ჯინმა შენ აგირჩია

864 105 146
                                    

Pov. ჯონგუკი

სახლის გზას მივუყვები, ხელში მიჭირავს ჩემი სიხარული და ვფიქრობდი თუ როგორ დამესაჯა ის. როგორც მამა, მე ძალიან ვნერვიულობდი მის გამო, რადგან მართლა ძნელია რომ გააერთიანო ბიზნესი და ბავშვთან გატარების დრო, როდესაც მარტოხელა მამა ხარ...

შევხედე ჩემ ბიჭს, როდესაც დავინახე რომ ხელში  ჩაეძინა, გამეღიმა. მე მიხარია, რომ ის კარგად არის, მაგრამ მართლა იპოვა იმ ბიჭმა თუ მისი წაყვანა უნდოდა თუ ფულის მოთხოვა?

რომ არ ვყოფილიყავი მსხვილი კომპანიის დირექტორი ამაზე არასოდეს გავიფიქრებდი...

ვერ შევამჩნიე როგორ მივედი სახლის ჭიშკრამდე და ფიქრებიდან დაცვას ხმამ გამომაფხიზლა.

- ჯეონ ჯონგუკ, შემოსვლას აპირებთ? უკვე სამი წუთია რაც თქვენთან დაკავშირებას ვცდილობთ- წყნარად ამბობდა დაცვა.

-ა.. კი, ბოდიში- შევედი და პირდაპირ სახლისკენ გავეშურე.

ჯინს აღარ ეძინა და მიყურებდა ნამძინარევი თვალებით. ასე უფრო გამიადვილდება მასთან საუბარი.

როდესაც გავიხადე ფეხსაცმელი და შვილსაც გავაძრე, ისევ ხელში ავიყვანე. მაგრამ გამებუტა, გაბრაზებული კი მე უნდა ვიყო.

-ლოყები რატომ გაბერე?- ვცდილობდი ნაზად მელაპარაკა, მაგრამ ცოტა უხეშად გამომივიდა.

-იმიტომ რომ, შენ ჩიმ~ი აწყენინე!- თქვა თუ არა კიდევ უფრო გაიბუსხა..

-ვინ არის ეგ შენი "ჩიმი" რომ ასე ძალიან იცავ მას? მე ვვეჭვიანობ, მე შენი მამა ვარ!- საპასუხოთ მეც ვითომ მეწყინა.

-ის ისეთი... ისეთი... კარგია! მან მე გადამარჩინა!- აღტაცებით ამბობდა ბიჭი.

-ანუ გადაგარჩინა... და როგორ?- ფრთხილად ვეკითხებოდი პატარა ომეგას.

-მან დამეხმარა შენს პოვნაში, - ჩუმად თქვა შვილიკომ- კიდევ ძალიამ მხიარულია- ღიმილით მპასუხობდა თითქოს იხსენებდა მომენტებს.

I choose him ☑Onde histórias criam vida. Descubra agora