ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჯონგუკს და თეჰიონს სექსუალური კავშირი ჰქონდათ. ამ ხნის განმავლობაშიც, ბევრჯერ გაუკეთებიათ, თითქმის ყოველ ღამე, დილით, აბაზანაში, ოთახში თუ იატაკზე.
უკვე სეულში ჩასულიყვნენ. ჯეონს ახარებდა ის ფაქტი, რომ შეეძლო მეგობრის ნახვა.სარკის წინ მომზადებულმა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი, თავის ანარეკლს, ბარგს დაავლო ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა, რა დროსაც კარი გაიღო და ზღურბლზე კიმი გამოჩნდა.
- უკვე მიდიხარ? - ნაღვლიანად ამოიჩურჩულა მამაკაცმა.
- კი, მივდივარ, - უემოციოდ წარმოთქვა ბიჭმა.
თეჰიონს მხარი გაჰკრა და გზა განაგრძნო, თუმცა იგრძნო მაჯაზე მოჭერილი ხელი და შეჩერდა.- ჯონგუკ, თვალებში შემომხედე, - სახე ხელებში მოიქცია, დაჟინებით ჩააშტერდა ბავშვურ თვალებში. - ახლა კი გამიმეორე, რაც გუშინ მითხარი, ასე დავრწმუნდები მხოლოდ. - როგორ არ უნდოდა გაეშვა, ნეტა არ წასულიყო, ნეტა ეთქვა, თუ როგორ უყვარდა მასაც, ისე ძლიერ, როგორც თავად შეეძლო ჰყვარებოდა.
ჯონგუკმა ძლიერად გადაყლაპა მერწყვი.
მთელს სხეულში გრძნობდა სიმხურვალეს.
თითქოს რაღაც აკავებდა.
მაგრამ ძალა მოიკრიბა და ღრმად ამოისუნთქა:- მე არ მიყვარხარ კიმ თეჰიონ.
მამაკაცისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ხელები ძირს დაუშვა, სხეული წინ მიატრიალა და გაიგონა, როგორ მიიკეტა კარი, ზურგს უკან.
კედელთან ჩაცურდა უფროსი.
ასეთუ უსუსური და უმწეო არასდროს ყოფილა.
ის შეუყვარდა, ძლიერ შეუყვარდა და ახლა რა იქნებოდა?
ნუთუ პატარაზე მაინც არ მოსწონებია ჯეონს?
იმედი მაინც ჰქონდა რაღაცის.ჯონგუკი გაჭირვებით მოშორდა კარს.
ლიფტში მოთავსდა.
პირველ სართულზე ჩასვლისას, შენობას გასცილდა, თუ არა ღრმად შეისუნთქა ჰაერი.- ჯონგუკ, როგორ ხარ? - ვერც კი გააცნობიერა, ფიქრებში დაკარგულიყო ბიჭი, იგრძნო როგორ მოეხვია მეგობარი.
YOU ARE READING
Do Not Judge Me Because Of Love You || Taekook
Fanfictionწაბლისფერთმიანი სწრაფად მოსცილდა სხეულს, წამიერად შეავლო თვალი და გასასვლელისკენ დაიძრა, თუმცა შავთმიანმა კედელზე ააკრო სხეული და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა, მანამ სანამ ბიჭი ერთ ადგილას არ გაიყინა მოსმენილისგან. უფროსმა გარკვევით წარმოთქვა ბიჭის...