) ახლა კი, გადავიდეთ მთავარ საკითხზე!
დღევანდელი პოსტის მიზეზია: “მეხუთე თავი”.
პირდაპირ გეტყვით, ამ ისტორიის წერა არც დამიგეგმავს, არც სურვილი მქონია. უბრალოდ ჩატში დამამატეს, სადაც ჩემი ტვინი მეტად ამუშავდა. უბრალოდ შევქმენი ახალი ექაუნთი და დავიწყე წერა. თავიდანვე ვფიქრობდი:”ძალიან დიდი სისულელე გამოვა.” ვერ ვუგებდი საკუთარ პერსონაჟებს….. სამაგიეროდ ახლა ყველას ზედმეტად ვუგებ, ყველა მათგანი მიყვარს, ოჯახად მიმაჩნია. დრო აღარ მაქვს…. მეხუთე თავი არც დამიწყია… ახლა ისევ, გვიჩნდება კითხვა:”თუ პოსტს წერ, ახალი თავის დაწერის დრო არგაქვს?” მართალია, შემიძლია გამოვნახო დრო, მაგრამ ახლა ისე ვარ გაჭედილი, როგორც არასდროს….
შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ ლოდინი….ან ისეთი კარგი არიყოს როგორსაც ელოდით… მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, არწავშლი. თუნდაც საერთოდ აღარ გავაგრძელო, მაინც არ წავშლი, იმდენად შემიყვარდა…სიტყვებით ვერ აგიღწერთ!
სანამ ამას ვწერდი პოსტი წავიკითხე, დღეს დიდი გარდატეხა იწყებაო…. ყველაფერი უკეთესობისკენ წავაო… ხოდაა იმედია ასეც იქნება. ვნახოთ, შეიძლება ხვალვე დავწერო და დაგიდოთ…
ახლა კი, ძალიან გამიგრძელდა!
თავი მოგაბეზრეთ ჩემი დრამატულობით… ხოდა, სანამ ვარესებს დავაბრეხვებდე წავედი.
მიყვარხართ და გკოცნით!
თქვენი საყვარელი-მამიდა ლიკა
LalTs00
როცა მაგის დრო მოვა გააგრძელებ და ატვირთავ <33
მეც მაქვს პერიოდი რაღაც კონკრეტულზე რომ ვერ ვკონცენტრირდები
თუნდაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს .
ჩვენ აქ ვართ და წავიკითხავთ
სხვებიც წაიკითხავენ . <33
•
Reply