"სამყაროში არის ხმა, რომელიც არ იყენებს სასაუბროდ სიტყვებს. უსმინე"
* * *
•ახლანდელი დრო, კორეა, სეულის ყოფილი ფსიქიატრიული. 02:34•
-მოკალით - უმოწყალოდ დასცდა სიტყვები ახალგაზრდას ბაგეებს და ფსიქიატრიულის ბნელ კედლებში ჩაიკარგა.
- გემუდარებით... - მუხლებზე დაცემული შუახნის კაცი, მიხოხდა ფანჯარაში მოცქერალის ფეხებთან - ბატონო, ჯეონ! გთხოვთ, მათ დამაძალეს... მე... მე ამის გაკეთება არ მინდოდა.
ახალგაზრდას არც კი დაუხედავს, თითქოს მასზე არ ყოფილიყო დამოკიდებული დამხობილის სიცოცხლე.
- საცოდავი ხარ მინსუკ - სახეზე ირონიული ღიმილი გაურკთა - შანსი, რომელიც მოგეცი, ისევ დაკარგე.
- ბატონო, გთხოვთ მაპატიეთ! სიცოცხლეს ვფიცავ, რომ მეტჯერ აღარ გაგიცრუებთ იმედებს. მე მამათქვენის ახ-
- მამაჩემის სახელს ნუ ახსენებ შენი ბინძური პირით. მესამე შანსს არავის ვაძლევ, მინსუკ - სერიოზული მზერით წარმოთქვა - საქმეს მიხედეთ - გასცა ბრძანება და ოთახი დატოვა.
ფსიქიატრიელის ბნელ და წამლის სუნით გაჟღენთილ დერეფანში ბუნდოვნად ჩაესმოდა ჯეონს მუდარა, მაგრამ ყველაფერი ამაოდ. ისიც სიბნელეში ჩაიკარგა, როგორც სიკვდილის აჩრდილი.
* * *
"სულის ბნელ კუთხეში ცეკვავ, სადაც ვერავინ გხედავს, მაგრამ ჩემი მზერა ხანდახან გწვდება"* * *
ქალღმერთად ქცეულა წითური მის ცნობიერსა და არაცნობიერში.ვეღარაფერი გაეგო სულში უეცრად ატეხილი ქარიშხლისა, რომელსაც მთელი მისი სხეული მოეცვა.
ვარსკვლავთა ნათებას ამსგავსებს მის მოლიპლიპე, ცრემლიან თვალებს.
სისხლის მსმელივით მიილტვის წითელი ტუჩებისკენ; კიდევ ერთხელ გემოს გაგების სურვილი შიგნიდან ღრღნის და დღითიდღე ბოლოს უღებს.
YOU ARE READING
Bad Intentions J.JK/ცუდი ზრახვები ჯ.ჯკ
Romance- ჩემგან თავს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააღწევ და ისიც მაშინ, როცა ცხელი ტყვია დამიძენძავს გულს. **** ❗❗❗ფიკში აღწერილი იქნება წამების სცენები, ამიტომ არაა რეკომენდებული მცირეწლოვანთათვის❗❗❗ ****