თავი 10

647 25 0
                                    


მია ცრემლებად იღვრებოდა და ხმას ვერ იღებდა, კახასმიერ დასმულ არცერთ კითხვაზე პასუხი არ ქონდა არც მას და არც მაკას რომელიც ერთადგილზე მიყინულივით იდგა
-დედა-დაუყვირა გაცეცხლებულმა ბიჭმა ქალს
-კახა-მია ძმას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -უფლება არ გაქვს... დედას ნუ უყვირი
-მართლა?-დაუღრიალა დას კახამ -თქვენ გააქვთ უფლება რომ დამიმალოთ ანას მდგომარეობა? გააქვთ უფლება მითხრათ ამდენი ტყუილი მაშინ როცა ჩემი და სიკვდილს ებრძვის? მიპასუხე-თავზე წამოადგა მიას და ბოლო ხმაზე უღრიალა თვალევრემლიან გოგონას-თვალებში მიყურებდით და მატყუებდით, თითოეული თქვენი სიტყვა ტყუილი იყო, ყველაფერს მატყუებდით -ყვიროდა კახა
-გეყოფა-მია ვეღარ უძლებდა ამდენ
ემოციას -არ გვინდოდა გენერვიულა, ამ ტკივილისთვის ვერ გაგიმეტეთ ციხის კედლებში... ვერ ხვდები ეს რატომ ჩავიდინეთ? შენს გამო
-წადით და არცერთი აღარ მოხვიდეთ აქ! თქვენი დანახვაც კი არ მინდა-დაუყვირა ყურთან ახლოს მიას და ზურგი აქცია
-კახა!-ხმა ამოიღო მაკამ და ყველა ადგილზე გააქვავა, ბიჭი ადგილზე გაშეშდა და დედასკენ მიბრუნება ვერ შეძლო, ძალა არ ეყო -ჩემი ერთი ნაწილი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის... მეორე აქ ამ ცივ კედლებში იყინება... მესამე კი ხელებში მადნება... -მაკას ხმა ჩაუწყდა... ცრემლები მოაწვა მაგრამ მაინც შეიკავა თავი და განაგრძო კარგახნის დუმილის მერე -ჩუმად იმიტომ ვიყავი რომ არშემეძლო მეთქვა შენთვის ის, რამაც მეც და მიასაც ცხოვრება დაგვიმახინჯა, სული მოგვიშხამა და სიცოცხლის თითოეული დღე გაგვიმწარა, იმიტომ რომ შენთვის, აქ, ციხეში... ზედმეტად ბევრი ტვირთი იქნებოდა ეს ტკივილი...
-დედა-კახა შეტრიალდა, დედას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -უფლება მაქვს ვიცოდე რახდება ჩვენს ოჯახში... ციხის ცივ კედლებში თუ მის მიღმა მე უფლება მაქვა ვიცოდე რახდება ჩვენს ოჯახში... ასე აღარასოდეს მომექცეთ... ნუ მიფრთხილდებით, ყველა ტკივილი ერთად უნდა გადავიტანოთ... როგორც მაშინ როცა მამა წაგვგლიჯა ხელიდან სიკვდილმა!-კახა შეტრიალდა და გავიდა კაბინეტიდან. მაკას ცრემლები გადმოსცვივდ
-დამშვიდდით, დაწყნარდება და გაგიგებთ
-ვიცი არ მაპატიებს -ამოიტირა მაკამ და დათოს მიაჩერდა
-ნუ ღელავთ გადაუვლის -ჩაერია ციხის უფროსი
-მადლობა რომ უფლება მოგვეცით ერთმანეთი გვენახა -შეხედა სათვიან კაცს მიამ
-ისე გაგიჟდა გვეგონა ჭკუიდა გადავიდა-კაცმა მიას შეხედა -საშინლად განიცადა დის მდგომარეობა, იძულებულები გავხდით რომ შეხვედრის უფლება მიგვეცა.
მაკა საავადმყოფოში სახეწაშლილი დაბრუნდა
-ძალიან გაგიბრაზდა?-მანანა შვილს ჩაეხუტა
-არვიცი მაპატიებს თუარა-ამოისლუკუნა მაკამ
-გაპატიებს გადაუვლის ნუ ღელავ
-ანა როგორაა? მიკითხა რომ წავედი?
