
meowngi-
Link to CommentCode of ConductWattpad Safety Portal
ერთ წელზე ოდნავ მეტია გასული მას შემდეგ, რაც ვათპედზე მოვედი და ამაზე ოდნავ ნაკლები, რაც წერა დავიწყე. შემოვდივარ და პროფილზე მხვდება რიცხვები, რომლებსაც სრულებითაც არასდროს მოველოდი. რა უნდა მეთქმოდეს მადლობის გარდა? მართლა, გულწრფელად, არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება თითოეული თქვენდამისადმი. შეიძლება კომენტარებში ვერ ვაქტიურობდე, მაგრამ შიგადაშიგ თვალს ყველაფერს ვავლებ და ყველაფერი მიხარია. მაბედნიერებს ის, რომ მხარს მიჭერს და ორმაგ სიხარულს ის მანიჭებს, თუ ჩემი ფანფიკებით ოდნავ მაინც გახალისდით. ♡ მადლობა, მართლა, ძალიან დიდი. თითოეულ თქვენგანს დიდ პატივს გცემთ. 500 გამომწერამდე ისე მივედი, ახლაც ვერ ვაანალიზებ კარგად ყველაფერს და არ მჯერა, რომ ასე მალე განვითარდა მოვლენები. რამდენიმე თვეა, არაფერი დამიწერია, მაგრამ მალე ვაპირებ რაღაც პატარით დაბრუნებას და ვიმედოვნებ, იმედს არ გაგიცრუებთ.♡ მომავალ შეხვედრამე.

Lonely_Eva
Gamarjoba mshveniero shenma gimilma damatyveva

darksideofthe-moon
Ici rom saswauli xar sheni nebismieri nashromi imden emocias iwvevs chemshi me dzalian bednieri var rom shen wagawydi

meowngi-
ერთ წელზე ოდნავ მეტია გასული მას შემდეგ, რაც ვათპედზე მოვედი და ამაზე ოდნავ ნაკლები, რაც წერა დავიწყე. შემოვდივარ და პროფილზე მხვდება რიცხვები, რომლებსაც სრულებითაც არასდროს მოველოდი. რა უნდა მეთქმოდეს მადლობის გარდა? მართლა, გულწრფელად, არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება თითოეული თქვენდამისადმი. შეიძლება კომენტარებში ვერ ვაქტიურობდე, მაგრამ შიგადაშიგ თვალს ყველაფერს ვავლებ და ყველაფერი მიხარია. მაბედნიერებს ის, რომ მხარს მიჭერს და ორმაგ სიხარულს ის მანიჭებს, თუ ჩემი ფანფიკებით ოდნავ მაინც გახალისდით. ♡ მადლობა, მართლა, ძალიან დიდი. თითოეულ თქვენგანს დიდ პატივს გცემთ. 500 გამომწერამდე ისე მივედი, ახლაც ვერ ვაანალიზებ კარგად ყველაფერს და არ მჯერა, რომ ასე მალე განვითარდა მოვლენები. რამდენიმე თვეა, არაფერი დამიწერია, მაგრამ მალე ვაპირებ რაღაც პატარით დაბრუნებას და ვიმედოვნებ, იმედს არ გაგიცრუებთ.♡ მომავალ შეხვედრამე.

Lonely_Eva
Male 500 followers miukakuneb OMG

meowngi-
@Lonely_Eva AXLA MOVEDI MADLOBIS SATQMELAD ZOGADAD DA MGONI ARASWORAD VIGVIDZEB ISEV.
•
Reply

Lonely_Eva
მეგონა მოკვდი. :)))

meowngi-
@Lonely_Eva ჯერჯერობით ვერსად შემოვალ სალაპარაკოდ, თუმცა მალე დავბრუნდები და დიდი სიამოვნებით
•
Reply

meowngi-
მეც არ ვიცი, რა გამოვიდა, რამდენ ხანს გაჩერდება, მაგრამ ახლა, ალბათ, უნდა დამეწერა. https://www.wattpad.com/story/230980393-ilunga

