შაღამის თორმეტს უკვე რამდენიმე წუთით გადასცდენოდა. ზამთრის სასტიკი სიცივე ძვლებშიც კი ატანდა და ახალგაზრდები რამის გაყინულიყვნენ. რატომღაც დაფაზე წარწერის წაკითხვის შემდეგ სერი ჯინს არ უახლოვდებოდა, კარგა ხნიანი ფეხზე დგომის შემდეგ კი დაღლილი იჯდა ძმის გვერდით და მის მკერდში დამალული თბებოდა, ნამჯუნსაც ხელები მხრებზე შემოეხვია მისთვის და სითბოს შენარჩუნებას ცდილობდა.
ფეინი ისევ იუნგის მკლავებს შორის დამალული, ტელეფონის ფანრის შუქზე აკვირდებოდა მეგობრებსა და ძმას, რომლებიც კაი ხანი იყო ხმას არ იღებნენ ჯიმინის აღიარების შემდეგ. ასტერი კი თეჰიონის კალთაში მოკალათებულიყო და ცხვირით ბიჭის ყელში ჩარგულს რამის ჩასძინებოდა. თეჰიონს მისთვის ძლიერ შემოეხვია ხელები და რობოტივით გაქვავებული სახით დასცქეროდა ზევიდან.
ჰოსოკი ჯონგუკს კაი ხნის წინ მისჯდომოდა გვერდით და გაყინულებს ერთმანეთისთვის შემოეხვიათ ხელები, ჯიმინს კი ჯინის კალთაში ედო თავი და ნამტირალევი რამის სიზმრების სამყაროში გადასულიყო.
- წინ კიდევ ექვსი საათია, - ბოლოს დუმილს ასტერი არღვევს, თავს ძალით იფხიზლებს და შეყვარებულს სულ რამდენიმე სანტიმეტრით სცილდება, რომ მისი ხმის გაგონების შემდეგ წამით შეშინებულ მეგობრებს შეხედოს, - არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მგონია, რომ ყველა რაღაცას მალავთ და ეს ყველაფერი, - ხელი აწ უკვე ცარიელი დაფისკენ გაიშვირა, - უბრალო დამთხვევაც, რომ იყოს სახეებზე გეტყობათ, რაღაცის გეშინიათ.
- მე არაფრის მეშინია, - მაშინვე უარყოფს ფეინი და თვალგაშტერებულ იუნგის უყურებს, რომელსაც მის მხარზე უდევს თავი და ზურგიდან ეხუტება, - საიდუმლო არ მაქვს.
დანარჩენები დუმან. ჯიმინი მეგობრების საუბრის გამო ფხიზლდება და სკამზე ჩუმი დუდღუნით სწორდება. ხელებს საკუთარ სხეულს ხვევს და საბოლოოდ გამოფხიზლებული უყურებს მეგობრებს.
![](https://img.wattpad.com/cover/268450882-288-k978939.jpg)
YOU ARE READING
Locked ✓
Teen Fictionათი მეგობარი და ათი საიდუმლო, რომელთა გამჟღავნებაც არც ერთს არ სურდა სანამ ერთ საღამოს, როდესაც კოლეჯის ცარიელ შენობაში შემთხვევით ჩაიკეტნენ, რაღაც მოულოდნელი არ მოხდა... ერთი ღამე და ათი საიდუმლო... ვინ იქნება პირველი და ვინ ბოლო? 2021.05.08~2021...