7 თავი

1K 44 5
                                    

    თქვენი აზრით რით დავიწყებ თხრობას? კი ვიცი, რომ იოანესთან დაკავშირებით ყველაფერი გაინტერესებთ და ერთი სული გაქვთ როდის ვიტყვი რა მომწერა ჩემი ბოლო შეტყობინების შემდეგ, თუმცა ვიმედოვნებ გახსოვთ, რამდენად ჯიუტი ვარ და მიხვდებით, რომ პირველი რასაც გეტყვით იოანეზე არ იქნება, პირველად სესილისზე უნდა მოგიყვეთ, ძალიან დავშორდით ერთმანეთს. მართალია მე კვლავ ვცდილობ იოანეს აზრი შევაცვლევინო და დავარწმუნო, რომ ყველა იმსახურებს მეორე შანსს, მაგრამ სესილისთან თითქმის აღარ ვსაუბრობ თითქოს ჩვენს შორის დიდი უფსკრული ჩნდება და ძალიან მეშინია... მეშინია, რომ მეგობარს დავკარგავ ჩემი თავის გამო. სიმართლე, რომ ვთქვა ეს ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო რაც ლილე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებში, გოგონა რომელსაც მზისფერი თვალები ქონდა მართლაც, რომ მზესავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, მერე ვაჩე გამოჩნდა ჩვენი ლურჯთვალება პრინცი, რომელმაც დამიმტკიცა, რომ ბიჭებს შეუძლიათ საუკეთესო მეგობრობა გაუწიონ გოგონებს თქვენ წარმოიდგინეთ და გოგოებზე უკეთესიც კი. გიკვირთ ალბათ ნიკოლოზს რატომ არ ვახსენებ, რადგან ნორმალურად არც კი ვიცნობ, მოდი ერთ საიდუმლოს გაიგიმხელთ ლილე ამ ბოლო დროს სულ ტელეფონში იყურება და ვიღაცას წერს, რამდენჯერმე ვკითხე, მაგრამ იუარა არავის ვწერო. ვფიქრობ შეყვარებული ყავს და არ მეუბნება მე კი ძალიან მწყინს, რომ არ მენდობა.
-გისმენთ-ისე ვუპასუხე ტელეფონს არ დამინახავს ვინ მირეკავდა.                                         -ლილე ვარ, 15 წუთში ჩვენს კაფეში იყავი-მითხრა და გამითიშა, გაოცებულმა დავხედე ტელეფონს გიჟია ეს გოგო. სწრაფად მოვემზადე და კაფისკენ წავედი.
- ჩემი შეყვარებული მინდა გახდეო-ჩაილაპარაკა თვალებანთილმა და თავი დახარა, რომ ამ სიტყვების გამეორებით გამოწვეული სიხარული არ შემჩნეოდა.
- ვინ გითხრა? - ახლა კი ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული პასუხის მოლოდინში.
-ნიკუშამ...-ჩემი დაბნეული სახის დანახვისას დაამატა-მესხმა.            -რაა? - შოკი მივიღე, მართალია ვეჭვობდი, რომ ყავდა ადამიანი ვისაც მისი ერთი ესემესით გაღიმება შეეძლო, მაგრამ ეს ბიჭი თუ ნიკა იქნებოდა ვერასდროს ვიფიქრებდი. როგორ გამომეპარა მათი ასეთი დაახლოება ვერ ვხვდები.
- რამდენი ხანია რაც წერთ ერთმანეთს.
- ორ თვეზე მეტი-თავდახრილი მელაპარაკებოდა თითქოს რცხვენოდა აქამდე რომ არ მითხრა.
- და შენ რას ფიქრობ? ხომ იცი, რომ მე არ გეტყვი როგორ უნდა მოიქცე, მე მხოლოდ გირჩევ და გადაწყვტილება შენი მისაღები იქნება.                                                          - ვიცი მაგრამ...
- თუ ნამდვილად გიყვარს მაშინ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს. ამ დროს შეუძლებელსაც კი შეძლებ. 
- მადლობა... მაპატიე უნდა წავიდე. - ჩაილაპარაკა და თან ფეხზე წამოდგა.  თვალს ვადევნებდი მის მოქმედებებს და ასე სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ვერ ვიზარებდი, სად შეიძლებოდა წასულიყო?                                               
- სად მიდიხარ?
- მესხთან... უარი ვუთხარი და შეცდომა უნდა გამოვასწორო.          - აუ გიჟები ხართ...
ლილე წავიდა მეც მალე დავტოვე კაფე.
