წვიმიან ქუჩებში მარტოდ მარტო დავიარები...სიბნელეა...ცივა...მტკივა..დავიღალე...წავიდე?...გავქრები...მარტივი იქნება...და ეს დამამშვიდებს?...რა მოხდება თუ არა ... მე ვეღარ დავაბრუნებ ...ვერც შევცვლი...ვერც ვერავის ჩავებღაუჭები...არავინ დამეხმარება ...
მთვარეც დამცინის და დანას მიყრის ზურგიდან...შუაგულ ტრასაზე ვდგავარ..არავის უნდა მოსვლა...არცერთ მანქანას...რომ გამიტანოს... მაშინ მე წავალ იქ სადაც ვერაფერი გამექცევა ან დამემალება...ფეხშიშველი ცივ ტრასაზე დავდივარ და ვაიგნორებ ფეხის გულებში შესობილ ნამსხვრევებს...ყველაზე ერთ დროს მოსაწონ,ლამაზ ხიდთან მივდივარ..როგორ დამპალა მისი სული შინაგანად რომ სხეულიც მოიცვა.. ვიხედები...ალბათ კარგი ადგილია არა სიკვდილისთვის?...ღირს?...მე არაფერი მაქვს...არავინ არ მყავს....სიცოცხლე უკვე დიდი ხანია დავასრულე....სული ვარ რომელიც ქუჩებში მარტო დახეტიალობს...ამ ქვეყნის ყველაზე მზრუნველ და სამართლიან პოლიციის ოფიცერსაც აღარ სურს ჩამოიაროს....არავის სურს გამიღიმოს...ჩამეხუტოს...უკვე ცივი ვარ ისევე როგორც მკვდარი,უსულო სხეული...სიცოცხლის ნიშანიც კი აღარ ჩანს...ფეხები აღარ მემორჩილებიან...ყელი მეწვის...ეს იმ უხარისხო სიგარეტის ბრალია რომელიც უკვე წვიმამ დაალპო....გული მტკივა... რატომ?....ყველამ დამტოვა...ყველამ...ეშმაკიც კი აღარ არის ...ყველა გაქრა...სიკვდილი...ესაა გამოსავალი?...მაგრამ მე უკვე მკვდარი ვარ....მკვდარი დავიარები ქალაქში... ყველაზე საშინელ ფილმშიც არ არის...არც საშინელ კოშმარში რომლის შემდეგაც გულ გახეთქილი იღვიძებ და შუბლიდან ოფლს იწმენდ...არც ჯოჯოხეთშია ასეთი რამ...არსად...დედამიწის ზურგზე არაფერია რაც ამ ტკივილს გაუთანაბრდება...
არაფერია...
არავინ...
მხოლოდ მე..._ __ _ _ _ __ __ _ __ __ _ .