Black lace

242 18 10
                                    

განშორება დიადებაა სიყვარულისა, სიკვდილში შეიცნობა შეყვარებულთა სიწრფელე.

****

დაწყევლილი თორმეთი დღე, ჯოჯოხეთური 288 საათი გალიაში, რომელსაც შენი სახლი ჰქვია. უყურებ მდიდრულ კედლებს და სითბოს ვერ გრძნობ; აყურადებ ხმებს, მაგრამ არაფერი გესმის; ყველაფერი კაშკაშებს, მაგრამ სიბნელეში ზიხარ; კოშკები გაქვს, მაგრამ ნანგრევებში ღაფავ სულს; გული გიცემს, მაგრამ მაინც მკვდარი ხარ.

თორმეტი დღეა ჯონგუკი სახლში არ მისულა. მხოლოდ ჯიმინს აგზავნის, რომელიც გულგრილად ამოწმებს დაცვას და სახლში შეკეტილ ბელას, რომელიც სრულ გაურკვევლობაშია. თორმეტი დღე საკმარისი აღმოჩნდა წითურის გასატეხად და ბოლომდე დასაფერფლად.

ოთახიდან ოთახში გადის, სასახლის თითოეული კუთხე შეისწავლა. დეიდა საენმის კუდში დასდევს, მაგრამ მაინც ვერ იღებს ვერანაირ ინფორმაციას. სახლში უხერხული სტუმარივითაა. ყველგან ჯეონის კბილებამდე შეიარაღებული დაცვაა; ზოგიერთი მათგანი სახლშიც კი დგას და ქანდაკებასავით  მისჩერებიან უფერულ კედლებს. დაძაბულნი რაღაცას ელიან, მუდამ ჩუმად არიან და ჯონგუკუს ყურმოჭრილი მონობით ამაყნი, მედგრად იცავენ ქალბატონს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მათთან.

ბელა შეშინებულია, მაგრამ არ იცის რისი ეშინია. ნუთუ ჯეონის? მაგრამ ის აქ არაა, მხოლოდ ეშმაკმა უწყის ახლა რას ხლართავს ან ვის სისხლში ისვრის ხელებს.

გამაღიზიანებელია ჯიმინი, რომელიც გამუდმებით აიგნორებს ბელას კითხვებს და ერთი ფრაზით პასუხობს: "ჯონგუკი კარგადაა და მას შენ უყვარხარ" - ბოლოს ორონოულ ღიმილს აქსოვს და კაციშვილი ვერ იგებს რას გულისხმობს.

ბელას გული უჩქარდება, მაგრამ არა სიყვარულით, არამედ ჩამოწოლილი ბურუსით, რომელიც რეალობას აშორებს, თავგზას ურევს. პარკი ანერვიულებული სათითაოდ ესაუბრება თითოეულ შეიარაღებულ გორილას და უკვალოდ ქრება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 09 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Bad Intentions J.JK/ცუდი ზრახვები ჯ.ჯკWhere stories live. Discover now