   მოდი ლილესთან და ნიკოლოზთან გადავინაცვლოთ და ვნახოთ რა ხდება მათთან. მესხი სახლში იყო მთელი დღე ცხვირი არ გაუყვია გარეთ არაფრის ხალისი არ ქონდა. საყვარელმა გოგომ უარი უთხრა და არ შეეძლო იმ ბიჭებივით მოქცეულიყო თავად, რომ ყველაფერზე მეტად ეზიზღებოდა. ვერ იტანდა ისეთ ბიჭებს, რომლებიც გათიშვამდე სვავდნენ მხოლოდ იმიტომ რომ დარდი გაექარვებინათ ან ერთი ღამის გოგო ეპოვათ, რა ექნა არ ეკუთვნოდა ამ კატეგორიას, არც არასდროს ქონია სურვილი მსგავსი რამ გაეკეთებინა, ლილემდე არავინ ყვარებია, მანამდე არ ქონია სურვილი და ახლა მითუმეტეს უყვარდა და ფიქრებშიდაც არ შეეძლო ეღალატა, ლილესთან არ შეეძლო... ისე იყო ემოციურად გადაღლილი ფეხზევე ეძინებოდა, უკვე საძინებელში აპირებდა ასვლას, კარზე ბრახუნი, რომ გაიგო, ბიჭებს არ ელოდებოდა კი უთხრეს ვაჩესთან გამოდიო, მაგრამ იმ წამსვე უარი უთხრა და სხვა დროს იყოსო დააყოლა. ნეტა ვინ არის-ო ფიქრობდა და თან კარისკენ მიდიოდა თვალების სრესით, აი აქ კი ნამდვილად დააღო პირი, ყველას ნახვას წამოიდგენდა მისი კარის ზღურბლს იქით ძმაკაცებიდან რომელიმეს და თქვენ წარმოიდგინეთ დედასაც კი რომელიც წლებია ისრაელში ცხოვრობს, მაგრამ არც ძმაკაცები დახვდნენ კარს მიღმა და მითუმტეს არც დედა, კარს იქით ლილე იდგა ღიმილიანი მზერით და ანთებული თვალებით.
- შეენ? აქ რას აკეთებ?-ლილე უბრალოდ უყურებდა და უღიმოდა, უცებ მისკენ დაიძრა და ხელები კისერზე შემოხვია.                - ლილე ხო კარგად ხარ? მოხდა რამე? - მანაც შემოხვია ხელები გოგოს გამხდარ წელს.                          - უბრალოდ ჩამეხუტე, გთხოვ და მითხარი, რომ ჩემს მიმართ გადაწყვეტილება არ შეგიცვლია.
- ლილე... - ისე წარმოთქვა გასვიანის სახელი არც კი შეუხედავს მისთვის. არ შეეძლო ამ გოგოსთან ისე გაეგრძელებია ურთიერთობა როგორც მეგობარს 
- უბრალოდ მითხარი ნიკა. - არც გოგო აპირებდა სახეში შეეხედა.    - რა გინდა ლილე? ხომ მოვისმინე შენი პასუხი, გთხოვ მეტს ნუღარ დამიმატებ. - თვალებში შეხედა გოგოს და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამ გოგოს დავიწყება უკვე შეუძლებელი იყო, თუმცა დავიწყება არც უნდოდა.     
- მოისმინე, მაგრამ სიმართლე არ მითქვამს...-თვალებში ჭინკები დაუხტოდნენ და ბიჭს არ აშორებდნენ ამოუცნობ მზერას. მესხი ნამდვილად გაოცებული და დაბნეული ჩანდა გასვიანის პასუხით.                                                      - რა თქვი? - მზერა შეეცვალა მესხს, ცდილობდა ყველანაირად უგრძნობი მზერა ქონდა, მაგრამ ლილეს სიტყვების მოსმენის შემდეგ ღილიმის შეკავება ძალიან უჭირდა.                                      - არაფერი მითქვამს... - ღიმილი შეეპარა გასვიანს.                               
- სიტყვები არასოდეს გიყვარდა-ახლა მესხმა გაიღიმა ისე ოცდათორმეტივე კბილი გამოუჩნდა.
- სიტყვები არც შენ გიყვარს-ენა გამოუყო გოგომ.                                      - იმაზე კარგად მიცნობ ვიდრე მე ვიცნობ საკუთარ თავს. - ლილემ აღარაფერი უპასუხა უბრალოდ მაგრად შემოხვია ხელები და ღიმილიანი სახით ჩაეკრა გულში.
- ნეტა იცოდე ამ მომენტს რამდენ ხანს ველოდე.
დილით, რომ დაიბარა და უთხრა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრაო მაშინაც ვერ წარმოიდგენდა სულ რამდენიმე საათში გოგოს თუ საკუთარ მკლავებში გაყურსულს და მის გულისცემაზე ყურმიდებულს ნახავდა. გასვიანი ისე იღიმოდა დარწმუნებულმა შემიძლია ვთქვა, რომ იმ წუთებში ამ ქვეყანაზე მასზე ბედნიერი არავინ იყო.
