-შემოდით.- ისმის ნოის ხმა. კარს ნელა ვაღებ და მის კაბინეტში შევდივარ.
-არტემის, კარგია რომ მოხვედი. აუდიო სისტემა სრულიად განაახლეს.- ხელოვნურად იღიმის და თან ლეპტოპში იცქირება.
-ვიცი, მიხარია.- მეც ასეთივე ღიმილით ვპასუხობ.
-რამე მოხდა?- ცდილობს მისი აფორიაქება დამალოს, ამისთვის კი თვალს მარიდებს.
-არაფერი, უბრალოდ მინდოდა მეკითხა, ხომ არ გაგახსენდით?- კრთება. მისკენ ახლოს მივდივარ და მაგიდაზე ხელებს ვეყრდნობი. თვალებში ვაშტერდები რაც უფრო მეტად აბნევს.
-ვერა, ჯერ.- ცივად მპასუხობს.
-ძალიან ცუდი. როგორც ვხედავ ჩემი სიმღერა ძალიან მოგწონთ. არცერთი გამოსვლა არ გამოტოვეთ.- ვგრძნობ როგორ იძაბება ჰაერი ჩვენს ირგვლივ. ვგრძნობ რომ ნოიც მორიგი მსხვერპლია.
ჩემსკენ ძალიან ნელა, მაგრამ მაინც მარტივად ილტვის.
-კი, ძალიან კარგად მღერი.-
-მადლობა, ამას კომპლიმენტად მივიღებ.- თავს ვუკრავ და უფრო ახლოს მივიწევ მისკენ. ნეტავ იცოდეს, როგორ მაგონებს ვიღაცას. ამიტომაცაა რომ ვფიქრობ, ამ სიტუაციაში რაღაც მეტი იმალება. უფროსწორად, ამ კაცის უკან.
ერთ-ერთი ბარი როცა გადავწვი, ბარის მეპატრონეც დაიწვა. ნოი მას არაფრით ჰგავს, საზიზღარი კაცი იყო. ვითომ არავის არაფერს უშავებდა, მაგრამ მე პირადად გულს მირევდა.
ბარი ლუკმა გადაწვა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ეს ჩემი გულისთვის გააკეთა. როგორ მინდა აქვე გავიცინო, მაგრამ უადგილო იქნება.
ლუკი ციხეში ზის, გულკეთილი ბიჭი იყო, სამწუხაროა რომ მე შემხვდა. ფიქრობდა რომ ერთად ყოფნა შეგვეძლო. თავიდანვე გულუბრყვილო არ უნდა ჩნდებოდეს ადამიანი. არცერთ ლუკისნაირ ადამიანზე გული არ დამწყვეტია.
აღარც კი მახსოვს, სინანული ან დანაშაულის გრძნობა როგორია, ან საერთოდ ვიცოდი მაინც?
-დღეს რას შეასრულებ?- ისე მიყურებს, რომ კანი მეწვის.
-თუ გინდათ რამეს თქვენთვის შევასრულებ.- როგორც კი ვეუბნები კმაყოფილების შეგრძნება სახეზე ეხატება.
-მოხარული ვიქნები.- ფეხზე დგება, ხელს ხელზე მკიდებს და მისკენ მიმაჩოჩებს. ესეც ასე, მალე მახეში გაებმება.
-ჰოდა თუ ასეა, დღეს მხოლოდ შენთვის ვიმღერებ. არ დააგვიანო.- ვუღიმი და ნელა ვშორდები. ვგრძნობ მის ხელს, რომელიც წელისკენ ცურდება.
ვშორდები, თვალს ვუკრავ და კაბინეტიდან გავდივარ. ცივი ჰაერი მხვდება, როგორც კი დარბაზში გამოვედი ცინას უცნაური მზერა შევამჩნიე. კიბეებიდან ალექსი ჩამოდის და გაფაციცებით მაშტერდება. ვისკის ვსვამ და ვცდილობ არ გამეცინოს. ლეპტოპით ხელში, ბართან ჩემს გვერდითა სკამზე თავსდება.
