მომავალი...
მგონი ამ სიტყვის ცოტა მეშინია.
მომავალი...
მგონი ამ სიტყვის ცოტა ყველას ეშინია.
დილის 10 საათზე ფანჯრიდან უკვე შემოდიოდა მზის სხივები და ოთახში ტოვებდა მყუდრო განწყობას.
ჯიმინის თავი გუშინდელი ღამის შემდეგ არ განძრეულა. ის გრძნობდა სხვის ნიკაპს მის შუბლთან ახლოს. სხვისი ხელები რომელიც მას ათბობდა. სხვისი სუნთქვა რომელიც გაისმოდა ოთახში და მის სუნთქვასთან ირეოდა.
პირველი იუნგის გაეღვიძა როდესაც კაკუნის ხმა გაისმა.
მან ჯიმინი ფრთხილად გადაატრიალა საწოლის მეორე კუთხეში და სკამზე მიგდებული მაისურს მოკიდა ხელი, სანამ კარებთან მივიდა კი გადაიცვა ზედ.
კარები როდესაც შემოაღო იუნგიმ მისი მეგობრის ჰობის მომღიმარი სახე დაინახა რომელიც მას უკვე 2თვეა არ უნახავს, რადგან ჰობი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლეიბლში მუშაობს კომპოზიტორად და რეპერად. ტურების გამო მათ ხშირად უწევდათ მხოლოდ ტელეფონით საუბარი.
- იუნგიააა..! - წამოიყვირა ჰობიმ.
ეე ცოტა ჩუმათ ჰობაა - კრუსუნით ხმამაღლა თქვა იუნგიმ და ჰობისკენ ჩასახუტებლად მიიწია.
მან შეამჩნია რომ იუნგის როგორც ყოველთვის ეძინა და დიდი შანსი იყო იმისა რომ ახლა მისი გაღიზიანება ადვილი იქნებოდა, რადგან მისი გაღვიძება შენს სიკვდილს უდრის.
- შემო, შე დაკარგულო
- თქვა იმან ვინც ბოლო დღეებში არც კი მირეკავდა!
- ხო, ძაან დაკავებული ადამიანი ვარ.
- ჩემი აზრით ძილი შენს გამო ხელოვნებად უნდა აქციონ
- ჰეჰ....
- რამდენი ხანია ამ სახლში არ ვყოფილვარ - თქვა ჰობიმ და საახლს თვალი შეათვალიერა, მან იუნგის ოთახისკენ დააპირა გასვლა. იუნგი აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა როდესაც კარების ჭრაჭუნი გაიგო.
YOU ARE READING
Coffee And Milk (GEO) Yoonmin
Novela Juvenil- დავიღალე კოშმარების ნახვით ... არ დამტოვო ....გთხოვ.... იუნგიმ ჯიმინს შეხედა სიბნელეში მის სახეს ოთახის ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა. ჯიმინმა ნელ-ნელა თვალები გაახილა და ისინი იმ წამსვე ცრემლებით აივსო. იუნგის ახსოვს ესეთი თვალები, ტკი...