- ჯ-ონ ჯ-ონგუკ..
ჯიმინი ვერ ისვენებდა, ცდილობდა ჯონგუკი შეეჩერებინა რომ გასახდელიდან არ გაეყვანა..
- მოხდა რამე? - ჰკითხა ჯონგუკმა და ჯიმინს თმაზე მოეფერა.
-ჩ-ემი ტანსაცმელი...
ჯიმინი გაწითლდა, მზერას აცილებდა მოსაუბრეს.
- და რა სჭირს მას? შენ კარგად გამოიყურები კაბაში, დაიტოვე- ჩაიცინა ჯონმა..
ჯიმინმა ჯონგუკს თვალებში ჩახედა ის ცდილობდა, რომ ოდნავი ტყუილი მაინც დაეჭირა მის გამოხედვაში. მას არ სჯერა, რომ ეს მართლა ხდებოდა. მაგრამ ჯონგუკის თვალებში მან ვერ დაინახა ზიზღი.
სინაზე...
მხოლოდ სინაზე...-შენ მართლა ძალიან საყვარლად გამოიყურები და თან შენი ტანსაცმელი დახეულია.
ჯონგუკი აღარ იცინოდა, მის ხმაში სიმკაცრე იკითხებოდა მაგრამ ამასთან ერთად მზრუნველობაც.
- ჰმმ, მოდი წავიდეთ.
ჯონგუკი გამოვიდა ჯიმინთან ხელჩაჭიდებული. პატარა სხეულს მისი ქურთუკით ფარავდა , ნელა მიდიოდნენ მთავარი ჭიშკრისკენ.
სკოლის გარეთ, ისინი მიუახლოვდნენ ჯონგუკის მანქანას და ის, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი ჯიმინს კარი გაუხსნა.
რაც შეეხება ჯიმინს, ის არასდროს გრძნობდა თავს ასე დაცულად.
მეგობრებმა ის დატოვეს. ისინი დასცინოდნენ მას, მისი ორიენტაციის გამო. მან ინანა, რომ მათ უამბო ამის შესახებ. ის თავის პრობლემებს მარტო ებრძვოდა, ორნახევარი წლის განმავლობაში, სანამ მშობლებმაც უარი არ თქვეს მასზე, იმავე მიზეზით.
სულელურია?
დიახ..უსამართლოა?
კიდევ კითხულობთ.გტკივა?
აუტანელად...ჯონგუკი - პირველი პირი, რომელიც მას მიუახლოვდა. აგრძნობინა უკეთესად თავი. ადამიანი, რომელსაც არ სძულს. ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურს დახმარება. აქედან გამომდინარე, ჯიმინმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ იგი ასევე გულწრფელად ყველაფერს გააკეთებს, რასაც ჯონი სთხოვს.
ESTÁS LEYENDO
it all started with a note☑
Fanfic"ჯიმინი რომელიც ყველასგან მიტოვებული და ტანჯული უსუსური არსებააა, არც კი ელის მის ცხოვრებაში რაიმე ბედნიერების მაგვარს, მაგრამ ცხოვრება ხომ მოულოდნელობითაა სავსე, ჯიმინის ცხოვრებაშიც სწორედ ესე ხდება,ამ მოულოდნელობის მიზეზი კი პატარა ფურცელია, იდუმა...