15 თავი

820 36 24
                                    

-სანდრო? - წამში გადავეხვიე ნაცნობ, მონატრებულ სხეულს - როდის ჩამოხვედი? - თვალებში შევციცინებდი საყვარელ ბიძაშვილს.

- თაზომ აღარ გამაჩერა იქეთ, დღეში ასჯერ მაინც მირეკავდა - ჩაეცინა მამამისის სახის გახსენებისას. ნუ გამიბრაზდებით ჩემო მკითხველო, რადგან ბიძაზე და ბიცოლაზე აქამდე არაფერი გითხარით. თაზო ბიძია მამაჩემის ძმაა, პროფესიით ისიც არქიტექტორი, ბიცოლა კი როგორც დედაჩემი დიასახლისია.

- ნუ ხარ საზიზიღარი, ხო იცი როგორ უყვარხარ - ცოტა გული დამწყვიტა სანდროს სიტყვებმა. - ხო მართლა სანდრი, შენთვის სიურპრიზი მაქვს.

- ვა რა სიურპრიზი? - კარი ფართოდ გავაღე, რომ შემოსვლა შეძლებოდა.

- სიურპრიზიი - დაკივლა თავზე გადარეულმა მოდებაძემ და ვიდრე სანდრო გაიაზრებდა რა ხდებოდა თაკო უკვე მის ზურგზე იყო შემოხვეული.

- დამენახე მაინც ვინ ხარ? - სიცილნარევი ხმით უთხრა თაკოს.

- ოხ სანდრო ოხ!

- თამარაა, არ მეჩვენები ხო? მომენატრე ქალბატონო ასე უნდა დავიწყება? აშკარად დაგაკლდა ჩემი ხელი - ჩაეცინა ბოლოს ნათქვამზე.

- სულ არ შეცვლილხარ სანდრი - ღიმილით უთხრა მოდებაძემ.

- არც შენ თაკუშ - გაეცინა, როცა მიხვდა ბავშვობაში შერქმეული სახელით, რომ მიმართეს ისევ. - როგორ მოხდა, რომ თორნიკემ გამოგიშვა? მთელი წელი შენი ხილვის ნატვრაში გაატარა ამ ქალბატონმა და მეც.

- აი მაგ მიზეზით მიყვარხართ ორივე ასე ძალიან - თვალები ცრემლებმა სახე კი თბილმა და გულწრფელმა ღიმილმა აუვსო.

ტელეფონის ზარმა გამომაფიხზლა და მაიძულა რეალობას დავრუნდებოდი.

- გისმენთ? - ვუპასუხე ისე თითქოს ვერ ვიცანი ის ვინც მირეკავდა.

- შენი სახლის წინ ვარ გამოდი - ისეთი მშვიდი ხმით მითხრა ეჭვი შემეპარა, რომ ნამდვილად იოანე მელპარაკებოდა.

განშორებამდე... (დასრულებულია)Where stories live. Discover now