თეთრი.

265 38 26
                                    


დილით გამოღვიძებული, პირველად მოღრუბლულ ცას ვუყურებ, აივნიდან გრილი ქარი ქრის და ფარდას არხევს. 

ხელს საწოლის გვერდით ვაცურებ.

ადგილი ცარიელია.

გაქრა?

მგონი ყველაფერი მე გამოვიგონე.

მკვდრებს არ შეუძლიათ ლაპარაკი, არც იმის ძალა შესწევთ შეგეხონ და გითხრან, რომ საშინლად მოენატრე. საწოლიდან ძლივს ვდგები, ტანი დამძიმებული მაქვს, სულივით. აივანზე გავდივარ და ჯერ კიდევ მძინარე ქალაქს ვუყურებ.

საიდან მოვიდა? ან სად წავიდა..

თითქოს მოჩვენებასავით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, თავი შემახსენა და გაქრა. ოთახში შევდივარ და ჩაბნელებულ სახლში ვიწყებ უმისამართოდ სიარულს.

ყავა და ცხელი აბაზანა იქნებ რამეში გამომადგეს.

ასეთი დაუძლურებული არასდროს ვყოფილვარ, მაშინაც კი როცა ჩემზე გაიმარჯვა. ეს სულ სხვა რამ ყოფილა. იმ პიროვნების კიდევ ერთხელ ხილვა, რომელიც მკვდარი გეგონა. არ ელოდები რომ კიდევ შეხვდები ამ დამპალ პლანეტაზე, მაგრამ პირიქით ხდება. ჯერ მის ნაბიჯებს ცნობ, მერე ირონიულ ღიმილს და საბოლოოდ ჩემთვის გამზადებულ 'გამარჯობას' რომელიც ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია.

სახლს საგულდაგულოდ ვათვალიერებ, არ მინდა სადმე უეცრად დამხვდეს. ყველაფერი ცარიელია, ბნელი და უსულო. ვმშვიდდები და დივანზე ვეშვები. ჯერ კიდევ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, ზეინის გამოჩენა გონებას მირევს, რამაც ჩემი გეგმების ჩაშლაც შესაძლოა გამოიწვიოს.  კარზე მსუბუქი კაკუნია. დილის შვიდი საათია, ამ დროს ვინ მოვა არტემისის კართან?

ნუთუ მალიკი დაბრუნდა? კარს ვუახლოვდები, ალექსია.

-ვამპირივით ფერმკრთალი ხარ, რამე მოხდა?- თვალებს ვიფშვნეტ და სახლში ალექსს ვატარებ.

-ბაო კონტაქტზე გამოვიდა.-

-ვაუ, მერე?-

-დროებით შენთან ვიქნები, არ მინდა დილიდან ბარის სიახლოვეს ვიყო.-

Run, Arthemis.Where stories live. Discover now