როგროც კი ექვსი გახდა შენობაში დაცვის სისტემა გაითიშა და შემოსასვლელში, კართან ატუზულმა ახალგაზდებმა, დაძაბულ სიჩუმეში საკეტის ტკაცუნის ხმა გაიგონეს, რომელიც იმტყობინებოდა, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ.
სამ სართულიანი შენობიდან პირველი, შეშინებული ჩონვუ და კარგად დაბეგვილი აარონი გავარდნენ. მეგობრების ძლიერ მკლავებში მოფართხალე ჯონგუკისა და თეჰიონის მუქარით ნასროლმა სიტყვებმა ორივე მწარედ შეაშენეს. საბოლოოდ კი გამბედაობა დაკარგულები იფიცებოდნენ არავის არაფერს ვეტყვით, ოღონდ თავი დაგვანებეთო.
შემდეგი ვინც შენობას თავი დააღწიეს გოგოები იყვნენ, მათ უკან თეჰიონი გაეკიდა, რომელიც ასტერს ცრემლიანი თვალებითა და ძახილით მისდევდა, მაგრამ გოგომ, რომ უთხრა რამდენიმე დღე შენი ნახვა არ მინდაო ადგილზე გაიყინა და აღარც მათ ბინაში მისულა.
იმ დღეს კოლეჯში აღარავინ დაბრუნებულა. ზედმეტად გამოფიტულებს და უძინრებს არაფრის თავი არ ჰქონდათ. ყველა მათგანს ეძინა და ისვენებდა, მაგრამ ასტერი, რომელმაც გოგოებს უთხრა მარტო მინდა ყოფნაო, საძინებელში თეჰიონის ბალიშზე ჩახუტებული მანამდე ტიროდა სანამ ჩაეძინებოდა. თეჰიონი კი ჯიმინის ბინაში, დივანზე წამოწოლილი, ჭერზე ერთ წერტილს მიშტერებოდა.
მომდევნო დღეს თითქოსდა ყველანი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენო, მაგრამ დაშორების პირას მდგარი წყვილისთვის ასე სულაც არ იყო. ასტერი რამდენჯერაც თეჰიონს დაინახავდა, მაშინვე ეცლებოდა მეგობრების ჯგუფს და შემდეგ ლექციაზე მირბოდა.
- ვეზიზღები, - უძლურად დაემხო სკამზე თეჰიონი და თავი ხელებში ჩარგო, როდესაც გოგომ მის დანახვაზე სასწრაფოდ დატოვა კაფეტერია.
- სამწუხაროა, მაგრამ არ ეზიზღები, - საჭმელს თვალს არ აშორებს სერი, - სწორედ იმიტომ გარბის, რომ იცის შენი დანახვისას შეიძლება თავი ვერ შეიკავოს.
![](https://img.wattpad.com/cover/268450882-288-k978939.jpg)
YOU ARE READING
Locked ✓
Teen Fictionათი მეგობარი და ათი საიდუმლო, რომელთა გამჟღავნებაც არც ერთს არ სურდა სანამ ერთ საღამოს, როდესაც კოლეჯის ცარიელ შენობაში შემთხვევით ჩაიკეტნენ, რაღაც მოულოდნელი არ მოხდა... ერთი ღამე და ათი საიდუმლო... ვინ იქნება პირველი და ვინ ბოლო? 2021.05.08~2021...