წითელი კაპიუშონი აბურდულ თმას უფარავს.
-დაგვინახე, არა?- ხმადაბლა ვეკითხები.
-კი.-
-მერე?-
-არანორმალური ხარ.- ამჯერად ხმამაღლა ვიცინი.
-ჰო, ეგ ვიცი.-
-რა ჩაიფიქრე არტემის?- ეჭვისთვალით მიყურებს.
-ალექს, პატარა ბიჭი არ ხარ.. ვიცი რომ მასზე ყველაფერი იცი, მეც ვიცი რაღაცები, მაგრამ შენ წარმოუდგენლად დიდი ინფორმაცია გაქვს. არაფერს გთხოვ, არც ის მჭირდება ყველაფერი გავიგო მასზე, უბრალოდ რამდენიმე დეტალი ყველაფერს დააგვირგვინებდა.- გაოცებული მიყურებს, თითქოს ენა გაუქვავდაო.
-ვინ ხარ?- რამდენიმე წამის შემდეგ კითხვას სვამს და დაჟინებით მიყურებს.
ვინ ვარ?
წარმოდგენა არ მაქვს.
ალბათ მოწყენილი გაბოროტებული სული. ძალიან მაინტერესებს, ჯერ კიდევ რატომ ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემი ნახვის მომენტშივე ტვინს გამასხმევინებს. ნუთუ ჭკვიანი აღარავინ შემორჩა?
ვინც იყო, უკვე მკვდარია.
-მე არტემისი ვარ.- ხმადაბლა ვამბობ და თვალებში ვუყურებ.
-კარგი, რა მიზანი გაქვს?- თითებს ერთმანეთზე ნერვიულად ამოძრავებს.
ალექსი ახალგაზრდა, მაღალ აიქიუიანი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ბინძური, რადგან მისი გამოყენება ძალიან ბევრს შეუძლია.
-რამდენს გიხდის ნოი?- ვისკის ვიყურებ.
ბარის დახლზე ხუთ თითს დებს.
-რამდენია მისი შემოსავალი?-
-შარშანდელი მონაცემებით ორმოცდაცამეტი მილიონი.- ახლა ყველაფერი უფრო სასაცილო გახდა.
-რატომ მუშაობ მასთან?-
-სხვა გზა არ მაქვს, ფული ძალიან მჭირდება.-
-ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს გადიხარ ამ ბარიდან, ჯერ სახლში მიდიხარ, მერე კი ტბის გასწვრივ გხედავ, ვიღაც ეტლში მჯდარ ბიჭთან ერთად.-
-მითვალთვალებ?- ვამჩნევ როგორ აღელდა.
-არა, უბრალოდ შევამჩნიე. შენ ჩემი ინტერესის ობიექტი ნამდვილად არ ხარ.-
-ჩემი შეყვარებულია.- ახლა გასაგებია, აქედან რატომაც არ მიდის.
-ეს ფული არ გყოფნის, არა?-
-არა, ნახევარზე მეტს ბინაში და მედიკამენტებში ვხარჯავ. იმის საშუალება არ მაქვს, რომ ოპერაცია გავუკეთო.- ო ღმერთო, რა კეთილი არსება შეგიქმნია.
-ვიდეოკამერაში დაგვინახე არა?-
-ჰო, ძალიან ახლოს იდექით.-
-ნოი ნამდვილად არ ყოფილა ხელგაშლილი, ასე მუშაობით არაფერი გამოგივა.-
-ვიცი, ნუ დამიმატებ.- მგონი დროა, რაღაც მოვიმოქმედო.
-ალექს..-
-გისმენ?-
-იცი ვინ არის ნოის ცოლი?-
-კი.-
-შეგიძლია მითხრა?-
-ლი ბაო. მამამისი ერთ-ერთი უდიდესი მაფიოზია ჩინეთში და მგონი მსოფლიოშიც.- ახლა გასაგებია, საიდან აქვს ნოის ამდენი ფული.