   ლილე მეორე დღეს სკოლაში ვნახე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ და გამარჯობის სათქმელადაც ვერ გამოვნახეთ დრო დერეფანში დგომასა და ყველა დეტალის გამაკითხვაზე, რომ არაფერი ვთქვათ.
უბრალოდ მის ღიმილიან სახესა და უცნაურად აციმციმებულ თვალებს ვხედავდი და ესეც საკმარისი იყო ყველაფრის მისახვედრად.
სკოლის შემდეგ, როგორც იქნა მოვახერხე და ვნახე ლილე.    ვიფიქრე ახლა მაინც გამოვკითხავდი ყველაფერს, მაგრამ ვინ გაცადა ეზოდან გამოსულები არ ვიყავით ბატონი მესხი, რომ დალანდა მანქანითურთ, ერთი კი ჩაილაპარაკა 'ეს ვერ არისო' და შემდეგ როცა ბიჭმაც დაინახა ისეთი სისწრაფით გაიქცა მისკენ მეგონა ნიკას ნაცვლად ასფალტს ჩაეხუტებოდა, თუმცა კარგია რომ ჩემი 'მეგონა' არ გამართლდა. ღიმილიანი სახით გავემართე მათკენ და ნიკოლოზს მივესალმე.
- გამარჯობა ნიკა.
- სალამი ტასო, როგორ ხარ? - შეყვარებულს გადახვია ხელი და გაღიმებულმა გამომხედა.
- კარგად, შენ როგორ ხარ? - მეც გამეღიმა.
- მე რომ ადამიანი მნახავს ცუდად როგორ უნდა იყოს-სანამ მესხი რამეს იტყოდა ლილემ დაასწრო.
- იქნებ და შენი ნახვა სულ არ მიხარია - ზემოდან დახედა მასზე ორი თავით დაბალ გოგოს და თან ღიმილის შეკავება ცადა.
- კი როგორ არა მე ვიყავი სკოლასთან, რომ გელოდებოდი ხო? - სიცილით უთხრა გასვიანმა და სახის დასერიოზულება სცადა, სრული ეფექტისთვის კი ცალი წარბიც აუწია.
- კარგი გეყოთ - ჩავერიე მეც.
- აი რას ქვია უმადური - ვითომ გაბრაზდა მესხი.
- ბატონი შეყვარებული არ დაგიმალავ და ძალიან გამახარე. -მესხის სიტყვები არ შეიმჩნია და კიდევ უფრო ჩაეხუტა გამხდარ, მაგრამ დაკუნთულ სხეულს.
- აი იოანეც მოვიდა - თქვა ნიკამ და მეც იმ მიმართულებით გავიხედე საეთაც ნიკა იყურებოდა.
- გამარჯობა - მოგვესალმა გელოვანი.
- გამარჯობა - მივესალმეთ მე და ლილე. ნიკამ კი უბრალოდ ხელი ჩამოართვა.
- მოიცა აბა უარი მითხრაო? ბავშვობის მეგობარს ატყუებ ბიჭო? - ნაწყენი ჩანდა გელოვანი.
- მაგის მერე სახლში გამომეცხადა და იმედია აზრი არ შეგიცვლიაო, არა-მეთქი და სულ ეს იყო.
- ვერაფერი გავიგე არ გითქვამთ ერთმანეთისთვის, რომ გიყვართ? - შოკში იყო იოანე.
- და რა საჭიროა? ასეც კარგად ვართ- საფეთქელთან აკოცა გოგოს და ღიმილია გაეპარა ტუჩის კუთხეში როცა იგრძნო როგორ დაუარა მთელს სხეულში სითბომ გოგოს.
- სულ არ მჭირდება მთვარის შუქზე ნამღერი სერენადა და მერე აკანკალებული ხმით ნათქვამი მიყვარხარ. - ნიკას შეხედა გაღიმებულმა
- მაგრად გაკლიათ... - შოკიდან ვერ გამოდიოდა გელოვანი.
   მართალია სახლში წასვლა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა სანდრო და ნუცი უნდა მოსულიყვნენ საღამოს და უზრდელობაში ჩამეთვლებოდა სახლში, რომ არ დავხვედროდი.
ბავშვებს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი, მოსიყვარულე წყვილი კი იოანესთან ერთად დავტოვე.

----------
ვიცი რომ ეგოისტურად ჟღერს მაგრამ რა ვქნა ძალიან მიყვარს ეს წყვილი და თან ვამაყობ იმით, რომ ჩემი წყვილი არიან.

პ.ს
ძალიან გამეხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ🤗. ის მაინც მითხარით ბავშვურად ხომ არ ვწერ? 🤔

განშორებამდე... (დასრულებულია)Where stories live. Discover now