Families ⁴

115 17 67
                                    

ღამე ნელა მიიზლაზნება. ორის ნახევარი იქნებოდა, როდესაც თეჰიონის მკლავებში ჩამალულ ასტერს ჩასთვლიმა და ბიჭიც ყველანაირად ეცადა სიცივე არ მიჰკარებოდა. სერიც ჯინის კალთაში მოკალათებულიყო და წყვილი ერთად მსჯელობდნენ რა გაეკეთებინათ შეშლილი რინასთვის და რითი გადაეხადათ სამაგიერო მისთვის.

ჯონგუკი და ჯიმინი ტელეფონებზე რაღაც თამაშს ვერ სწყდებოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ნამჯუნმა რამდენჯერმე გააფრთხილა ორივე მალე დაგიჯდებათ და სინათლის წყაროც მოგვაკლდებაო, მაგრამ არც ერთს ყური არ უთხოვებია მისთვის და ისევ თამაში გააგრძელეს. ჰოსოკი კი დუმდა და გაქვავებული სახით იჯდა სკამზე.

- იუნგი, - მდუმარება, რომელიც გაუნძრევლად მჯდომ, ჩახუტებულ წყვილს შორის ჩამოვარდნილიყო, ფეინმა დაარღვია.

- ჰმმ? - იუნგიმ თავი გოგოსკენ მიატრიალა, რომ მისთვის შეეხედა, მაგრამ ფეინი მას არ უყურებდა.

- არ გეჩვენება, რომ თეჰიონი უცნაურად იქცევა? - ჩურჩულით იკითხა და ბიჭზე შეუმჩნევლად მიუთუთა თავით, მაგრამ ალბათ ხელიც, რომ გაეშვირა მისკენ თეჰიონი ვერც შეამჩნევდა, რადგან ასტერის ბავშვივით მძინარე სახეს მიშტერებოდა.

- ასე რატომ ფიქრობ? - კითხვა შეუბრუნა იუნგიმ შეყვარებულს უცნაური ტონით და თავადაც გახედა მეგობარს.

- როგორ თუ რატომ, - ფეინმა მაშინვე იუნგის უემოციო სახეს შეხედა, - დაფაზე ნაწერის წაკითხვის შემდეგ ასტერისთვის ხელი არ გაუშვია და შეშინებულ ლეკვს გავს.

- ფეინ... - სერიოზულად დაიწყო იუნგიმ, მაგრამ სიტყვის დამთავრება არ დასცალდა, რადგან იგი ჯონგუკის თავგანწირულმა ყვირილმა გააწყვეტინა.

- არააა! გაითიშაა ამის დედაც! - გწარებულმა დააგდო მერხზე დამჯდარი ტელეფონი.

- ჯონგუკ შე იდიოტო, გული გამიხეთქე! - ასევე ყვირილით ამბობს სერიც და ხელს გულზე იდებს. ხმაურზე კი ასტერი იშმუშნება და ეღვიძება.

Locked ✓Where stories live. Discover now