როგორც ჩანს, ცოლის ოჯახს ემონება, რადგან ნებართვის გარეშე ამ ბარშიც კი წესიერად ვერ მოძრაობს. მისი ცოლი მანიპულატორია, მისი ქმრის ყურადღებას 24/7 ზე ითხოვს და ერთი თითის გატკანუცებით შეუძლია ნოის თავიდან მოშორება, მაგრამ არ გააკეთებს რადგან უყვარს.
რას გააკეთებს ეგოისტი, შეყვარებული ადამიანი თუ გაიგებს რომ უღალატეს?
გენიალურია არტემის.
ვიღიმი.
-რა გეგმა გაქვს?- მეკითხება ალექსი.
-თუ დამეხმარები, ძალიან ბევრ ფულს მიიღებ.-
-როგორ?-
-ვფიქრობ იცი, როგორც.- თვალებში ვუყურებ.
-არა..-
-ზუსტად.- წარბს ვწევ. -შენ კარგად იცი, მის ცოლს როგორ უნდა დაუკავშირდე. ვიდეოკამერებიდან ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ამოიღე, მის ცოლს ანონიმურად დაუკავშირდი და უთხარი, რომ მისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაქვს ნოიზე. უთხარი რომ ღალატობს, აქაური ქალების გამოსვლებს ესწრება და ყოველდღე სხვადასხვა ქალთან ერთობა.-
-გინდა რომ კასტრაცია გაუკეთონ?- მიცინის და ისე მიყურებს თითქოს გიჟი ვიყო. თუმცა, ვარ კიდეც.
-თვითონ არა, ლის ოჯახი გააკეთებს, შესაძლოა მაგაზე მეტსაც. გააჩნია, როგორ გაამწარებ მის მეუღლეს. მასეთი ინფორმაციის სანაცვლოდ ძალიან ბევრს გადაგიხდის, უთხარი რომ ნოის ამ თემაზე ჯერ არაფერი უთხრას, ვფიქრობ ყველაფერი ასე უკეთესად იქნება.-
-ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი არანორმალური თუ იქნებოდი.-
ალექს.. შენ რა იცი, მე ვინ ვარ. გულში ვამბობ, მერე ვიღიმი და მხარზე ხელს მოკავშირესავით ვუტყაპუნებ.
-მოიცა.. შენ ამ ყველაფერში რა სარგებელს ნახავ?- კარგი რა ალექს, ამის დროა? უაზრო შეკითხვა დასვა. მე უბრალოდ სანახაობით ვერთობი, ფული ფეხებზე მკიდია. მაგრამ სულ რომ ჭკუიდან არ გადავრიო, ჯობია საიდუმლოდ დავტოვო ის ფაქტი, რომ სხვა მიზნები მამოძრავებს და სპონტანური გადაწყვეტილებებით ვსაზრდოობ.
-ეს კი უკვე ჩემი საქმეა.- ნიშნისმოგებით ვუკრავ თვალს. დაბნეული მიყურებს, მაგრამ მერე გეგმას ხარშავს და თვალსაც მაცილებს.
-კარგი, შევთანხმდით.- ამბობს საბოლოოდ. ფეხზე დგება, ლეპტოპს იღებს და გარეთ გადის.
ბარი ჯერ-ჯერობით ცარიელია, ცინა ბარიდან გავიდა, ჯეიდა ჯერ კიდევ არ მოსულა, რაც იმას ნიშნავს რომ აქ მხოლოდ რამდენიმე დაცვა და ბელა იმყოფება.
საინტერესოა, რატომ არსად ჩანს ვარდისფერთმიანი ალქაჯი? მგონი თვალიდან გამომეპარა. ბარის კუთხეს ვშორდები, ჩანთას ხელში ვიღებ და გარეთ გასვლას ვაპირებ, როცა ნოის კაბინეტის კარი იღება და იქედან თმაგაჩეჩილი ბელა გამოდის. ტუჩსაცხი ნიკაპზე აქვს გათხაპნილი, დეკოლტე კი ჩვეულებრივზე უფრო ღია.
