თებერვლის მიწურულს, წიგნებით გატენილ ბიბლიოთეკაში ათი ახალგაზრდა ერთ მაგიდასთან შეკრებილიყვნენ. ასტერი ესეს გასუსული წერდა, ქერა მოკლე თმა შეძლებისდაგვარად შეეკრა და მომენტებში ცხვირზე ჩამოვარდნილ სათვალეს ისწორებდა ხოლმე. მარჯვენა მხარეს ფეინი ეჯდა და თავისი გრძელი თმის ბოლოებს ბოტოტა საყვარელი თითებით ეთამაშებოდა, მარცხნივ სერი ჩამოსკუპებულიყო და მაგიდაზე გაწოლილი, მობეზრებული უმზერდა რვეულში ჩამძვრალ მეგობარს.
მათ წინ ნამჯუნი იჯდა და დიდი ინტერესით კითხულობდა წიგნს რომელიც ხელებში მოექცია, იუნგი მის გვერდით ჩამომჯდარიყო და გადაშლილ რვეულში რაღაცას წერდა. დანარჩენები კი წამდაუწუმ წუწუნებდნენ. თითქმის ათი გამხდარიყო ისინი კი ისევ ბიბლიოთეკაში იყვნენ და ელოდნენ როდის დაასრულებდა ასტერი წერას, რომ თავი დაეღწიათ ამ მოსაწყენი ადგილიდან.
- კიდევ ბევრი დაგრჩა დასაწერი? - თავი ამოყო კომიქსების წიგნიდან შეწუხებულმა ჯონგუკმა, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ერთ-ერთი თაროს ბოლოში.
- უკვე გითხარით, რომ შეგიძლიათ წახვიდეთ, - თავი წამიერად ასწია ასტერმა, რომ ჯონგუკისთვის შეეხედა და ამოიოხრა.
- უშენოდ არსად წავალ, - თავზე წამოადგა გოგოს თეჰიონი და ხელები გადაიჯვარედინა, - თან ღამდება.
- კარგი შენ მიზეზი გაქვს დთუნია, - შეყვარებულს ღიმილით ახედა და კალამი მაგიდაზე დადო, - დანარჩენები რატომ არ მიდიხართ? - კითხვა დასვა და ყველას მოავლო თვალი.
- კარგი რა ასტერ ხვალ დილითაც დაწერ ამას, - წაიწუწუნა ფეინმა და თმით თამაშს შეეშვა, - თან არ გახსოვს დამპირდი ჩუდოს შოკოლადის კოქტეილს გიყიდიოო. კოქტეილი მინდაა.
- ფეინი თუ არ მოდის არც მე მოვდივარ, - ასტერი აპირებდა ეთქვა, რომ კოქტეილს ხვალაც უყიდიდა, მაგრამ იუნგიმ ხმის ამოღება დაასწრო ისე, რომ თავიც კი არ აუწევია.
YOU ARE READING
Locked ✓
Teen Fictionათი მეგობარი და ათი საიდუმლო, რომელთა გამჟღავნებაც არც ერთს არ სურდა სანამ ერთ საღამოს, როდესაც კოლეჯის ცარიელ შენობაში შემთხვევით ჩაიკეტნენ, რაღაც მოულოდნელი არ მოხდა... ერთი ღამე და ათი საიდუმლო... ვინ იქნება პირველი და ვინ ბოლო? 2021.05.08~2021...