meowngi-
ოდნავ გრძელი მიმართვა გამომივა, მაგრამ გამიხარდება, თუ რომელიმე თქვენგანი მაინც წაიკითხავს ბოლომდე. 10 მაისს ერთი წელი გადის მას შემდეგ, რაც ეს ექაუნთი შევქმენი და ნახევარ წელზე ოდნავ მეტი, რაც წერა დავიწყე. არ მინდა თავი მოგაწყინოთ ან დეპრესიული გამოვჩნდე, უბრალოდ ვიტყვი, მადლობა, მართლა, უღრმესი მადლობა მხარდაჭერისათვის. ხშირად კომენტარებზე ვერ ვახერხებ პასუხის გაცემას, მაგრამ ყველაფერს ვკითხულობ. ყველაფერი უზომოდ მაბედნიერებს და თქვენც იმხელა სითბოსა და სიყვარულს გისურვებთ, რამხელასაც მე ვგრძნობ ახლა ამ წამს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით იყავით. მაგრამ რეალურად არც ისეთი ხალისიანი ადამიანი ვარ, როგორიც ჩემს ნაწერებში ჩანს. ვანთეს წაკითხვისას ხალხი, ალბათ, ფიქრობს, რომ ზედმეტად გახსნილი და ხუმარა ტიპაჟი ვარ, მაგრამ ასე არ არის. ძალიან მიჭირს ხალხის გაცნობა, რადგან არ მინდა მათ წარმოდგენა გავუფუჭო. ხშირად კონტაქტი მალევე წყდება უცნობთან, ზოგჯერ ისინი კარგავენ სურვილს და ა.შ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ნაწერებში ვტოვებ ჩემს თავს, მაგრამ ეს უბრალოდ ზედაპირულია. მადლიერი ვარ, რომ მიძლებთ, ჩემს ხუმრობებზე გეცინებათ, მარტო არ მტოვებთ, მაგრამ წერა დიდი პასუხისმგებლობაა. ჰიბრიდის დადებას მოვრჩები და პაუზას ავიღებ. მინდა ყველაფერი ავწონ–დავწონო და დავფიქრდე, რა მინდა. არ ვამბობ, რომ წერას შევწყვეტ, უბრალოდ... უბრალოდ, არ ვიცი რა მინდა. დაბნეული ვარ, მაგრამ არ შემიძლია ყველაფერი გაუფრთხილებლად გავაკეთო. დროებით წავშლი ამ აპლიკაციას, მაგრამ დავბრუნდები. მიყვარხართ და მადლობა. მადლობა იმისათვისაც, თუ ვინმემ ეს ქაოსი წაიკითხეთ.

lonelyass11
@meowngi- დარწმუნებული ვარ სიხარულს მომგვრის და მოუთმენლად ველი გაგრძელებას. წარმატებები და თავს მიხედე♥♥
•
Reply

meowngi-
@GB_Taehyung ღმერთო, არც კი ვიცი ასეთი სიტყვები როგორ დავიმსახურე...თუ თავი კარგად გაგრძნობინე და გაგახალისე – ეს ჩემთვის ყველაფერია და ნიშნავს, რომ მიზანს მივაღწიე. უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ გვერდით მიდგახარ და მხარს მიჭერ! ♡ ვანთე ისეთია...სპონტანური იდეები მუდამ მომდის, ამიტომაც შიგადაშიგ განავახლებ ხოლმე და იმედია, ახალი თავებიც მოგგვრის სიხარულს! მართლა, ძალიან, ძალიან, დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
•
Reply

lonelyass11
@meowngi- მადლობელი მე ვარ, უბრალოდ ფიქციების წერით ამდენ რამეს რომ აკეთებდი ჩემთვის. ძირითადად გვიან ვიცლიდი, რომ აქ შემოვსულიყავი და თან ისეთი ფიქციის წაკითხვა მინდოდა, არც ძნელი და რთული რომ არ ყოფილიყო, წასაკითხად და გასააზრებლად. შენი ფიქციები კი სწორედ რომ ასეთია. მსუბუქი წასაკითხია და ადვილი გასაგებიც. არ შემიძლია არ ავღნიშნო შენი იუმორი ვანთეში, სულ ღიმილს მგვრიდა ყოველი თავის წაკითხვა და ბევრჯერ კარგადაც ვიცინე... დიდ ყურადღებას ვაქცევ წერის სტილსა და სიუჟეტს, რაზეც მთლიანი ფიქციაა აგებული. აზრობრივ კავშირს ყოველ თავში. შენი კი ისეთი ზუსტი იყო ყოველთვის. ამიტომ მინდოდა ისევ და ისევ თავიდან დამეწყო მთელი ფიქციის კითხვა და ერთი შეხედვით სულ მცირე, მაგრამ შესაძლოა მნიშვნელოვანი დეტალიც არ გამომეტოვებინა. ცოტა ავტორია აქ, რომ ამბობენ სანთლით საძებნიო, ვისი ფიქციების თავიდან წაკითხვის სურვილიც გაგიჩნდება და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათში შენც შედიხარ... არ მინდა ეგოისტურად გამომივიდეს, მაგრამ მართლა ძალიან მინდა დაბრუნდე, ყველა შენს მკითხველს უნდა დაბრუნდე. ვიცი, დაფიქრება ყველას გვჭირდება, რომ ყველაფერი ავწონ-დავწონოთ და დავალაგოთ. შეიძლება ახლა არა, არც ერთ თვეში, ერთ წელიწადში არ დაბრუნდე. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე დაბრუნდები და ისევ დაწერ ფიქციებს, რომელსაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავ...♥♥♥
•
Reply

meowngi-
https://my.w.tt/tWfF3yDTu3 არ ვიცი, ღირდა თუ არა ახლა ამის დაწერა, თუმცაღა ჩემს ხელოვანს ვუძღვნი....

meowngi-
გარკვეული მიზეზების გამო გადავწყვიტე სახელი შემეცვალა, ამიტომაც დღეიდან meowngi- ვიქნები. [აქამდე m_ystd მეწერა.]