ჰო, არც გამიკვირდა, თუმცა ვფიქრობ უფრო კარგ ხასიათზე დამაყენა მისმა გამოჩენამ ამ მდგომარეობაში. შესანიშნავი სამხილი მომეცა, რომ ნოის ცოლს თვალი ავუხილო, თუ რა ნაგავი ქმარი ჰყავს.
ბელამ საქმე გამიმარტივა.
-არტემის? აქ რას ეძებ?- ირონიულად მიღიმის.
-ჩემი ბორდელის გახსნას ხომ არ ელოდები? კარგ ვაკანსიას შემოგთავაზებდი.- თმას ისწორებს, თითქოს ფეხებზე ჰკიდია რომ უკვე ვიცი, ნოისთან რა ჯანმრთელი ურთიერთობაც აქვს.
-გმადლობ ბელა შემოთავაზებისთვის, ვფიქრობ შენთვის უნდა შეინახო, თუმცა მგონი არც გჭირდება. როგორც ვხედავ, ისეც მშვენივრად ართმევ ამ პროფესიას თავს.- ვიცინი, გასასვლელ კარს ვაღებ და გარეთ გავდივარ.
აშკარაა რომ ვეზიზღები, მაგრამ მე მეცოდება.
სასწრაფოდ ალექსს უნდა დავუკავშირდე, შესანიშნავი ვიდეომასალა ჩაუვარდა ხელში, მან კი ამის შესახებ ჯერ არ იცის.
ბინის კარს ვაღებ და დივანზე მოწყვეტით ვეშვები. ახლა გასაგებია ერთი უბრალო მეძავი ქალი როგორ ხსნის ბორდელს. ნოი ფინანსურად ეხმარება. არმგონია, მათი ეს ბიზნეს-სასიყვარულო კავშირი დიდხანს გაგრძელდეს.
ნოი ცოტა სულელი კაცი მეგონა, მაგრამ სულ ასეც არ ყოფილა. კარგია!
სულელ ხალხთან თამაში ძალიან მოსაწყენია, საერთოდ არ მაქვს იმის შანსი რომ დავმარცხდე.
მართალია ამქვეყნად მოგებაზე მეტად არაფერი მინდა, მაგრამ რისკი და მისგან გამოწვეული ადრენალინი ერთი დიდი ნეტარებაა, რაზეც უარს არ ვიტყვი. იქნებ შემდეგი ადამიანები აღმოჩნდნენ საკმარისად ჭკვიანები, ვინ იცის?
სარკეში ვიყურები და არც კი ვიცი რა ვიგრძნო.
ალბათ კმაყოფილება? ყველაფერი ხომ იდეალურად მიდის. ეს ოთახი ნაცრისფერია, ეს ფერი კი მეზიზღება.
მე წითელი მიყვარს.
ნაცრისფერს არანაირი შეგრძნება არ მოაქვს, ზოგიერთ ფერზე მეცინება კიდეც, მაგრამ ამას საერთოდ არაფერი მოაქვს.
ცარიელია.
იმდენად შეჩვეული ვარ საკუთარ უემოციობას წლების განმავლობაში, რომ მაღიზიანებს როცა რაღაც უსიცოცხლოც მსგავს შეგრძნებას მიტოვებს.
მეზიზღება ნაცრისფერი.
მალიკის ოთახები ნაცრისფერი იყო. ისიც ნაცრისფერ მაისურებს ატარებდა.
ფეხზე ვდგები, მაცივრიდან კეჩუპი გამომაქვს და კედლებს ვასხამ.
-მეზიზღება ეს ფერი!-
-მ ე ზ ი ზ ღ ე ბ ა.
მომშორდი.- ხელები მიკანკალებს. წითელი სითხე ფარდებს და კედლებს ესხმება. ჯანდაბა, ბინის პატრონი გაგიჟდება.
თუმცა ვის ანაღვლებს.
მუხლებზე ვეცემი, აღელვებას ვგრძნობ.