-არა ისევ ძინავს-მანანას ცრემლები მოაწვა -ექიმმა თქვა რომ ხვალ იქნება გერმანიიდან ანალიზის პასუხები-ხმა ჩაუწყდა ქალს მაკას შემხედვარეს
-ხვაალ?-მაკამ დაიჩურჩულა და კვლავ ცრემლები მოაწვა
-თურქეთიდან კი ზეგ მოვა პასუხებიო
-დედა ძალიან მეშინი
-ნუ გეშინია აი ნახავ ყველაფერი კარგად
იქნება-თავადაც არ სჯეროდა ნათქვამი სიტყვების მანანას მაგრამ ვალდები იყო შევილი გაემხნევებინა და დაემშვიდებინა.
მია სახლში დაბრუნდა, მაკას თხოვნით და სახლის დალაგება განაგრძო, რომელიც ზედმეტად პატარა, გასამართი და ძველი იყო, არიცოდა რა და როგორ დაელაგებინა იმის მიუხედავად რომ ავეჯი ფაქტიურად აღარ ქონდათ, ძალიან აყვა ნერვებს და ბოლოს ყველაფერი მიყარმოყარა და ატირდა, ვერ ხვდებოდ ისეთი რა დააშავეს რომ ცხოვრებამ ასე გაწირა... ასე გაიმეტა ოთხივე... ჯერ მამის ტანჯვას უყურეს მთელი წელი და მერე ნახეს როგორ წვალებით მოკვდა, როგორ ეწამა... ახლა ანა, ფაქტიურად იგივეს გადატანა უწევდათ, იმ განსხვავებით რომ ანასთვის ოპერაციის გაკეთებას რაღაც აზრი მაინც ქონდა მამამისისგან განსხვავებით... კახა ციხეში... გაყიდული სახლი დაკარგული მოგონებები და ისიც კიარ იციან ანას ან კახას გადარჩენას თუ შეძლებენ საერთოდ... მია ცრემლებად დაიღვარა, სული ეწვიდა... საკუთარი თავი ეზიზღწბოდა რომ ასეთი უძლური და უსუსური იყო ამ ყველაფრის წინაშე. ყველაფერი ეზიზღებოდა ირგვლივ რადგან მხოლოდ ტკივილს აყენებდა ეს ყველაფერი მას... უკიდურეს ენით აღუწერელ ტკივილს რომლის გაყუჩება არაფრით შეეძლო, მთელი სხულით აცახცახდა ბოლოს და უკიდურეს სასოწარკვეთაში ჩავარდნილი გონს ტელეფონის ხმამ მოიყვანა რომელიც გაუჩერებლად რეკავდა, მია ფეხზე წამოდგა და ტელეფონის ძებნა დაიწყო არეულ სახლში, ვერ იპოვა და შეეშვა თუმცა კვლავ რომ დარეკა ისევ ძებნა განაგრძო და წასოლზე დაყრილ ტანსაცმელს შორის იპოვა და სწრაფად უპასუხა
-მია?
-მე ვარ ნინი-მაქსიმალურად ცდილობდა ნამტირალევი ხმა არ შეემჩნია ნინის
-მია შენი დახმარება მჭირდება
-რამე მოხდა?-დაიძაბა მია
-მია გთხოვ მისამართს მოგწერ და მოდი კარგი?
-რახდება?
-მია ხომ იცი ხვალ ფრანგებს უნდა შევხვდე და მოკლეთ ხომ მოვამზადეთ მათი რესტორნისთვის ინტერიერის დიზაინი და წამეშალა ლეპტოპში
-რაა?-შეიცხადა მიამ
-ხო არვიცი რანაირად, მზად მქონდა და ხვალ უნდა მეჩვენებინა, ძალიან გთხოვ მოდი რა და დამეხმარე მახსოვს დაახლოებით რაც გვქონდა არჩეული ფერები, ავეჯი, დიზაინი, მაგრამ შენც გადახედე რომ დავამუშავებ თან დამეხმარე, ყველა დეტალი არ მახსოვს ზუსტად
-კარგი ნინი კარგი მოვალ, მისამართი მომწერე
-არ რა კარგი გოგო ხარ, თათიამ და ლეკამ არცკი მიპასუხეს
-იციან საქმის გარდა სხვა თემაზე არ დაურეკავდი
-ხო ხატიამ საერთოდ გამორთო, მარტო შენ დამრჩი
-მოვალ არ ინერვიულო
-მადლობა-ნინიმ გაუთიშა და მისამართი მისწერა.
