მზადაა! - შემოვიდა იუნგი ოთახში 2 თეფშით და ლოგინის გვერძე კომპიუტერის მაგიდასთან ჩამოჯდა, თავისი თეფში მაგიდაზე დადო, ჯიმინს კი გაუწოდა მეორე.
ის ელოდა როდის გამოართმევდა ჯიმინი თეფშს მაგრამ ჯიმინი თვალებში შეჰყურებდა.
- რა? - გაკვირვებული სახით შეხედა იუნგიმ მას.
- შეგიძლია დამეხმარო წამოდგომაში..
- ააა, კი ახლავე.როდესაც იუნგი წამოდგა და ჯიმინს მიუახლოვდა, მან ხელები მის წელს შეახო და შეეცადა უმტკინვეულად წამოეყენებინა იგი. ჯიმინმა თავი დახარა და ნება მისცა თავის ხელებს იუნგის კისრისკენ მიწეულიყვნენ .
ერთი, ორი და ....საამი! - იუნგიმ ჯიმინი წამოაყენა მაგრამ მას დაავიწყდა რომ მეორეს ჯერ არ შეეძლო ფეხზე მყარად დგომა. იუნგი უკან მყოფ სკამზე დაჯდა და თავით რომელიც დაბლა ჰქონდა დახრილი შეამჩნია რომ ჯიმინს ფეხები უკანკალებს. ხელები კი მაგიდის კუთხეს უჭერდნენ რათა არ დავარდნილიყო.
- მოიცა სკამს მოგიდგავ - თქვა იუნგიმ და დააპირა წამოდგომა მაგრამ უცებ იგრძნო როგორ დაუბრუნდა თავის პოზას ისევ. ჯიმინი რომელმაც ვეღარ შეხლო ფეხზე დგომა თურმე წაბარბაცებულა და ინსტინქტიურად წინ მიიწია და ის იუნგის კალთაში და ხელებში აღმოჩნდა.ორ წამიანი სიჩუმე მათ უფრო დიდ ხანიანი მოეჩვენათ.
ჯიმინი გრძნობდა უკან იუნგის ხელები როგორ შემოეხვივნენ მის წელს და ალბათ როგორი გაოცებული სახე ჰქონდა იუნგის.- რამდენი წლის ხარ? - ამოიღო ხმა იუნგიმ და ჯიმინს თავისი ნიკაპი ჩამოადო მხარზე
- ახლა რატომ მეკითხები ამას?
- უბრალოდ გუშინ სანამ რამე გკითხე გაითიშე და ახლახანს გამახსენდა რომ შენი სახელის გარდა არაფერი ვიცი შენზე.ჩვიდმეტის... - წარმოსთქვა ჯიმინმა და მგონი იუნგის ცხელი სუნთქვის შეგრძნება დაიწყო მხარზე
- ჩვიდმეტის? აჰაამ - იუნგი გაჩუმდა თითქოს ჩაფიქრდა.
არა მას ეს არ უკვირს, ჯიმინს არც ეტყობოდა რომ 20 წლის მაინც არის.
მისი თვალები იძახოდნენ იმას თუ როგორ აკლდა მას ბავშობა.
მისი თვალები, სახის მიმიკა, ის ცდილობდა ეჩვენებინა რომ იყო დიდი, ზრდასრული რომელიც გაიზარდა.. როგორც ყველა იქცევა როდესაც მის ასაკს აბრალებენ რომ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ყველაფერი კარგადაა შეცდომებს დიდებიც უშვებენ თუმცა მაგ დროს იძახიან რომ შეცდობა ყველას მოსდის და თავიანთ თავს აჯერებენ რომ ეს არაფერია, მაგრამ არაზრდასრულ ბავშვებს კი ისღა დარჩენიათ რომ უსმინონ თუ როგორ აბრალებენ მათ შეცდომებს ასაკს.
YOU ARE READING
Coffee And Milk (GEO) Yoonmin
Teen Fiction- დავიღალე კოშმარების ნახვით ... არ დამტოვო ....გთხოვ.... იუნგიმ ჯიმინს შეხედა სიბნელეში მის სახეს ოთახის ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა. ჯიმინმა ნელ-ნელა თვალები გაახილა და ისინი იმ წამსვე ცრემლებით აივსო. იუნგის ახსოვს ესეთი თვალები, ტკი...