თავი 5

26 4 8
                                    


" ასეთი რა მოხდა რომ ჩემი მოსვლა აუცილებელი იყო? " - ოფისში შესვლის თანავე წაბლისფერთმიანი მის გვერდით მორბენალ გოგოს ეკითხება.

" ქალბატონი ჩვე იყო მოსული და თქვენთან გასაუბრებას ითხოვდა და სხვასთან არავისთან. " - სწრაფად პასუხობს და აიპადში რაღაცეებს ამოწმებდა.

" ქალბატონ ჩვეს თავად გადავურეკავ და რომელიმე სხვა მომუშავეს გადავცემ მის საქმეს, უკვე სხვა პროექტი მაქვს რომელზეც უნდა ვიმუშავო და დროს ვერანაირად გამოვნახავ მისი სახლისთვის უკვე მეხუთედ დიზაინის მოფიქრებისთვის. " - თავი მისი მაგიდიდან არ აუწევია ისე ამბობს.

ელენა თავის დაქნევით ოფის ტოვებს და მის უფროს მარტო ტოვებს.

" აჰჰ, ახლა ვნახოთ რისი გაკეთება შემიძლია შენი დაბადებისდღისთვის. " - მისთვის იძახის და ხელში ფანქარს იმარჯვებს.

***

" მეგონა მეგობართან ერთად იყავი. " - შავთმიანი მისი დის მოპირდაპირედ იკავებს ადგილს.

" წასვლა მოუწია და ერთმანეთს ისევ ვერ შეგახვედრეთ. " - ამბობს და ლოყებს ბერავს.

" არაუშავს, სხვა დროს შეგიძლია შემახვედრო რომ გავიგო რატომ მტენი ასე ძალიან. " - სიცილით ამბობს ბიჭი და სახეს მის მარცხენა ხელზე აყრდნობს.

" მადლობა უნდა თქვა მან რომ ზედ შემოგხედოს. " - მშვიდად პასუხობს და კიდევ ერთ ლუკმას აკლებს ნამცვხარს. - " კარგი, რა გინდოდა? "

" შენი დაბადების დღე მოდის და მინდოდა მეკითხა რას აპირებ. "

" სახლში წვეულებას მოვაწყობ წვეულებას კი დეგრის ვანდობ. " - ღიმილით ამბობს და ბიჭს აშტერდება.

" ეს დღეები არ მეცლება პრინცესა ასე რომ ჭკვიანად იყავი. " - შავთმიანი ფეხზე დგება და გოგონას უღიმის.

" ამმ, კი რა თქმა უნდა. " - ცდილობს დამაჯერებლად თქვას.

" სახლში გნახავ. "

The Beginning Of The EndWhere stories live. Discover now