ცოტნე და მია ერთმანეთს დიდხასნ უყურებდნენ თვალებში და ჯიუტად არცერთი არ არიდებდა მზერას, მიას გულმა გამალებით დაუწყო ცემა როცა ბიჭმა მკლავზე წაავლო ხელი და მანქანისაკენ წაიყვანა-ხელი გამიშვი-დაუღრინა გოგონამ და მკლავის დახსნა სცადა
-დაჯექი-ცოტნემ კარი გააღი და ამღვვრეული თვალებით მიაჩერდა გაბრაზებულ გოგონას
-შენს მანქანაში არ ჩავჯდები-მია გაჯიუტდა
-ან შენი ნებით ჩაჯდები ან ძალით ჩაგტენი-უთხრ მკაცრი ტონიათ
-ტაქსით წავალ, არ მჭირდება შენი წაყვანა-მია არ ნებდებოდა
-ტაქსით ვერ გაგიშვებ, ათასი გიჟი და გადარეული დადის ქუჩაში-უთხრა დამცინავი ტონით
-არ მგონია შენზე არანორმალური კიდევ დადიოდეს
-დაჯექი თორემ ვერსად ვერ წახვალ-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და როცა გაცეცხლებული მია დაჯდა კარი მიუჯახუნა, საჭეს მიუჯდა და გიჟივით გააქანა მანქანა. კარგახანს ხმას არცერთი არ იღებდა, დროდადრო ცოტნე მიასკენ აპარებდა თვალს, რომელსაც აშკარად დაეტყო სახეზე შიში, ცოტნეს გაეღიმა და უფრო მოუმატა სიჩქარეს
-ატყობ რომ გიჟივით დადიხარ?-მიამ ვეღარ გაუძლო და ამოიბლუდუნა თან მას მიაბჯინა შავი თვალები
-გეშინია?-ცოტნეს ტონმა მია გააღიზიანა
-შენთან ერთად სიკვდილი ნამდვილად არ მინდა
-მე უარს არ ვიტყოდი შენთანერთად არაფერზე, სიკვდილზეც კი-ცოტნემ შეანათა ცისფერი უძირო თვალები მიას რომელმაც წამში მზერა აარიდა
-ეჭვი მეპარება-ამოიბლუდუნა მიამ და ახლა გაახსენდა რომ მისამართი არ უთქვია -მე ხიზანიშვილის. . .
-ვიცი სადაც ცხოვრობ-სიტყვა არ დაამთავრებინა ცოტნემ
-საიდან იცი?-გაცეცხლდა მია
-ვიცი-ცოტნეს არ შეუხედია ისე უთხრა. მია უარესად გაღიზიანდა და ხმა აღარ ამოუღია, როცა კორპუს მოუახლოვდნენ მიამ სთხოვა ოდნავ მოსორებით გაეჩერებინა -აქ რატომ მაჩერებინებ?-ცოტნემ შეანათა ცისფერი თვალები და სიჩქარეს უკლო
![](https://img.wattpad.com/cover/256812989-288-k912103.jpg)