-ქეროლაინ.-ბიჭი ნაზად ეხება საყვარელი ქალის ლოყას და ცერით ეფერება,ხედავს გოგონას ლამაზი,მწვანე თვალები როგორ ენაბება და ეღიმება.ფართოდ ეღიმება.გოგონას სისხლისფერ,ფაფუკ ტუჩებს თითს ნაზად უსვამს და თვალს არ აშორებს.ნელა იხრება და თავის ტუჩებს ახებს საყვარელი ქალის ბაგეებს მაგრამ უცბათ გოგონა თავს გვერდით წევს.ბიჭი დაბნეული უყურებს გოგონას რომელმაც თვალები გაახილა და ბიჭს მიანათა.
-გამიშვი.-ამოიჩურჩულა გოგონამ.
-რა?
-ლიამ,გამიშვი.
-არა,ქეროლაინ შენ ჩემი ხარ.
-ლიამ გამიშვი.-სასოწარკვეთილი ხმით დაიჩურჩულა გოგონამ.
-არა!
-გამიშვი!-გოგონა ხმას უწევს.
-არა!-ლიამიც არ აკლებს.
-გამიშვი!
-არა!
-გამიშვი!-არაადამიანური ხმით დაიღრიალა გოგონამ რა დროსაც ბიჭმა თვალები გაახილა და საყვარელი ქალის თვალების მაგივრად თეთრი ჭერი დაინახა.უკვე ერთი წელი გავიდა რაც ლიამი ამ შენობაში ელოდება ქეროლაინს.მას ერთხელაც არ დაურეკავს ბიჭისთვის და არ მოუკითხია ის.ლიამი კი სულ ელოდა,ელოდა ერთადერთ სიყვარულს რომელიც მას არასდროს დაუბრუნდებოდა.გოგონას საფლავს ნელ-ნელა მტვერი ედებოდა და მას აღარ ჰარი,აღარც გოგონები და არც არავინ აღარ აკითხავდა.ბიჭი ნელა ადგა საწოლიდან და იქვე მდგარ მაგიდას მიუახლოვდა.მაგიდაც თეთრი იყო და ზედ საერთოდ არაფერი არ იდო,ისე ჩანდა თითქოს სილამაზისთვის იდგა იქ.უცბათ კარის ხმა გაისმა და მანაც იქეთ გაიხედა,იქ კი სუსტი გოგონა იდგა თეთრი ხალათში.ნელა შევიდა ოთახში და ბიჭს ხელი გაუწოდა.ბიჭმა ერთხელ დახედა ხელს და საწოლზე დაჯდა.გოგომ ხელი უკან გაწია და უხერხულად მოიქავა კეფა.
-მე ელეანორი ვარ ახალი ფსიქოლოგი.
თავი ნელა აწია და კიდევ შეათვალიერა ელეანორი.გოგოზე ლიამი ორი თავით მაღალი იყო.ყავიაფერი თმა კეფასთან კოსად შეეკრა,მუხლებამდე შავი სადა კაბა ეცვა.სწრაფადვე მოაცილა გოგოს თვალი და კედელს მიაშტერდა.ელეანორი უხერხულად იდგა,ბოლოს კი ისევ მან დაილაპარაკა.
-ლიამ შეგიძლია მითხრა აქ როგორ მოხვდი?-მაგიდას მიეყრდნო.ლიამი წარბშეუხრელად აკვირდებოდა თეთრ კედელზე ერთ წერტილს შემდეგ კი ხმა ამოიღო.
-მას ველოდები.
-ვის?
-ქეროლაინს.
-ქეროლაინს ვინ არის?
-ჩემი საცოლე.
-სად არის ის ლიამ?
-კონგოშია და მალე დაბრუნდება.-თვალები გაუბრწყინდა,ელეანორმა კი თავი გააქნია.
-ლიამ ის აღარ დაბრუნდება.
-დაბრუნდება ჩემი პატარა დაბრუნდება.
-ლიამ ის მოკვდა.-ლიამს მზერა გაეყინა,სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინა.ელეანორი შეკრთა და უკან დაიწია.
-ქეროლაინ.-დაიყვირა ლიამმა და ფეხზე წამოვარდა ელეანორმა კი ეგრევე სანიტრებს დაუძახა.ლიამი გოგოსკენ წავიდა ყვირილით.
-შენ მოკალი,ის შენ მოკალი ძუკნა.ცოტა აკლდა და გოგოს ყელში წვდებოდა სანიტრებმა რომ გააკავეს.
-ქეროლაინ საყვარელო არ დამტოვო,პატარავ არ წახვიდე გთხოვ.-ბიჭი განწირული ყვიროდა რა დროსაც ერთ-ერთმა სანიტარმა დრო იხელთა და ლიამს მაჯაში დამამშვიდებელი შეუყვანა.ბიჭი საწოლზე დააბეს,ის კი ყვიროდა და ცდილობდა თავი გაენთავისუფლებინა.მალევე დამამშვიდებელი მოქმედება დაიწყო გაითიშა.ელეანორმა ლიამის ოთახი სანიტრებთან ერთად დატოვა და ბიჭი ისევ იმ კოშმარში ჩაიკარგა სადაც მის საყვარელ მწვანე თვალებს ხედავდა.
YOU ARE READING
why are you driving me crazy?
Fanfictionიმ დღიდან ერთი წლის თავზე ყველაფერი აირია...ის დაბრუნდა...დაბრუნდა და ყველას დალაგებული ცხოვრება ხელახლა არია. Warning! !+18 სცენები! !მკვლელობა!