10

610 86 34
                                    

ჯიმინმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადადგა ნაბიჯი და ჰოსოკს პოლიციაში წაყვანა სთხოვა. მიუხედავად ყველაფრისა ჯონგუკთან მარტო დარჩენა ჯერ კიდევ აშინებდა. ჯონგუკმაც იცოდე ეს, ამიტომ თავისი სურვილი, რომ გაყოლოდა, ჩაკლა და გაჩუმდა.

ჰოსოკმა და ჯიმინმა სახლი დატოვეს და ჯონგუკი ისევ მარტო დარჩა უზარმაზარ სახლში. ადრე საითაც გაიხედავდა ყველგან, დედას, მამასა და დას ხედავდა, მაგრამ მათი წასვლით მის ცხოვრებაში შემზარავმა სიცარიელემ დაისადგურა. თითქოს სხვებისთვის ასეთი ფერადი სამყარო მისთვის ნაცრისფერი გახდა. რას არ მისცემდა რომ ისევ დაენახა ის სილამაზე რასაც სამყარო ასხივებდა, მაგრამ მან მხოლოდ სამყაროს ნაბოძი უბედურება იგემა და მისი სილამაზე შავმა ფერმა მოიცვა.

ჯონგუკი სავარძელში ჩაჯდა და მზერა ერთ წერტილს მიაპყრო, მის გონებაში მოგონებები გაცოცხლდნენ რამაც მის სახეზე დიდი ხნის გამქრალი ღიმილი გამოიწვია. რამდენადაც აბედნიერებდა მოგონებები, იმდენად დიდ ტკივილს აყენებდა მას.

თვალები დახუჭა, მის სახეზე კი ცრემლი ჩამოგორდა. ენატრებოდა თვალების დახუჭვა და დედის კალთაზე მშვიდად ძილი. ბავშვობა ენატრებოდა, რადგან მაშინ ჰყავდა ადამიანი, რომელიც კოშმარული სიზმრიდან გამოღვიძებულს გულში ჩაიკრავდა და დაამშვიდებდა, მაგრამ ახლა არავინ ჰყავს ვინც ბოლო დროს გაჩენილი კოშმარებისგან დაიხსნის.

მინას წასვლის შემდეგ მისი მშვიდი ღამეები გაქრა, მშობლების წასვლამ კი ყველაფერი კიდევ უფრო დაამძიმა.

ჯონგუკმა ვერ გაიაზრა რამდენი ხანი იჯდა სიწყნარეში, ფიქრებში გართული. ვერც კი შეამჩნია როგორ გაიღო კაბინეტის კარი და როგორ შევიდა ჰოსოკი, მას კი ჯიმინი მიყვა უკან

-ჯონგუკ?

დაუძახა ჰოსოკმა და ჯონმაც ერთ ადგილზე გაყინული თვალები დაახამხამა, მას შეხედა და როცა მიხვდა რომ თვალები ეწვოდა ძლიერად მოისრისა ისინი.

სისხლიანი საკურა ✅Where stories live. Discover now