თავი 4

17 4 12
                                    


წაბლისფერთმიანი სამზარეულოში ცხელ შოკოლადს სვამდა პარალელურად კი მის ტელეფონში ქალბატონი ვონგის ნომერს ეძებს.

სასურველი კონტაკტის პოვნისას, ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანს მაგიდაზე ათავსებს შემდეგ კი ტელეფონს ყურთან იდებს.

მეორე მხრიდან უფროსი ქალბატონის გაკვირვებული ხმა ისმის.

" დეგრი, ძვირფასო, რამ გაგახსენა ჩემი თავი? ყველაფერი კარგად არის? "

" გამარჯობათ ქალბატონო ვონგ, დიახ გმადლობთ ყველაფერი კარგად არის მხოლოდ იმის კითხვა მსურდა თუ იცოდით ლუკასის შესახებ. " - კითხვას უსვამს რომელზეც პასუხი შესანიშნავად იცოდა.

" ვამჩნევ გაიგე რომ ლუკასი ავარიას გადაურჩა. " - ქალის ხმა წინანდელზე ოდნავ უფრო ცივია.

" დიახ, თანაც როგორ რომ გაიგოთ. " - რამდენიმე წამს ჩუმდება შემდეგ მისთვის ხმადლაბა იცინის და საუბარს აგრძელებს.-" მას მივწერე და პასუხი დამიბრუნა, გაოცებულმა მაშინვე დავრეკე და როდესაც მივაკითხე აღმოვაჩინე რომ არანაირი აზრი გააჩნია თუ ვინ ვარ, თქვენ კი სამი თვე მიმალავდით რომ ჩემი ძვირფასი საქმრო, უკაცრავად, ყოფილი საქმრო ცოცხალია. "

" დეგრი, როგორც თავად თქვი მას არ ახსოვხარ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ რომ ასე უკეთესი იქნებოდა, ვერც ლუკასი და ვერც შენ გაიგებდით ერთმანეთზე, შენს ცხოვრებას განაგრძობდი ჩემი ბიჭი კი მის ახალ ცხოვრებას ვინმე სხვასთან ერთად დაიწყებდა. "

" ვერ ვიჯერებ რასაც ამბობთ! როგორ ბედავთ სხვისი ცხოვრების გადაწყვეტას?! " - სიბრაზე ფარავდა წაბლისფერთმიანს, ვეღარაფერზე ფიქრობდა და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა.

" აჰჰ, რა აზრი აქვს თქვენთან საუბარს, ლუკას თქვენგან შორს ყოფნა სურდა, არც ახლა იქნება გამონაკლისი. იმის მიუხედავად რომ არაფერი ახსოვს თქვენ მაინც ისეთი კონტროლის მოყვარული ბრძანდებით, ბიჭს ისევ მოაბეზრებთ თავს. " - მაგიდაზე მდგომ ფინჯანს ხელს კიდებს, ოდნავ შეგრილებულ სითხეს წრუპავს და საუბარს აგრძელებს.

The Beginning Of The EndWhere stories live. Discover now