9 თავი

582 61 12
                                    

- შუგა რას აკეთებ, ეს..
- რა იყო არ მოგეწონა? მაშინ გავიმეორებ.
- არა, არა გაჩერდი. გთხოვ არ ვარ მიჩვეული ასეთ რამეს. გთხოვ ცოტა დრო მჭირდება.
- კარგი, დაგელოდები. მითხრა და ოთახიდან მოწყენილი გავიდა.
- ჯანდაბა მია ეს გინდოდა? აიშ სულელო, ეწყინა. როგორ შემოვირიგო?
ტანსაცმლების ჩალაგება დავამთავრე და ჩანთაში სკოლის წიგნები ჩავაწყვე. ქვემოთ ჩავედი ჩემოდნებით.
- შუგა მე დავამთავრე. შეგვიძ...
შუგაა. მოიცა გძინავს?
მას მივუახლოვდი და მართლაც ეძინა, როგორი საყვარელია როცა სძინავს, გვერდით მივუჯექი და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე.
- შეგიძლია კიდევ მაკოცო?
- ჯანდაბა, გული გამისკდა შენ რა არ გეძინა?
- მეძინა მაგრამ იმხელაზე გაიძახდი ჩემს სახელს გამეღვიძა.
- არაუშავს სახლში დაიძინებ, მე მზად ვარ და წავიდეთ. მე და შუგა მანქანაში ჩავსხედით და სახლის გზას გავადექით. შევამჩნიე რომ შუგა უხასიათოდ იყო. ალბათ ჩემს გამო.
- შუგა ჩემზე ნაწყენი ხარ?
- რ..რა? არა საიდან მოიტანე?
- ვერ მომატყუებ, ვიცი რომ გეწყინა.
- მია მე არ ვარ შენზე ნაწყენი, მესმის შენი ბევრი გადაიტანე, შეიძლება იმ კაცის გამო შიში გაქვს რაც მან გაგიკეთა იმის შემდეგ. ამიტომ მე შენს სურვილს არ გადავაბიჯებ. როდესაც მზად იქნები სერიოზული ურთიესთობისთვის მითხარი. მე დაგელოდები.
- დიდი მადლობა, შენ ყველაზე საუკეთესო ხარ, სწორედ ამიტომ შემიყვარდი.
მალე სახლში მივედით, ბიჭებმა ჩემოდნები სახლში შემოიტანეს.
- შუგა ჩემი ოთახი სადაა?
- ჩემს ოთახში.
- იქნებ ცალკე მინდა ყოფნა?
- შენ არ შეგეკითხები, ჩემს ოთახში იქნები და ერთად დავიძინეთ გასაგებია? დაიღრიალა რაზეც გამიკვირდა მისი ეს ქცევა.
- რა გემართება? ხომ მითხარი რომ ნაწყენი არ იყავი? რატომ ღრიალებ.
- ცდილობ რომ თავი ამარიდო მია, აი ეს მაღიზიანებს. ჯერ კოცნაზე თქვი უარი და ახლა ჩემთან ერთად ერთ ოთახში ძილიც აღარ გინდა.
გავბრაზდი და გული საშინლად მეტკინა. არავინ მაინტერესებდა საერთოდ, არც ის რომ ჩვენს ჩხუბს ბიჭებიც ისმენდნენ. ოთახში ავირბინე და კარები ჩავკეტე.
- იდიოტი ხარ მია, ყველა შენ გტკენს გულს.
ვამბობ და ტირილს ვიწყებ.
მალე კარებზე კაკუნი გაისმა
- მია გააღე კარები. ეს შუგაა
- წადი აქედან, არ მინდა შენი ნახვა.
- როცა დამშვიდდები გამოდი და წყნარად ვისაუბროთ.
- მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
ნახევარ საათში მოვწესრიგდი და კარები ნელა გავაღე, გადავწყვიტე გარეთ გამესეირნა, ჯერ კიდევ არ იყო ღამე. ამიტომ შეუმჩნევლად გავიპარე სახლიდან და ქუჩებს გავუყევი. სიმღერებმა იმდენად ჩამითრია რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ დაღამდა და სახლიდანაც შორს წამოვსულვარ.
- ჯანდაბა მგონი მეტროთი მომიწევს წასვლა.
საათს დავხედე და უკვე ღამის 10 საათი იყო.
მეტროს შენობაში შევედი, ჩემს მეტი არავინ იყო.
- რა უცნაურია, ღმერთო გთხოვ იმედია იმ კაცს არ შევხვდები. უეცრად რამდენიმე ბიჭი შევნიშნე ისინიც ელოდებოდნენ მეტროს მოსვლას.