ოთახიდან გავდივარ, როგორც ჩანს ჩახუთულ სივრცეს ცუდი შედეგები მოაქვს ჩემთვის. კიბეებზე ჩავრბივარ და გარე სივრცის ნაწილი ვხდები. უკვე საღამოვდება. ჰართფორდის ტბის ირგვლივ გაშენებულ პარკში ალექსს ვლანდავ, მის შეყვარებულთან ერთად. გეზს მათკენ ვიღებ.
როგორც კი ალექსი მამჩნევს, ცოტა უხერხულად იშმუშნება, თითქოს მისი შეყვარებულის გადამალვა უნდა.
-ჰეი.- ვეუბნები ალექსს და ხელს ჯიბეში ვიყოფ. მისი შეყვარებული ეტლში ზის და ღიმილით, ოდნავი გაკვირვებით მიმზერს.
-გამარჯობა?- ალექსი თვალით მანიშნებს, რომ აქედან გავქრე. რა სასაცილოდ გამოიყურება.
-ალექს? არ გამაცნობ შენს ბოიფრენდს?- ნიშნისმოგებით ვუყურებ.
-ჰო, რა თქმა უნდა. ჯეკ, გაიცანი ეს არტემისია, ჩემი მეგობარი.-
-სასიამოვნოა არტემის, რა ლამაზი სახელია.- ჯეკი თბილად მიღიმის.
-ჩემთვისაც, კარგია რომ შეგხვდი.-
-რამე მოხდა?- ალექსმა ეჭვისთვალით გამომხედა.-
-ისეთი არაფერი, თუ ბარში აპირებ წამოსვლას, კარგი იქნება თუ გამომყვები. რაღაც უნდა გითხრა.- ალექსი თვალით მანიშნებს რომ უნდა მოვკეტო.
-კარგი, დამელოდე, მალე მოვალ.- ალექსი ეტლს ჰკიდებს ხელს და ჯეკი საპირისპირო მხარეს მიჰყავს.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა არტემის!- ყვირის ჯეკი.
-ჩემთვისაც ჯეკ.- ხელს ვუქნევ, საპასუხოდ კი ალექსის არასასიამოვნო გამომეტყველებას ვიღებ.
რამდენიმე წუთი პარკში ვდგავარ,თითებს ერთმანეთს ვუხახუნებ. ცოტათი ცივა.
-წავედით.- მესმის ალექსის ხმა, რომელიც არც კი მიყურებს ისე მიიწევს ჩემს წინ.
-გაბრაზებული ჩანხარ.-
-არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ არ მინდა ჯეკს ისეთი წარმოდგენა დარჩეს, თითქოს რაღაც საქმეებს მისგან მალულად ვხლართავ.-
მართლა რა კეთილია.
-კარგი, მაშინ როცა ჯეკთან ერთად იქნები, აღარ მოგიახლოვდები.- ვიცინი.
-კარგი რისი თქმა გინდოდა?-
-ჰო.. ბელას და ნოის რომანი აქვთ.-
-ვაუ. მერე?-
-ო ალექს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჭკვიანი ხარ, შენს ტვინს ბოლომდე ვერ იყენებ.-
-რა?-
-ბელა ნოის კაბინეტიდან გამოვიდა, ხელში შესანიშნავი ვიდეომასალა გაქვს იმისთვის რომ ბაოს მიაწოდო.- თვალებგაფართოებული მიყურებს.
-არ ვარ დარწმუნებული რომ ამის გაკეთება შემიძლია. ნოი ამის გამო მომკლავს.- შეეშინდა? ჯანდაბა.
-ნოი შენამდე მოკვდება, ალექს.- ვიცინი.
-გიჟი ხარ, არა? რატომ გადამეკიდე..- ჩერდება და ჩემსკენ ტრიალდება.
