cloudy

2.7K 113 128
                                    

"მინდა სამყაროდ გარდავისახო, ჩემით რომ გარემოგიცვა"

***

●მომხდარიდან სამი დღის შემდეგ●

გამაყრუებლად გაისმა სასახლის კედლებში გასროლის ხმა. კანკალმა აიტანა ბელას მოდუნებული სხეული; თვალები წამებში გაახილა და საწოლიდან წამოხტა.

- ღმერთო - ჩუმად ამოილაპარაკა და პირველი სართულისკენ ბარბაცით დაეშვა. სწაფად ჩაირბინა კიბეები. დიდ და მდიდრულ მისაღებში ჯონგუკთან ერთად რამდენიმე უცხო პიროვნება დახვდა.

- ბელა? - გაოცებულმა იკითხა ჯეონი და დიდ ეკრანს თვალი მოსწყვიტა.

რა ჯანდაბას აკეთებს აქ და ამ დროს? თანაც ასე "ამაზრზენად" ჩაცმული? მითუმრტეს მაშინ, როცა ჯეონმა სამი დღის წინ სასტიკად გააფრთხილა ოთახიდან ნებართვის გარეშე, ფეხი არსად გაედგა.

ყველას ყურადღებას მიიპყრო პიჟამოებში გამოწყობილმა გოგონამ.

- მოაშორეთ აქაურობას - მდგარმა ჯიმინმა და უმცროსის მოშიშვლებულ სხეულს ურცხვად დააშტერდა.

ბელამ მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ დახედა კუთხეში მიგდებულ სხეულს.

რატომ გვეშინია? ალბათ იმიტომ, რომ მის ადგილას მარტივად წარმოვიდგენთ საკუთარ თავს. რეალურად ყველას გვჭამს რაღაც შიგნიდან, ძალა რომელიც მიცვალებულს სდევს დემონივით. ბნელი წყვდიადიდან გამოჰკივის შენს სახელს, თითქოს თავისკენ გიხმობს უსასრულო ჯოჯოხეთში.

ჯოჯოხეთში? დიახ, რადგან ჩვენ არ ვართ ანგელოზები.

სიკვდილი, ეს ცაკლე ხელოვნებაა, რომელიც თითქოსდა ყველაზე მარტივი, მაგრამ შესაცნობად ყველაზე რთული სამყაროა.

ერთ ადგილას გაიყინა, თითქოს დრო გაჩერდა მასსა და გვამს შუა. გაუაზრებლად დაიწყო ტირილი, ცრემლები ჯებირებს ურცხვად არღვევდნენ. ქაოესს მოეცვა მისი ისედაც სიგიჟემდე მისული უმანკო გონება, გადახარშვას ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა ვითარებას, რომელიც რეალურად მარტივი გახლდათ.

Bad Intentions J.JK/ცუდი ზრახვები ჯ.ჯკWhere stories live. Discover now