10 თავი

1K 43 31
                                    

პრიველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ასე რომ გალოდინეთ.😔
სამსახურის და პირადი პრობლემების გამო ვერ ავტვირთე თორე ისე დიდი ხანია ეს თავი დაწერილი მქონდა.
იმედი მაქვს ისიამოვნებთ.
----------------------------------------------------


25 იანავარია და ვემზადები, ყველაფერს ვალაგებ ჩემოდანში, რაც შეიძლება ორი დღის განმავლობაში დაჭირდეს ჩვეულებრივ გოგოს და იმასაც ვალაგებ, რაც გოგოებს საერთოდ არ ჭირდებათ. მოკლედ, რომ ვთქვათ ყველაფერს ჩემოდანში ვდებ რაც კი ხელში მხვდება. იმ ღამიდან იოანემ, რომ მომაკითხა სახლში სამი დღე გავიდა ანუ დღეს სამშაბათია. სკოლაში არ წავსულვარ არც ლილე წავიდა 'მომზადება ხო უნდა მოვასწროო'.


იოანეზე, რომ მოვუყევი, რაც გააკეთა მითხრა მოსწონხარო, მაგრამ არ მჯერა. რატომ? იმიტომ რომ კეთილშობილი სახის და ამაფორიაქებიელი სიტყვების უკან ვიცი, რაც იმალება. მართალია არჩვეულებრივი მეგობრობა გვაქვს, მაგრამ ხშირად ისეთ რამეს აკეთებს რაც ნერვებს მიშლის, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ გამაბრაზოს. ამ ყველაფრის შემდეგ მითხარით, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს მოვწონდე? თან ლილეც უკვე ნერვებს მიშლის თავისი ფანტაზიებით და იმაზე ლაპარაკით, რომ მე და იოანეს ერთმანეთი შეგვიყვარდება. ეს ხომ სრულებით შეუძლებელია.


საღამოს, როცა ყველანაირად მზად ვიყავი 26 იანვრის დილას ბაკურიანში წავსულიყავი, გადავწყვიტე ლილე და ნიკოლოზთან ერთად სადმე წავსულიყავი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმ წამსვე საპნის ბუშტივით გასკდა, როცა ლილემ მითხრა ნიკამ პაემანზე დამპატიჟა, მაგრამ არ ვიცი სად მივყავარო. მეც რას ვიზავდი გასეირნებაზე უარი ვთქვი. მურმანის ეკალივით ხო არ ჩავუჯდებოდი შუაში? მერე ნუციმ მომწერა ჩვენთან გამოდი სანდრო სახლშია და თან ვიღაც უნდა გაგაცნოო, სიხარულით დავთანხმდი და ლამის სირბილით გავიქეცი მათი სახლისკენ.


როგორც ყოველთვის ახლაც კარის გაღებისთანავე ჩამეხუტა სანდრო. როგორი ბიჭი იყო იცით? ყველაზე თბილი და მზრუნველი, ყველაზე საუკეთესო, ყველაზე რაღაცნაირი, აი ისეთი იყო შესაბამის სიტყვებს, რომ ვერ იპოვიდით მის დასახასიათებლად. რაც მთავარია ის ჩემი სანდრო იყო ჩემი ბიძაშვილი და არაბიოლოგიური ძმა. -უნამუსო გოგო ხარ, ამდენი ხანია აქ ვარ და ერთხელ არ გამოსულხარ ჩვენთან - მისალმებაც არ მაცადა ისე გამლანძღა. კი ვიცი, რომ ძალიან წყდება გული ცოტა დროს, რომ ვუთმობ, მაგრამ რა ვქნა,თავის თავს დააბრალოს ასეთი მესაკუთრე, რომ არის. - რას ამბობ შენ ხო კარები ჩამომიღე იმდენჯერ იყავი გამოსული - არც მე დავაკელი და ენაც გამოვუყავი პატარა გოგოსავით. - შენი გამოსწორება არ იქნება - თავი გადაიქნია დანანებით. - ვნახოთ...გამიშვი რა ნუცი უნდა ვნახო. -ამას რას მოვესწარი ნუცი ჩემზე მეტად მოგენატრა. - ხო რა მოხდა მარტო შენ კი არ მენატრები -კაი მიდი მიდი...ვიღაც უნდა გაგაცნოს. - ვინ უნდა გამაცნოს? - ინტერესიანი მზერა მივაბყარი. -მიდი და გაიგებ. მისაღებ ოთახში შევედი და დავინახე ნუცი ვიღაც ბიჭთან ერთად. - ნუციი, როგორ მომენატრე? - ნუცის გადავეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე - მოგიწევს ყველაფერი დაწვრილებით მომიყვე. - კარგი... - ჩაეიცინა და მომშორდა. -გაიცანი ეს ანდრიაა, ჩემი... - მისი სიტყვები ანდრიად წოდებულმა შავგრემანმა ბიჭმა დაასრულა. - მისი შეყვარებული - თქვა და გაწითლებულ გოგოს ხელი გადახვია. - ეს კი ანასტასიაა, ჩემი ბიძაშვილი. - სასიამოვნოა ტასო... ხო შეიძლება ასე მოგმართო? - კი რა პრობლემაა... ჩემთვისაც სასიამოვნოა ანდრია.

განშორებამდე... (დასრულებულია)Where stories live. Discover now