-არა, რატომ.. ვერ ვხვდები რატომ უნდა იღებდე ასეთ დაბალ ხელფასს, როცა ნოის მთელ სისტემასთან ყოველდღიური წვდომა გაქვს. ამის გამოყენება შეგიძლია, ისევ შენი და ჯეკის სასიკეთოდ. ნოის საქმე ხელიდან წავა, ბელა მეორე ქუჩაზე ბორდელის შენებას შეწყვეტს. კეთილ საქმეს გააკეთებ.- ისევ ვიცინი. ალექსი ზედმეტად კეთილია იმისთვის, რომ ვუთხრა საფრთხე ბელას ვარდისფერ თავსაც დაემუქრება. მე მკიდია, მაგრამ მას არა. მე მასზე მანიპულირება უნდა მოვახდინო, რომ გზა გავიმარტივო.
ეს საქმე სულ სპონტანურად ავაწყე, ახლა კი მცირე დაბრკოლებების გამო დანებებას არ ვაპირებ. ალექსი ჯერ ისევ დაბნეული გამომეტყველებით მიყურებს, ვერ ხვდება რომელი გზა აირჩიოს.
-ამდენს რატომ ფიქრობ? გინდა რომ შენი შყვარებული სულ ეტლში იჯდეს?-
-რა თქმა უნდა არა.- მაშინვე მპასუხობს.
-მაშინ იმოქმედე და ასე სულელივით ნუ მაჩერდები.- ვუყვირი.
-კარგი, კარგი თანახმა ვარ, მაგრამ ერთი პირობით.- ჩერდება.
-გისმენ.-
-ჯეკმა ამის შესახებ არაფერი უნდა გაიგოს.-
-გასაგებია, პარტნიორო.- ცივად მიყურებს, აშკარაა რომ არ მენდობა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ჩემს გეგმას უნდა მიჰყვეს.
ცოტა ხანში ორივე ბარში შევდივართ. ალექსი მეორე სართულზე ადის, მე კი ბართან ვჯდები.
-სიბელმა დამირეკა, დღეს ვერ გამოვა, ავად არის.-
-რა მოუვიდა?- დახლისკენ ვიწევი და ჯეიდას ვუყურებ.
-არ ვიცი, არ უთქვამს.- ჯეიდას ზედმეტ სიტყვას ვერ გამოტყუებ. ასეთი ხალხი არ მომწონს.
-კარგი, ესეიგი დღეს მე ვიწყებ?-
-ჰო.-
-ერთი ქილა მომეცი.-
-ამის გარეშე სიმღერა არ გამოგდის?- ჭიქას მაგიდაზე დებს და თვალებში მაშტერდება.
-კი.- არაფერს მპასუხობს, ქილას დახლზე მიდებს და თავის საქმეს უბრუნდება. ბარი ხალხით გაივსო, როგორც ჩვეულებრივ.
ნოი კაბინეტიდან გამოდის და ვი-აი-პი სექტორში ჯდება. რა თქმა უნდა! ჩემს გამოსვლას ელოდება.
ვიღიმი.
საღამოსთვის ვემზადები, ბელა სიტყვას ასრულებს, მერე კი სცენაზე ავდივარ. ყველა ტაშს მიკრავს, ჰენრი ისევ და ისევ თავის ადგილზეა.
-საღამომშვიდობისა!- ვყვირი ღიმილით მიკროფონში, რასაც საზოგადოების შეძახილები მოჰყვება.
სიმღერა იწყება და მეც ვიწყებ.
ჰენრის და რამდენიმე ადამიანის დამშეულ თვალებს ვგრძნობ. ეს ხელს არასდროს მიშლიდა რაღაცის კარგად შესრულებაში. აშკარაა ყველას ძალიან მოსწონს, რასაც უსმენენ. მეც ზუსტად ეს მინდა, ვერავინ იფიქროს ჩემზე ცუდი. ვერ მიხვდნენ რომ წითელ, სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი მომღერალი გოგო სინამდვილეში პატარა მახინჯი ეშმაკია.
დარწმუნებული ვარ, რომ ეშმაკი ქალია - წითელში.
ნოის კმაყოფილ, მომღიმარ მზერას ვაფიქსირებ. მეც ხომ ზუსტად ასე მაწყობს. მეორე სართულის კიბეებზე ალექსი დგას, აშკარაა ვიდეომასალით არ აღფრთოვანებულა. ნამდვილად არაა გეისთვის სასიამოვნო სხვა, სთრეით წყვილის პირადული ვიდეოების ყურება.
