თავი 3

25 5 14
                                    


" რას გულისხმობ მას სხვა უყვარს? ბიჭი სულ ერთი თვეა რაც გონზე მოვიდა. " - იუნას ხმაში სიბრაზე ეტყობა.

" ლუკასმა მითხრა რომ გამოღვიძებისას ექთანი დახვდა რომელიც მასზე ზრუნავდა შემდეგ კი მის მინართ გრძნობები გაუჩნდა. " - დეგრი ბიჭის სიტყვებს იმეორებს.

" საერთოდ თუ ხვდები რა ხდება? ვინ არის ეგ ექთანი მანახეთ! უნდა ვანახო როგორ უნდა დანიშნული კაცის გრძნობებით თამაში რომელსაც ჩემი ფეხები ახსოვს! "

" იუნა დაწყნარდი, რა აზრი აქვს შენს გაბრაზებას? რაც არის არის ვერ დავაძალებ იმას რომ ხელახლა შემიყვაროს მაშინ როდესაც სხვა უყვარს. " - დეგრი მისი მეგობრის დაწყნარებას ცდილობდა როდესაც ყველაზე მეტად ეს მას სჭირდებოდა.

" არავითარ შემთხვევაში! ექიმს
უნდა გავესაუბრო. " - შავთმიანი სწრაფად დგება ფეხზე და იქამდე სცილდება გოგონას სანამ რამის თქმას მოასწრებს.

წაბლისფერთმიანი მარტო დარჩენის თანავე თავს იმის უფლებას აძლევს რომ ამდენი ხნის დაგროვებულ ცრემლებს გამოეღწიათ.

ვერ გაეგო თუ სად დაუშვა შეცდომა, რატომ ხდებოდა ასეთი რამ მის ცხოვრებაში.

ახლა წესით მის ქმართან ერთად სახლში უნდა ყოფილიყო.

" ვგონებ სჯობს თუ ტირილი გსურთ სადმე უფრო მყუდრო ადგილას წახვიდეთ სადაც ხალხი ყურებას არ დაგიწყებთ. " - გვერდიდან მამაკაცის ბოხი ხმა მოესმა.

წაბლისფერთმიანი მოულოდნელობისგან ოდნავ ხტება და გვერდით იხედება.

ხმის პატრონის დანახვისას მის შესწავლას იწყებს, შავთმიანი მამაკაცი საავადმყოფოს ტანსაცმელში ყოფილიყო გამოწყობილი ზემოდან კი ასევე შავი ფერის ქურთუკი მოერგო, ხელები გვერდით შემოეწყო და სახე მზისკენ მიეშვირა რომელიც დროის ამ პერიოდში იშვიათად გახლდათ ასეთი გამოსული.

" უკაცრავად? " - დეგრი დაბნეული კითხულობს.

" ამ მოსაწყენ და გაცრეცილ ადგილს არ სჭირდება კიდევ ერთი ადამიანი რომელიც თავს ტირილში იკლავს, ხალხი თქვენი დანახვისას თავს უფრო ცუდად იგრძნობს. " - შავთმიანი თვალებს ახელს და მის გვერდით მჯდომ მომცრო ფიგურას უყურებს.

The Beginning Of The EndWhere stories live. Discover now