მალევე მოვიდა კიდევაც და ადგილი დავიკავე. სამ გაჩერებაში უნდა ჩავსულიყავი ამიტომ სიმღერები გამოვრთე. ირგვლივ გავიხედე მაგრამ იმ ბიჭების გარდა არავინ იჯდა ამ ვაგონში.
- ჰეი გოგონი. მომესმა ხმა, ყურადღება არ მივაქციე და ტელეფონში ჩავძვერი.
- შენ გელაპარაკები
- თავი დამანებეთ მაწუხებთ. უეცრად მათ სიცილი აუტყდათ და ერთ-ერთი გვერდით მომიჯდა.
- გოგონი არ გინდა გასიამოვნო?
- თუ შეიძლება თავი დამანებეთ. მე ადგომა დავაპირე მაგრამ ისევ ჩემს ადგილზე დამსვეს.
- სად მიდიხარ? ცოტა გავერთოთ.
- არა მე უნდა წავიდე. ვამბობ შიშით.
- გოგოს ხელი გაუშვით. გაისმა ნაცნობი ხმა. ეს შუგა იყო.
- შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, აქედან დაიკარგე. უეცრად შუგამ იმ ბიჭს მუშტი გაუქანა და მეც გავთავისუფლდი.
მეტრო გაჩერდა და მოვასწარით გამოსვლა.
შემდეგ კი გავეცალეთ იქაურობას.
- არ იყო საჭირო მე თვითონაც გავართმევდი თავს.
- გეტყობოდა როგორც ართმევდი, საერთოდ რაზე ფიქრობდი? დაგავიწყდა რომ გარეთ გასვლა შენთვის საფრთხეს წარმოადგენს? იმ კაცს რომ ენაზე და მოეკალი მერე?
- შენ არავინ შეგეკითხება მე რას...
- დროზე მანქანაში ჩაჯექი.
- არ
- მანქანაში ჩაჯექი მეთქი. დამიყვირა და მეც და ემორჩილე. სახლამდე ხმა არ ამოგვიღია.
- სახლში შედი
- კი მაგრამ შენ
- მე საქმე მაქვს, შედი რომ გეუბნები თორემ კიდევ ვიჩხუბებთ.
მე სახლში შევედი. შუგა სადღაც წავიდა, მეშინია თავს რამე არ აუტეხოს. სახლში მარტო ვარ. გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა.
მაგრამ გული ვერ დავუდე, რადგან შუგაზე ვფიქრობდი. უკვე ერთი საათი გავიდა რაც წავიდა.
მალევე ტელეფონი რეკავს
- გისმენთ
- გამარჯობა მე ბარმენი ვარ, კლიენტი ძალიან მთვრალია და შეგიძლიათ წაიყვანოთ?
- კი კი მისამართი მითხარით და მოვალ.
მანაც მიკარნახა და სახლიდან გამოვვარდი.
არ ვიცი რა დამემართა ისე მივრბოდი, კლუბის კარები შევანგრიე და ბართან მძინარე შუგა დავინახე.
- შუგა, შუგა გაიღვიძე
- დამანებე თავი
- წამოდი სახლში წავიდეთ. ძლივს წამოვაყენე და კლუბიდან გამოვედით.
- ხელი გამიშვი
- ნუ ჯიუტობ სად დააყენე მანქანა. მან ჩემი ხელი მოიშორა
- შენ რა ვერ გაიგე? წადი აქედან დამიყვირა მაგრამ არ გავჩერდი.
- არა არ წავალ. მარტო არ დაგტოვებ.
- რ..რატომ შენ ხომ ჩემთან ყოფნა არ გინდა. მითხრა და მუხლებზე დაეცა შემდეგ კი ატირდა.
- რატომ არ მიდიხარ, წადი
- შუგა შეწყვიტე გთხოვ. უეცრად წვიმა დაიწყო, მაგრამ ამას არც ერთი ვაქცევდით ყურადღებას.
მე მასთან ჩავიმუხლე და ჩავეხუტე
- მაპატიე რომ გული გატკინე. ვეუბნები ტირილით. ძალიან მიყვარხარ შუგა გთხოვ მაპატიე.
შიგა ცოტა ხანს ჩუმად იყო,
- მეც მიყვარხარ ჩემო პატარა, გთხოვ ასეთი რამ მეორეჯერ არ გააკეთო.
- გპირდები არ განმეორდება. შემდეგ კი ჩემს ტუჩებს დაემაპტრონა. კოცნაში მეც ავყევი, ისეთი ღრმა და ვნებიანი იყო თავის უფრო მეტად მომინდა მასთან ვყოფილიყავი.
როგორც იქნა ჩავაღწიე ბოლომდე, იმედია მოგეწონათ, ძალიან ბევრი კი ვიბოდიალე მაგრამ რავიცი, მე წავედი ახლა თორემ დედაჩემისგან არ ამცდება. 🤣🤣🤣🤣🤣ნაჯახს ნუ აიღებთ ძალიან გთხოვთ.

ANGELWhere stories live. Discover now