გაშლილ ხელს ყელზე ისვამს და ამით მანიშნებს, რომ ნოი ამ საქმეში მკვდარია.
ახლა უფრო ვიღიმი, უფრო მონდომებით ვმღერი და მთელი დარბაზიც ამას გრძნობს.
ამ მომენტში მე იდეალური ვარ!
ვერაფერი შეედრება ამ გრძნობას, როცა ადამიანები ჩემი მითითებებით მოქმედებენ.
სიმღერა დასასრულს უახლოვდება, რა სამწუხაროა..
სადაცაა ლოყები სასიამოვნო ღიმილმა გამიხიოს, რომ რაღაც სუნს ვგრძნობ. ეს სურნელი ჩემს ნესტოებს ედება, მერე ტვინს, მერე ძარღვებს, ფიქრის უნარს მართმევს. კონცენტრაციას მაშინვე მიფანტავს.
სოციოპათიის მინუსებში ის შედის, რომ რაღაც მძაფრ სურნელს ან რაიმე ობიექტს მხედველობაში შეუძლია მაშინვე წაგართვას კონცენტრაციის უნარი. კიდევ კარგი სიმღერა მთავრდება.
ამ სურნელს სულ რამდენიმე წამი ვგრძნობ, მერე კი ქრება.
მაგიჟებს.
არ შეიძლება, ასე არ გამოვა.
ერთხელ ტაო მაყრის, გულმკერდში რაღაც ძლიერად მაწვება.
სიმძიმეს ვგრძნობ.
რატომ მოქმედებს ასე ძალიან ჩემს ფსიქიკაზე?
ყველა ფუნქციას მირღვევს.
ვგიჟდები..
ვინ იყენებს ზეინ მალიკის სუნამოს?!
ვინ ჯანდაბას ასხია! სცენიდან ჩამოვრბივარ, გასახდელ ოთახში შევდივარ და კონცენტრაციის აღსადგენად სარკესთან დადებულ ნივთებს ერთი ხელის მოსმით ძირს ვყრი.
ვკივი.
სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ, საშინლად გამოვიყურები.
-არტემის? კარი გააღე!- ალექსი კარებთან ღრიალებს.
სარკეს ვამსხვრევ, როგორც კი ჩემი გამოსახულება სარკეში ქრება, ვმშვიდდები და კარს ვაღებ.
-კარგად ხარ?- შეშინებული სახე აქვს.
-კი.- ისე ვპასუხობ თითქოს არაფერი მომხდარა.
-სცენიდან გიჟივით გამოვარდი, რა დაგემართა?-
-არაფერი ალექს, გითხარი რომ არაფერი.- ალექსს კარებიდან ვწევ და ხმაურიან დარბაზში გავდივარ. თვალები მტკივა.
ცუდად ვხედავ.
კიდევ ერთხელ რომ ვიგრძნო ეს სურნელი, ჭკუიდან გადავალ. აუცილებლად მოვკლავ ვინმეს.
ბრბოში ჩემი ამღვრეული მხედველობა ვიღაცას ეძებს.
ეს არა, არც ის.
გასასვლელში სხეულს ვლანდავ, რომელიც ძალიან მეცნობა. ჩემგან ზურგით დგას. მაშინვე სპონტანურად მივიწევ მისკენ, ვერაფერზე ვფიქრობ, სანამ ბარიდან გავა უნდა მივიდე.
გავრბივარ, მუხლები მეკვეთება.
მინდა რომ ხმამაღლა გავიცინო, არ ვიცი რა ჯანდაბა მიხარია.
მხარზე ხელს ვკიდებ და ვატრიალებ.
არა.
ეს ის თვალები არაა.
უკან ვიხევ, რომ ამ უცხო პიროვნებას თავი ავარიდო.
ზეინ მალიკი მკვდარია არტემის.
დამარცხდი,
შეეგუე.