AmellieMC feat. Mall0ra
ლექსებში მონაწილეობა მიიღო მალორამ 💜
___________________ყველაფერი ზამთრის ქარიშხლიან საღამოს დაიწყო. მაშინ, როცა სიცივისგან გაყინული ვირთხები ჯონგუკის სხვენს აფარებდნენ თავს. მოწყენილობისგან გასაქცევად მზად იყო სათითაოდ დაეგო მახე ყველა ვირთხისთვის და იმედი ჰქონდა, რომ სხვენში ამაზე მეტად საინტერესო გასართობიც ელოდა. ძველი ნივთების მიმართ ინტერესი ყოველთვის გააჩნდა, თუმცა აქამდე არასდროს ჰქონია შესაძლებლობა წარსულის გადმონაშთები აწმყოში გადმოეტანა.
ბიჭის ცნობისმოყვარეობა სხეულში აღარ ეტეოდა, როცა ფეხებმა ჩაკეტილ და მტვრიან ადგილამდე მიიყვანა. კარის გაღებისთანავე დაივიწყა ვირთხები და მისი ყურადღება მთლიანად სხვენის იდუმალებაში გადაეშვა. იმ მომენტის შემდეგ ჯონგუკი სხვენიდან თითქმის აღარ გამოდიოდა. მოსწონდა წარსულში ქექვა, მათი უკეთ შეცნობა და იმ მოგონებების წარმოდგენა, რომლებიც მფლობელებს ნივთების მიმართ გააჩნდათ. თხელი ტუჩებით უბერავდა სულს და წარსულის ნაკვალევს ნატიფი თითებით წმენდდა, რათა მათთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინა.
* * *
სახლი საუკუნეებს ითვლის, თუმცა ჯონგუკს შეუძლია ცალ ხელზე დაითვალოს ის დღეები, როცა ამ ადგილს წარსულში სტუმრობდა. დიდმა ბებიამ იმ ასაკს მიაღწია, რომ საკუთარი თავის მოვლაც კი, უჭირს და მისმა შვილმაც არ ისურვა მისი მარტო დატოვება. და აი, ასე, ამ მომენტიდან ჯონგუკს წასასვლელი არსად ჰქონდა. ყოველ წელს, ზამთარსა თუ ზაფხულში მოწყენილობისგან ტანჯვა ელოდა, რადგან მიყრუებულ, უძველეს სოფელში გასართობი მხოლოდ წიგნები და ბაღის მოვლა იყო. თოთხმეტი წლის ბიჭს ძარღვებში სისხლი უდუღდა და ამგვარი გართობით, დიდად არ ინტერესდებოდა. ამიტომაც, თუ მისი მეგობრები სკოლის დამთავრებას ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ, ჯონგუკი განსაკუთრებულად სევდიანი იყო, გაღიზიანებული დადიოდა და საკუთარ მტანჯველ განწყობაში იხრჩობოდა. განათლების სისტემას აკრიტიკებდა და სადაც შეეძლო ყველგან ამბობდა, რომ არდადეგები ბავშვების ტვინს ადუნებდა და აუცილებელი არ იყო, მთელი სამი თვით დასვენება.
![](https://img.wattpad.com/cover/260795861-288-k733404.jpg)
YOU ARE READING
-კლონი-
Fanfiction,,სიზმარი ცხადი მაშინ იყო, როდესაც სწამდა... და განა სადმე უცხოვრია სიზმრების გარდა? "