(მია)
დილით ჩვეულებრივად მეღვიძება, პირველი კი რაც მახსენდება ეს იუნგია. თვალებს ვახელ და ირგვლივ ვიხედები, იუნგი ფანჯარასთან ზის მოკუნტული. ვდგები და მასთან მივდივარ
- შუგა, აქ რატომ ზიხარ? გაცივდები
- არ მინდა, აქ მინდა ვიყო
- ხო მაგრამ, იქნებ ჯობია საწოლში დაწვე
- არ მინდა, არ მინდა, არ მინდა...
თავი ჩახრილი ჰქონდა და ერთი და იგივეს იმეორებდა.
- იუნგი, საყვარელო გეხვეწები ნუ მაშინებ, წამოდი, იატაკზე ნუ ზიხარ.
- მე არ შემიძლია, დედამ მითხრა რომ აქედან არ ავმდგარიყავი
- რ..რა? დედაშენი ხომ...სიტყვის ბოლომდე თქმა ვერ მოვასწარი როდესაც პანიკებში ჩავარდა
- არა, არა ნუ მეუბნები ამას, დედა ცოცხალია, ის ახლა ამ კარს გააღებს და ჩამეხუტება, მოვა და ჩამეხუტება.
მეუბნებოდა შუგა ტირილით და თან კანკალებდა
- კარგი დამშვიდდი, არ იტირო, მოდი ჩემთან. ვეუბნები და ვეხუტები. ჩემდაუნებურად მეც მეტირება, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვხედავ მას.
- ხომ მოვა მია? მითხარი
- კ..კი აუცილებლად მოვა. ვეუბნები და ცრემლებს ვწმენდ.
- ის არ დამტოვებს, ის არ წავა, ხომ არ წავა?
- არა, არ დაგტოვებს, წამოდი ლოგინში დაწექი, თორემ დედა რომ მოვა გაგიბრაზდება. აწ უკვე დამშვიდებული ორივე ლოგინში ვწვებით და ერთმანეთს ვეხუტებით.
შუგას მალევე ეძინება და მეც ნელა ვდგები, რომ არ გავაღვიძო. საძინებლიდან ჩუმად გამოვდივარ და სამზარეულოში გავდივარ. იქ კი ჯინი და ქუქი მხვდებიან
- დილამშვიდობისა ბიჭებო, როდის მოხვედით?
- დიდი ხანია აქ ვართ. მეუბნება ქუქი
- ესეიგი ყველაფერი გაიგეთ?
- ისევ ცუდად არის? მეკითხება ამჯერად ჯინი
- დედამისს ახსენებდა, არ შემიძლია, არ შემიძლია ვუყურო როგორ იტანჯება, არ ვიცი რა გავაკეთო. დაღონებული ვჯდები და ტირილს ვიწყებ, რაზეც ქუქი ხელებს მხვევს და ჩემ დამშვიდებას ცდილობს. ( ნეტაი რას გადავეკიდე ქუქის 😂😂უწუ ცემი კურდღელი)
- არ ინერვიულო, დარწმუნებული ვარ ჰიონი მალე გამოჯანმრთელდება და ყველას გვტყორცნის თავის უჟმურებას, მეუბნება ოდნავ სიცილით, რაზეც მეც მეცინება.
ახლა გავაანალიზე, რომ საღამურებში ვიყავი, ამიტომ ისევ ზემოთ ავედი, იუნგის ეძინა, ტანსაცმელი ჩავიცვი და ისევ ქვემოთ ჩავედი. ამჯერად მთელი ელიტა აქ იყო.
- დილამშვიდობისა მია მეუბნებიან ერთხმად
- დილამშვიდობის ბიჭებო, ვეუბნები დაღონებული და მათთან ერთად ვუერთდები საუზმეს.
- შუგას კიდევ ძინავს?
- ხო
- არ ინერვიულო, მალე დაგვიბრუნდება. მეუბნება ნამჯუნი
- ბიჭებო თქვენ რომ არ მყავდეთ, ახლა ვერაფერს გავუმკლავდებოდი, მიხარია რომ არსებობთ. ბიჭები ერთდროულად მეხუტებიან და შემდეგ ისევ განვაგრძობთ საუზმობას.
მათი წასვლის შემდეგ, საძინებელში შევდივარ, თუმცა შუგა ლოგინში არ წევს. უეცრად აბაზანის კარები იღება და შუგაც გამოდის.
- ღმერთო, როგორ შემაშინე. ვეუბნები და გულზე ხელს ვიდებ.
- რატომ? ისეთი არაფერი მიქნია, უბრალოდ გამოვედი. მეუბნება გაკვირვებული, რაზეც მეც გაკვირვებული დავრჩი. (ანუუ ავტორო ძაან ფილტვებით აზროვნებ🤦)
- შუგა, შემომხედე, ეს მართლა შენ ხარ?
- არა მია, ლუარსაბი ვარ თათქარიძე, მე ვარ აბა მეტი ვინ უნდა იყოს? (ავტორის იუმორი ჩეექ თხ😂)
- დილით ცუდად იყავი და მეგონა, რომ...ღმერთო რა კარგია. ვეუბნები გახარებული და მას ვეხუტები.
- მია, არ ვიცი ამ ბოლო დროს რა მემართება, მაპატიე, რომ განერვიულე, გეფიცები ძალით არ მინდოდა
- არაუშავს, მთავარია შენ იყო კარგად, მე სულ შენს გვერდით ვიქნები. ვეუბნები და ისევ ვეხუტები.