მიას გაუხარდა კიდეც რომ სახლიდან გასვლა მოუწია, სძულდა ეს საშინელი სახლი თავისი მწუხარებითა და ტკივილით სავსე... თმა გაიშალა, ხელში რაც მოხვდა ის კაბა ჩაიცვა და კედები, ჩანთა აიღო და ისე გავიდა სახლიდან კარიც არ დაუკეტია, იცოდა ამ სახლში არავინ შევიდოდა და თუ შევიდოდა ვერაფერს მოიპარავდა რადგან აღარაფერი ღირებული არ გააჩნდათ. მიას ძალიან გაუკვირდა როცა ნინიმ სხვა მისამართი გამოუგზავნა გადაურეკა მაგრამ ნინიმ არ უპასუხა, ისევ დაურეკა მაგრამ არც ამჯერად უპასუხა
,, მია აქ მოდი ამ მისამართზე, რაღაც ჭირს და ვერ გპასუხობ" მოსწერა ნინიმ, მიას გაუკვირდა მაგრამ ტაქსისი მძღოლს ახალ მისამართზე წასვლა სთხოვა ,, კაფეა და მოდი, მიმტანი მოგაცილებს ჩემთან, ძაან ბევრი საქმე მაქ, ვიკაც მოვიდა" ისევ მოწერა და მიას ეჭვი აღარ გასჩენია. კაფეში რო. შევიდა ახალგაზრდა მიმტანი ბიჭი მიუახლოვდა და გაუღიმა
-მია ხომ?
-დიახ-მია გაკვირვებული მიაჩერდა მომღიმარ მიმტანს
-აქეთ წამობრძანდით-ბიჭი წინ წავიდა, მიაც
მიყვა-ქალბატონ ნინიმ გვთხოვა -აუხსნა მიას და კაფედან გაიყვანა ეზო გაიარეს და ცალკე კუპესთან მიიყვანა კარი გაუღო -გთხოვთ-მია ინსტიქტურად შევიდა ღია კარში ცოტა არ იყოს და დაბნეული იყო,
და კარს არ აშორებდა თვალს რომელიც მიმტანმა ბიჭმა გაიხურა და აორთქლდა,მიამ მიიხედ-მოიხედა მაგრამ ვერაფერი გაარჩია კუპეში ისეთი სუსტი განათება იყო რომ არაფერი ჩანდა ფაქტიურად მითუმეტეს გარედან შემოსულისთვის თუმცა ნელნელა თვალი მიეჩვია და გაარჩია მაგიდა,სავარძლები და ვიღაცის სილუეტი რომელიც ფეხზე ადგა და მიუახლოვდა, მია მიხვდა რომ აქ ნინი არ იყო არც სხვა რომელიმე თანამშრომელი და ეს მოწყობილი იყო, ასეთ რამეს კი მხოლოდ ერთი ადამიანი გააკეთებდა და სწორედ ამ ფიქრში იყო რომ შუქი აინთო, მიას თვალი მოჭრა უხვმა სინათლემ და რამდენიმე წამის განმავლობაში დახუჭა, რომ გაახილა ადგილზე გაიყინა, უცნაური გრძნობა დაეუფლა
-სიუპრიზი-ცოტნეს ხმამ გაკვეთა დამძიმებული ჰაერი, მიამ ზიზღით შეანათა ამღვრეული თვალები მის ცისფერ სფეროებს, ცოტნემ იგრძნო ეს ზიზღი და გაღიზიანდა, მაგიდაზე მიყრდნობილი ბიჭი

✅გაყიდული ღირსება✅حيث تعيش القصص. اكتشف الآن