თავი 1

88 5 9
                                    


წყვილი შემოსასვლელში დამდგარა, ერთი მისი საცოლის სილამაზით ტკბებოდა, მეორე კი მის საქმროს პერანგს ასწორებდა.

მათი გამომეტყველებაც იმას ყვიროდა თუ რაოდენ უყვარდათ მათ ერთმანეთი.

სიყვარული, გრძნობა რომელიც ამდენ ადამიანს სურს შეიგრძნოს თუმცა ამდენივე ადამიანს ეშინია.

ამ წყვილს კი საოცრად გაუმართლათ ამ გრძნობის შეგრძნების საშვალება რომ ჰქონდათ.

-დღეს არ დააგვიანო, გთხოვ. - ღიმილით ახედა წაბლისფერთმიანმა მამაკაცს

-შევეცდები, შენ კი გთხოვ, მძიმე ნივთების გადაადგილებას ნუ დაიწყებ, სახლში რომ დავბრუნდები მე მივხედავ ყველაფერს.

-ოჰ, კარგი რა! მინდა რომ ყველაფერს მალე მივუჩინო ადგილი, ისედაც სულ ორი კვირა დარჩა ქორწილამდე.

მამაკაცი მის წინ მდგომ საყვარელ ქალს უღიმის, თმებზე ნაზად ეფერება და წამიერ კოცნას უტოვებს შუბლზე.

-ვიცი რომ გეჩქარება ყველაფრის მოწყობა მაგრამ შენს თავზეც უნდა იფიქრო. - მზრუნველად დაჰყურებს.

ახალგაზრდა ქალი ყავისფერთმიანს უყურებს შემდეგ კი სახლიდან აგდებს.

-დაგაგვიანდება და მაგის გამო შენი უფროსი გვიანობამდე დაგტოვებს! - სიტყვის დასრულებისას ხმადაბლა ეცინება.

მამაკაცი ხელს უქნევს და მისი მანქანისკენ მიიმართება.

მალევე მანქანა ეზოდან გადის და სახლსაც შორდება, შინ დარჩენილი ახალგაზრდა კი გარემოს თვალს ავლებს და მისი საყვარელი სურათისთვის ადგილს ეძებს თან მისთვის ბუტბუტებს.

" აბა საყვარელო, სად ჩამოგკიდო? "

. . .

შავთმიანი მის მეგობრებთან ერთად ღამის ბარში ყოფილიყო სადაც მის სისტემას ალკოჰოლით ავსებდა.

მისი მძიმე სამუშაო გრაფიკის გადამკიდე იშვიათად ახერხებდა გონების დაკარგვამდე დალევას.

The Beginning Of The EndWhere stories live. Discover now