თავი 4

202 12 19
                                    


ჰერმიონს გაკვეთილები დაუმთავრდა მარა საერთო ოთახში არ ასულა.
ის თავს არიდებდა დრაკოს.

[სად წავიდე?] ფიქრობდა ჰერმიონი
[კოშკი? არა ის ისეთი ადგილია სადაც ადვილად მიაგნებ]
ჰერმიონი ეზოში გავიდა , თან ფიქრობდა სად შეიძლებოდა წასვლა ყველასგან და ყველაფრისგან შორს რო აზრები დაელაგებინა.
უცბათ ტყეს გახედა
-ზუსტად , ტყე. მე ხო პირველ მეორე ან მესამე კურსელი არ ვარ , შემიძლია იქ შესვლა.

ჰერმიონი ტყეში შევიდა , იქაურობა საშიში იყო მარა ის სხვა რამეზე ფიქრობდა ამიტომ საშიში სულაც არ ეჩვენებოდა.

-ალბათ ეს გატაცებაა , ალბათ კი არა არის , რადგან ის....უნდა გამოტყდე სიმპატიური და მიმზიდველია. ჯანდაბა ჰერმიონ გრეინჯერ ამ დონემდე როგორ დაეშვი. დრაკო მალფოიზე რო ამბობ რო მიმზიდველია. ყოჩაღ.

ჰერმიონი ტყეში დადიოდა , ეს თითქოსდა მართლა ამშვიდებდა ნისლისა და სიბნელის მიუხედავად რაც უფრო საშიშს ხდიდა.

-აქამდე რატო არ დავდიოდი ესე აჰჰ
იმიტორო მე ტრიოს ნაწილი ვარ , რათქმაუნდა , ჰარი ხო სულ ჩემთანაა რონიც იყო , ეხლა თითქოს ტრიო იშლება რადგან მე და რონი ერთად არ ვართ. -მგონი შევიშალე , უკვე ჩემ თავს ველაპარაკები ან ტყეს _თქვა და გაიცინა
-კაი დროა სახლში წავიდე_თქვა და წავიდა მაგრამ......
რაღაც ხმა მოესმა

-ბინძურსისხლა გრეინჯერი არა?

ჰერმიონი შეკრთა რადგან ეს ხმა ძალიან ეცნო
-ეს.....ეს.....მისი ხმაა

ჰერმიონი გაიქცა და მალევე ავიდა საერთო ოთახში , დაფეთებული შევარდა.
-გრეინჯერ ასახსნელად მოემზადე ? სად იყავი ამდენხანს
-ამის დრო არაა მალფოი_ჰერმიონს ხმა აკანკალებული ჰქონდა
-რამე მოხდა?
- გითხარი ამის დრო არაათქო.

ჰერმიონი ოთახში შესვლას აპირებდა როცა წაბარბაცდა , დრაკო მივიდა მარა ჰერმიონი გაიწია იმის ნიშნად რო დახმარება არ სჭირდებოდა.

დრაკომაც თავი დაანება და თავის ოთახში შევიდა.

უკვე მოსაღამოვდა ჰერმიონი ვერ იძინებდა , სულ ის ხმა ჩაესმოდა ყურში
[მაგრამ ის...ის ხომ მკვდარია ის მოლიმ მოკლა , ეს შეუძლებელია ის ცოცხალი ვერ იქნება]
მთელი ღამე ამაზე ფიქრობდა , უკვე მართლაც შუაღამე იყო. ის ვერ იძინებდა რადგან ეშინოდა , ამიტომ გადაწყვიტა დრაკოსთან მისულიყო , ხვალ ადრე უნდა ამდგარიყო და ძილი ნამდვილად სჭირდებოდა.

ჰერმიონი დრაკოს ოთახში
შევიდა და მასთან მივიდა.
ის უყურებდა [ის მშვენიერია , აღიარე მართლაც მიმზიდველია. ჯანდაბას ვაღიარებ]
-მალფოი
ჰერმიონი დრაკოს გამოფხიზლებას ცდილობდა მარა არ გამოსდიოდა.
[ეს უნდა ვქნა ? იმის მიუხედავად რო არასწორია ]

ჰერმიონი დრაკოს გვერძე მიუწვა ოღონდ მოშორებით.
-მე არ მაქ ისეთი ძილი რო შეგეხო ამიტომ არაფერი დაშავდება.
უთხრა და დაიძინა.

DramioneWhere stories live. Discover now