4

565 83 37
                                    

ჯიმინი გაკვირვებული და ცოტათი შეშინებულიც იყო მისი მოულოდნელი გათავისუფლების გამო, როგორც წესი მკვლელობაში ბრალდებულებს ასე უბრალოდ, მტკიცებულებების გარეშე არავინ უშვებს სახლში, მაგრამ ის სასწაულის იმედით აგრძელებდა ცხოვრებას. ცდილობდა მომხდარის დავიწყებას, მაგრამ როგორ შეეძლო იმ უმანკო სახის დავიწყება, რაც იმ ღამით ნახა. ღამით კოშმარებსაც კი ხედავდა. მკვლელის სახე, რომელიც უკანასკნელ მომენტში დაინახა მოსვენებას არ აძლევდა, მისმა ბოროტმა ჩაღიმებამ მშვიდი ძილი დაურღვია და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭს ცხოვრება დაუნგრია.

როგორ უნდოდა ყველაფერი დაევიწყებინა, ის წყეული ღამე მთლიანად ამოეშალა მეხსიერებიდან მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ეს საზარელი ღამე მისი კოშმარი და მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდა.

ის შეიცვალა, აღარ იყო ადრინდელივით მხიარული. აღარც დედასთან შეწინააღმდეგების თავი ჰქონდა, უბრალოდ მორჩილად უქნევდა თავს.

უკვე ბინდდებოდა, როდესაც ჯიმინი მაღაზიისკენ გაეშურა, უნდოდა სუფთა ჰაერიც ჩაესუნთქა რომელიც ძალიან აკლდა, მაგრამ დიდი ხნით გარეთ ყოფნას თავს არიდებდა, ეშინოდა კიდევ არ დაენახა მსგავსი რამ. რა თმა უნდა ამას დღისით არავინ გააკეთებდა მაგრამ შიში თავისას შვება.

პაკი მაღაზიიდან სავსე ხელებით გამოვიდა და წყნარ ქუჩას აუყვა, მისი გაფანტული გონება მობილურზე მოსული შეტყობინების ხმამ დაარღვია. ჯიმინმა სავსე პარკები ერთ ხელში მოითავსა, მეორეთი კი ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და დაფარული ნომრიდან შემოსული შეტყობინება გახსნა

 ჯიმინმა სავსე პარკები ერთ ხელში მოითავსა, მეორეთი კი ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და დაფარული ნომრიდან შემოსული შეტყობინება გახსნა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
სისხლიანი საკურა ✅Where stories live. Discover now