4 თავი

397 40 22
                                    

ერთი კვირა გავიდა რაც ჯიმინი გამოკეთდა და ყოველ დილას იუნგის თბილ ჩახუტებებში იღვიძებდა. ყოველდღიური სითბო რომელიც მათი ღიმილის და სიახლოვის გამო ხანდახან "ზედმეტად" იგრძნობოდა მათ ოდნავ უხერხულ მდგომარეობაში აგდებდნენ.

ზოგჯერ იუნგის სიზმრებშიც კი არ ანებებდა ჯიმინზე ფიქრები თავს.

როგორც გუშინ, როდესაც ძილში ჯიმინმა ხელი შემთხვევით დაბლა ჩაწია და იუნგის "სიამაყეს" შეეხო. იუნგის გული 3-ჯერ უფრო სწრაფად აცეკვდა.

სამი დღის წინ კი ჯიმინს მოუწია ლიტრი ნერწყვების ყლაპვა, რადგან იუნგის სრულიად "შემთხვევით" აბაზანაში ტანსაცმლის შეტანა დაავიწყდა და მხოლოდ წელზე შემოხვეული ნაჭერით გამოვიდა. ზუსტად ამ დროს ჯიმინი წყალს სვამდა. ის ცდილობდა არ "შეემჩნია" ეს ყველაფერი და გაოცებული სახე არ მიეღო, მაგრამ მისმა თვალებმა მისია ვერ შეასრულეს. იუნგიმ ეს შეამჩნია და როდესაც ოთახში შევიდა თავისთვის გაიღიმა და სარკეში გამარჯვებული მიმიკით ჩაიხედა.

- ჩაიცვი? - შემოვიდა იუნგი ოთახში.

- კი ორ წუთში მზად ვიქნები, მაგრამ ჯერ კიდევ არ მეტყვი სად მივდივართ?

- მოითმინე, პატარავ.

- ჩემი დაბადების დღეა და რატომ არ შეიძლება გავიგო სად მივდივართ?

- იმიტომ რომ იმიტომ!

იუნგიმ როდესაც გაიგო რომ მალე ჯიმინს დაბადების დღე აქვს, გაიფიქრა რომ რადგან ის 18 ის ხდება, ეს უნდა ყოფილიყო დასამახსოვრებელი დღე.

მას ჰქონდა ერთი პატარა ადგილი. სადაც არასდროს არავინ მიუყვანია, უფრო სწორედ აუყვანია. ადგილი სადაც საღამოთი მოჩანს ამ ქალაქის ყველა შენობა და მათი შუქი, ადგილი სადაც იუნგი მოდიოდა როდესაც მას სჭირდებოდა ძალების აკრეფა.

- მზად ვარ!

- დაბლა ჩადი მანქანის გასაღებს მოგცემ და დამელოდე.

Coffee And Milk   (GEO) YoonminWhere stories live. Discover now