- მიყვარხარ ყველაფერზე მეტად, მაგრამ ექიმთან ვიზიტი მჭირდება, არ მინდა სულ განერვიულო.
- კარგი, მაგრამ იქამდე რამე უნდა შეჭამო კარგი? მე მოგიმზადებ რამეს.
- შენ რომ არ მყავდე რა მეშველება. მეუბნება და მკოცნის.
დაახლოებით 2 სათში უკვე საავადმყოფოში ვართ.
- კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ ექიმს, დავიღალე უკვე ჯდომით და მეძინება
- იუნგი ჯერ 5 წუთია რაც მოვედით და შენი წუწუნის მეტი არაფერი მესმის, მოითმინე
- კარგი, კარგი უF
- ხო და ეგრე.
10 წუთში ექთანი მოდის და გვეუბნება, რომ შეგვიძლია შევიდეთ ექიმთან.
- ჰალილუია, დავსკამდი რასაც ქვია. ამაზე ექთანს გაეცინა და შემდეგ მის წინ გაპრანჭვები დაიწყო. ამაზე იუნგი კი მას მიშტერებოდა და მე მკვლელი მზერა ვსტყორცნე. შემდეგ კი ექიმთან შევედით
- აბა გისმენთ რა გაწუხებთ? გვკითხა თუ არა ყველაფერი მოვუყევით, რის შემდეგაც დამამშვიდებელი საშუალებები გამოგვიწერა. 30 წუთში მანქანაში ჩავსხედით
- მია მაღაზიაში ხომ არ გაგვევლო?
- რაც გინდა ის ქენი. ვუთხარი გაბრაზებულმა და ფანჯარაში დავიწყე ყურება
- ჩემზე ხარ გაბრაზებული?
- არა, იუნგი ტოტზე ჩიტი რომ ზის მაგაზე (ესეც მორიგი იუმორი 😂)
- კარგი რა რაზე გაბრაზდი?
- ვითომ არ იცოდე
- გასაგებია, ვიღაც ძალიან ეჭვიანობს. მეუბნება და იცინის
- რა გაცინებს იდიოტო მუჯლუნი ჩავცხე. აბა რა გეგონა არ გავბრაზდებოდი? თან როგორ უყურებდი, თვალებით შეჭამე
- რ..რა? წამით შევხედე მხოლოდ.
- არ მაინტერესებს. ვეუბნები გაბრაზებული
- პატარავ კარგი რაა, ხო იცი მხოლოდ შენ მიყვარხარ და შენს მეტი არავის გავიკარებ.
- ეგ ტყუილები მაგ ექთანს უთხარი
- მია, გეყოფა ეჭვიანობა, მართლა არ შემიხედავს ისე როგორც შენ ფიქრობ
- მაშინ როგორ შეხედე? ჰა? მითხარი
- ღმერთო, კარგი...კარგი ბოდიში აღარ ვიზამ, ოღონდ შენ არ გამიბრაზდე და საერთოდ არავის შევხედავ თუ გინდა.
- იცოდე თუ კიდევ ვინმესთან მსგავსი განმეორდება და გეფიცები გლანდებით ვითრევ და მერე შენც ზედ მიგაყოლებ. ( ავტორო ვათ იზ გოინგ ონ? 😑) ვეუბნები სიცილით.
- კარგი, კარგი მიყვარხარ ჩემო პატარა
- მეც მეც. ჩვენ სიმყუდროვეს ტელეფონის ზარი არღვევს და შუგა პასუხობს.
- გისმენ ჯინ...ვინ?...კარგი მალე მოვალთ
- რაო რა უნდოდა?
- არ ვიცი ასე მითხრა ვიღაც ქალს უნდა შენი ნახვაო. იუნგიმ მანქანა დაძრა და მალევე სახლში მივედით. მისაღებ ოთახში კი საშუალო ხნის ქალი დაგვხვდა.
- იუნგი ჩემო ბიჭო როგორ გაზრდილხარ. ამბობს ქალი და იუნგისკენ ჩასახუტებლად მიდის, თუმცა იუნგი ნაბიჯს უკან დგამს
- თქვენ აქ რა გინდათ?თადააამ ესეც ახალი თავი და ახალი ინტრიგაა, იმედია მოგეწონათ, ვათპადი აფრენს უკვე მერამდენედ ვწერ ამ თავს არ ვიცი დავიზეპირე 😂😂😂😂🙄მერამდენედ წამიშალა. მოკლედ ძალიან მომენატრეთ და იმედია არ დამივიწყეთ, თუ დამივიწყეთ აგერ ამ თავით გაგახსენებთ ჩემ თავს 😂😂😂😂😂😂რაც შეეხება მომდევნო თავს ისიც მალე იქნება ოღონდ მართლა, რადგან უკანასკნელი გამოცდა დამრჩა ამ სემესტრში და უნდა ჩავაბარო. ახლა მივმართავ ჩემ ერთ ერთ მკითხველს...😂 აჰა ქალბატონო გაღირსე ახალი თავი მეტი არ მინდა არ წაიკითხო 😂😂😂😂😂😂
YOU ARE READING
ANGEL
Fanficმინ იუნგი და ლი მია, ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი, რომლებსაც ბევრი საერთო აქვთ წარსულთან. იუნგი- ცხოვრების უსამართლობისგან დაღლილი ბიჭია, მას ჰყავს მეგობრები, თუმცა მისი გულის ტკივილი და სულიერი სიმარტოვე მას სიკვდილისკენ უბიძგებს. ლ...