13

582 81 64
                                    

ჯონგუკი და ჰოსოკი იარაღის ხმის გაგონებისას დაპანიკდნენ. ჯონს თითქოს მთელმა განვლილმა ცხოვრებამ წინ ჩაურბინა, სწრაფად აირბინა კიბეებზე და რკინის კარი ხმაურიანად შეაღო. როდესაც მან ძირს სისხლიანი პაკი დაინახა სახეზე ადამიანური ფერი დაკარგა

-ჯიმინ!

დაიყვირა მან და მასთან მივარდა, მის თავთან დაიჩოქა და სისხლიან ჭრილობას მიაჩერდა. პაკი კერ კიდევ ცოცხალი იყო, მის ტუჩებზე ღიმილიც კი გაჩნდა

-სასწრაფო გამოიძახე სწრაფად!

დაუყვირა ჰოსოკს, რომელიც ჯერ კიდევ კართან გაქვავებული იდგა, ტელეფონი ხელების კანკალით ამოიღო ჯიბიდან და იქაურობა დატოვა

-ჯიმინ, არ დაიძინო გევედრები

ჯონმა მაისური გადაიძრო და მუცელზე ძლიერად დააჭირა ბიჭის ჭრილობას, ჯიმინმა ტკივილნარევი ხმით ამოიგმინა

-ნუ გეშინია, გადაგარჩენ გპირდები. ამჯერად აუცილებლად შევასრულებ პირობას

ჯონგუკმა ჯიმინის სხეული ხელებში მოიქცია, თავი მაღლა ააწევინა რადგან ბიჭი სისხლს ახველებდა

-ეს..ჩემი დას..ასრულია

ძლივს ამოიჩურჩულა ჯიმინმა. არ უნდოდა წასვლა, ჯერ არა

-ამას ნუ ამბობ, გითხარი რომ არ მოკვდები, არსად გაგიშვებ!

დაუყვირა პანიკაში მყოფმა ჯონმა და უფრო ძლიერად დააჭირა ჭრილობას უკვე საკმაოდ სველი მაისური

-მცივა

ამოიკნავლა პაკმა, სხეული სულ გაეყინა და კანკალი დაიწყო. ეს ალბათ სიკვდილის მოახლოების ნიშანი იყო

-მე, მე გაგათბობ

უჩირჩულა ჯონმა და ხელები ძლიერად მოხვია რომ ბიჭს მისი სხეულის სითბო შეეგრძნო.
ჯონგუკს უეცრად ის დღე გაახსენდა როცა მინას ცივი სხეული სწორედ ასე ჰყავდა გულში ჩაკრული, იმაზე ფიქრი რომ შეიძლებოდა ჯიმინი ხელებში ჩაკვდომოდა ჭკუიდან შლიდა.

სისხლიანი საკურა ✅Where stories live. Discover now