An army of demons

1.8K 107 104
                                    

როდესაც მიწის წიაღში მიემართება მზე, ნათელი იძლევა ბნელით.

მიწის გულიდან წამომდგარი დემონთა ჯარი მსხვერპლის საძებნელად ძოწისფერი ხანჯლით გამოდის და ნადირობს დაკარგულ სულებზე.

***
დიდებული იყო ჯეონის სახლი. გარშემო დიდი გალავანი, მაღალი მწვანე მესერი, დიდი სივრცე და თვალის მომჭრელი ბაღი.

მაგრამ წითურისთვის ამას ოდნავი მნიშვნელობაც არ ჰქონია. მანქანიდან ალეწილმა ჯეონმა გადმოსვა, მგონი უფრო სწორი იქნება თუ ვაღიარებთ, რომ გადმოათრია.

უმცროსი გაფართოებული და ტირილისან დასიებული თვალებით, ისევ ბიჭის ხელს მისჩერებოდა, რომელიც მაჯაზე მწარედ უჭერდა.

- დეიდა საენმი - ექოდ ჩაიკარგა უფროსის ხმა კედლებში. გოგონა შეხტა უეცარი ქმედებით, არა და ისედაც ხელით ეჭირა გული.

- გისმენთ ბატონო - კუთხიდან მალევე გაისმა ხმა, რომელსაც დაბალი და მსუქანი სილუეტიც მოჰყვა. შავი კლასიკური ქვედაბოლო და თეთრი პერანგი მოერგო შუახნის ქალს. აღელვებული მიაჩერდა ახალგაზრდას.

- ნახევარი საათის შემდეგ ჩემს კაბინეტში - მკაცრი ტონი არ დაიშურა და ბავშვთან ერთად კიბეებს აუყვა.

- როგორც ინებებთ - თავი მორჩილად დახარა და ისევ სამზარეულოსკენ დაიძრა.

ალბათ გაგიკვირდათ ამდენ ხანს რატომ არაფერს ამბობდა უმცროსი. და რა უნდა ეთქვა?

"მძულხარ!"?

"გემუდარები გამიშვი"?

"შენი მეშენია და ვერასდროს შეგიყვარებ"?

განა სჭირდებოდა ჯეონს მისი სიყვარული?

სასაცილოა...

ქალო ქმნილებათ გვირგვინია, მას ისე უნდა მოუფრთხილდე როგორც ღმერთისგან გამოგზავნილ საჩუქარს, როგორც სათუთ არსებას.

ნათქვანია - ქალი უნდა გააღმერთოო.

მაგრამ ჯონგუკისთვის ქალებს არასდროა ჰქონოათ დიდი დატვირთვა.

Bad Intentions J.JK/ცუდი ზრახვები ჯ.ჯკWhere stories live. Discover now