უკვე ერთი კვირა გავიდა და ხვალ სვანეთში ვაწვებით ბავშვები.ავტობუსის დაქირავებას გადავწყვიტეთ მინივენი ვიქირავოთ და ჩვენით ჩავიდეთ და ჩვენით ჩამოვიდეთ.წამსვლელები ანიტა, ვატო, იოანე, თამჩო, კესო, ალექსანდრე, ირაკლი და მე ვართ.ბიჭებიდან მანქანის მართვა ყველამ იცის და მხოლოდ ერთს არ მოუწევს ამხელა გზაზე წასვლა.თამჩომ და კესომ დარჩენის ამბები მოაგვარეს.ერთ-ერთი გავლენიანი სასტუმრო იყო ცენტრში.სიმართლე გითხრათ სასტუმროში დარჩენის იდეა სულაც არ მხიბლავდა, მერჩივნა რომელიმე ოჯახურ სასტუმროში შევსულიყავი და ოჯახში გამომცხვარი კუბდარი მეჭამა.სვანეთი საოცრებაა, მარტოც დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი მაგრამ როგორც ამბობენ მეგობრებთან ერთად გართობა და ცეკვა მაგარიაო... ჩემი პოზიციაც გამოვხატე სვანეთზე თუმცა ''ძერსკებმა'' სასტუმროს გარდა არსად არ დავრჩებითო... ნუ რა გზა იყო სხვა. საბოლოოდ სასტუმრო გადაწყდა...
ბავშვები შევიკრიბეთ, სამ რიადად იყო სავარძლები ჩამწკრივებულები სულ უკან ვატო ანიტა და ალექსანდრე დაჯდნენ, მეორე რიადზე ირაკლი კესო და თამჩო, წინ კი იოანე და მე. თავიდან უკან ვაპირებდი ჩემ იკაკოსთან დაჯდომას მარა წინ გამაგდეს.თამჩოს უკმაყოფილო სახე ჰქონდა და ცხვირაბზუებული გამოგვხედავდა ხოლმე. დავიძარით სვანეთისკენ...
-აუუ ეს შეყვარებული წყვილი რატო შემომტენეთ ახლა ამათ სიყვარულობანას უნდა ვუყურო??-დაიწუწუნა ალექსანდრემ, რაზეც თავში წამორტყმა მიიღო ანიტასგან.
-მოკეტეე რაა... ჩვენით მაინც დატკბით აბა ყველა მარტოსულები ხართ, მაგალითი ჰო უნდა მოგცეთ ვინმემ
-აუუუუ ისეე გაბბბ, შეეენნ არრ გყააავს არაავინნ??-ენას ამოვწიწკნი, თამჩომ კითხვა დამისვა, მეც იოანეს გავხედე რომელიც წარბშეკრული ინტერესიანი მზერით მიმზერდა, ეტყობა მასაც აინტერესებდა...
-კი ყავს, უბრალოდ ჯერ ისვენებენ-ჩემს მაგივრად ანიტამ უპასუხა ისიც თვალებატრიალებით
YOU ARE READING
აღიარება
Storie d'amoreვერასდროს გავიგებთ ცხოვრება რას გვიმზადებს, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე.ერთმა მოულოდნელმა კოცნამ, შეიძლება ყველაფერი შეცვალოს...ერთი უბრალო თინეიჯერის, გაბრიელა გაფრინდაშვილის ცხოვრებაც კი.