- თქვენ აქ და გინდათ? იუნგი გაკვირვებას ვერ მალავს
- გავიგე რაც შეემთხვათ შენს მშობლებს, ვიზიარებ შენ მწუხარებას. ქალი თითქოს დამწუხრებული ეხუტება იუნგის, თვითონ იუნგი კი გაშეშებული დგას, თუმცა გონს მალევე მოდის და ქალის ხელებს იშორებს.
- თვალთმაქცობა კარგად გამოგდით როგორც ყოველთვის. ამბობს ირონულად
- შუგა აგვიხსნი ვინ არის ეს ქალი? ვეკითხები გაურკვევლობაში მყოფი.
- ეს ქალბატონი სუ იანგია, მამაჩემის მარჯვენა ხელი და საყვარელი. ამბობს სიბრაზით
- იუნგი ასე ნუ ამბობ, მე და მამაშენს მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვქონდა.
- ეგ ტყუილები შენ შვილს მოუყევი, სულელი ნუ გგონივარ. დარწმუნებული ვარ ჩემი მშობლების მკვლელობაში შენი ხელიც ურევია. იუნგი უკვე ცოფებს ყრის თუმცა მას ხელს ვკიდებ და ვანიშნებ, რომ დამშვიდდეს.
- ქალბატონო სუ რამეს ხომ არ მიირთმევთ? ვეკითხები სიტუაციის გასანეიტრალებლად
- არა, ის უკვე მიდის. ამბობს შუგა ღრენით
- მე ჯერ არსად ვაპირებ წასვლას, აქ შენი ჩხუბის მოსასმენად არ მოვსულვარ.
- დროზე თქვი რისთვის მოხვედი და თვალით აღარ დაგინახო. სუიანგმა ჩანთიდან რაღაც საბუთები ამოიღო და მაგიდაზე დადო
- გადახედე და მერე გადაწყვიტე მოგინდება თუ არა ჩემი ნახვა. ამბობს ქალი ნაგლურად და სახლიდან გადის.
- ჯანდაბა რა საზიზღარი ქალი იყო. ამბობს ჟინი და იჭყანება. ჩემი ყურადღება იუნგიზეა გამახვილებული საბუთებს ხელში იღებს და საძინებლისკენ იღებს გეზს. მეც უკან მივყვები
- მია არ გაყვე, ცოტახანი მარტო იყოს საკუთარ თავთან. მეუბნება ნამჯუნი.
- ცუდად რომ გახდეს...ვეუბნები და ყოყმანის შემდეგ დივანზე ვჯდები.(სუიანგი)
აბა ვნახოთ მამიკოს ბიჭო, როგორ მოგეწონება ჩემი საჩუქარი.
სახლში მივდივარ თუ არა ჩემი შვილი ბექიონი მხვდება
- დედა სად იყავი? იცი რამდენი ხანია გირეკავ შენ კი ტელეფონი გამორთული გაქვს. სახეზე ნერვიულობა დამეტყო თუმცა მალევე დავფარე ის.
- მაპატიე შვილო ალბათ დამიჯდა, წავალ დავტენი. ვეუბნები მშვიდად თუმცა მაჩერებს
- მასთან იყავი ხომ ასეა? მეუბნება მკაცრად
- ხ..ო
- დედა ხომ გითხარი არა, მას თავისი ცხოვრება აქვს, შეეშვი ისედაც დატანჯულია და მეტად ნუ დატანჯავ.
- მამამისის გამო რომ გავკოტრდით დაგავიწყდა? ამ საქმეში რომ არ ჩავრეულვიყავი ახლა სიღარიბეში ამოგვხდებოდა სული.
- ისევ ერთი და იგივე, ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობენ დედა, ბოლოსდაბოლოს გაიგე ეს.
- მათ არასდროს ვაპატიებ იმას, რაც გაგვიკეთეს.
- იუნგისთან რატომ მიხვედი?
- ეს შენ არ გეხება
- დედა პასუხი გამეცი კითხვაზე
- ის გავაკეთე რაც საჭირო იყო.
- მისმინე თუ იუნგის ამით რამეს ავნებ გპირდები ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ
- და რას იზამ საკუთარ დედას ზურგს შეაქცევ? თუ სახეში გამარტყამ?
- დედა ახლა ორივე გაღიზიანებულები ვართ, ამიტომ არაფერს ვიტყვი. ბექიონი თავის ოთახში შედის და კარებს ხურავს.
- ჯანდაბა, ღმერთმაც დაგწყევლოს იუნგი, შენც და შენი მოდგმაც. ვამბობ გაბრაზებული და ჩემ ოთახში შევდივარ.
YOU ARE READING
ANGEL
Fanfictionმინ იუნგი და ლი მია, ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი, რომლებსაც ბევრი საერთო აქვთ წარსულთან. იუნგი- ცხოვრების უსამართლობისგან დაღლილი ბიჭია, მას ჰყავს მეგობრები, თუმცა მისი გულის ტკივილი და სულიერი სიმარტოვე მას სიკვდილისკენ უბიძგებს. ლ...