თავი 3

79 8 10
                                    

ლიამი ქუჩას მიუყვებოდა და ვერ ხვდებოდა ქეროლაინმა რატომ უთხრა "არავინ უნდა გაიგოს რომ ცოცხალი ვარ"-ო,ის ხომ კონგოში იყო?სახლის კარები შეაღო თუ არა მიკა ლიამისკენ გამოიქცა.პირველივე დღესვე მიკა ძალიან დაუახლოვდა ლიამს და არ სცილდებოდა გვერდიდან.მის ოთახშიც აპირებდა დაძინებას მაგრამ ნაილმა და ემამ თავის ოთახში გაამწესეს.ლიამმა მიკა აიყვანა და ლოყაზე გემრიელად აკოცა.
-გამარჯობა პრინცესა.
-ლიი-მხიარულად დაიჭყიპინა მიკამ,ლიამს წამით იმ აზრმა გაურბინა როგორი იქნებოდა მათი გოგონა რომ არა ლეო მიკასნაირი პატარა პრინცესა ეყოლებოდათ.ფიქრებიდან სახეზე პატარა ხელების ტყაპუნი აფხიზლებს.მიკა ხელებს ლოყებზე უტყაპუნებს და იცინის.ლიამმა ყელში გემრიელად აკოცა და მისაღებში შევიდა სადაც გაბერილი ემილიას გარდა არავინ დახვდა რომელიც ნაყინს შეექცეოდა.გვერდით მიუჯდა და მიკა კალთაში ჩაისვა.
-ბავშვები სად არიან?-ემილიას შეხედა.
-პატარა ბავშვებს ძინავთ...ეგ ვერ დააძინეს უშენოდ და დიდები რაღაც საქმეზე გავიდნენ.-ჭამა გააგრძელა.
-კარგი ახლა ამ ქალბატონს დავაძინებ და მალე ჩამოვალ...ეგ ბოლომდე არ შეჭამო თორემ მოგკლავ.-თითი დაუქნია და ადგა რაზეც ემილიას ჩაეცინა.გოგონა ზევით აიყვანა,პიჟამოები ჩააცვა და საწოლში ჩააწვინა.
-ზღაპარი მომიყევი გთხოვ-მიკამ საყვარელი თვალებით ახედა რაზეც ლიამმა უარი ვერ უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა.მიკამ თავისი საყვარელი ყავისფერი დათუნია მიიხუტა რომელსაც ბუბუს ეძახდა და ლიამს მომლოდინე თვალებით გახედა.
-იყო და არა იყო რა,იყო ერთი ბიჭი რომელსაც არასდროს არავინ ჰყვარებია...
-საერთოდ არავინ?-თხრობისას ჩაუხტა.
-საერთოდ არავინ.
-კარგი-დაიჩურჩულა და ისევ გაინაბა.
-...ერთ დღესაც მან ერთი ლამაზი,მწვანეთვალება გოგონა დაინახა...-ქეროლაინის წარმოდგენისას გაეღიმა.
-ისეთი მწვანეთვალება გოგოს ფოტო ბიძია ჰარის რომ აქვს ბალიშის ქვეშ?
-ბიძია ჰარის ბალიშის ქვეშ მწვანეთვალება გოგოს ფოტო აქვს?
-ერთხელ დავინახე საწოლზე იჯდა,ფოტოს უყურებდა და ტიროდა.ოთახიდან რომ გამოვიდა შევედი და ის ფოტო საწოლზე იდო.ლამაზი,მწვანეთვალება გოგო იყო რომელიც იღიმოდა და ზუსტად ისე როგორც ბიძია ჰარი იღიმის.-ლიამს გული ეტკინა ამის გაგონებაზე,ჰარის ხომ გონია რომ და დაკარგა რომელსაც აღარასოდეს ნახავდა.მაგრამ ლიამმა ეს არ იცოდა და გაუკვირდა კიდეც მიკას ეს სიტყვები.
-ლიი გააგრძელეე-ბავშვმა დაიწუწუნა,რამაც ლიამი გამოფხიზლდა.
-...ძალიან უნდოდა ეს გოგონა მასთან წაეყვანა ასერომ ერთ ღამესაც სახლში დაადგა და გოგონა წამოიყვანა.გოგოს თავიდან ძალიან ეშინოდა ბიჭის რადგან ბიჭი მას ცუდად ექცეოდა...-ნელ-ნელა მიკას ქუთუთოები უმძიმდენოდა,არ სურდა ზღაპრის დამთავრებამდე ჩასძინებოდა მაგრამ მთელი დღის დაღლილობამ და მოუსვენრად თამაშმა თავისი გაიტანა და მიკამ მშვიდად სუნთქვა დაიწყო.ლიამმა პატარა გოგონას დახედა და გადაწყვიტა ზღაპარი აღარ გაეგრძელებინა.მას ის ბედნიერი წუთები წარმოუდგა თვალწინ როდესაც ქეროლაინთან ერთად აგარაკზე იმყოფებოდა,უჰ რამდენი რამ იცის იმ სახლმა ბიჭების შესახებ,რამდენი საიდუმლო იცის იმ სახლმა.ლიამი ჩუმად წამოდგა გოგონას საწოლიდან,შუბლზე აკოცა მიკას და საბანი გაუსწორა.ცოტახანი კიდევ უყურა,რა მოხდებოდა მისი პატარა გოგოც მასთან ყოლოდა,ის და მიკა ერთად ითამაშებდნენ,ორივეს ერთად მოუყვებოდა ზღაპრებს ან უმღერებდა.ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა და ოთახი დატოვა.დიმას და ერიკსაც დახედა და ჰარის ოთახში შევიდა.ორივე მხარეს შეამოწმა ბალიშის ქვეშ და როდესაც მართლა დაინახა რაღაც სურათები სუნთქვა  შეეკრა.ორივე სურათი უკუღმა იდო ამიტომ ვერ გაიგებდა რა სურათები იყო.ლიამმა ნელა აიღო ერთ-ერთი და დახედა.ზედ მომღიმარი ქეროლაინი იყო გამოსახული და ორი თითი აწეული ქონდა.ლიამს გაეღიმა და მეორე სურათი აიღო,მეორეზე ყველანი იყვნენ გამოსახულნი,ოღონდ ემა,ჯეინი,ნორა და ქეროლაინი ორსულად იყვნენ და ბიჭებს ეკროდნენ.გაახსენდა ეს დღეს,აქ ხომ რვათვიანი განშორების შემდეგ პირველად ნახეს ერთმანეთი.

why are you driving me crazy?Dove le storie prendono vita. Scoprilo ora