8 - Fucking Movie Night And Some Shit

273 38 29
                                    

Harry Fucking Styles

მეორე დღეს როგორც კი გათენდა ლუის ბინაში წავედით და ნივთები ბინაში წამოვიღეთ.

გუშინ სტეიკს გემრიელად შევექციეთ, ახლა კი მიკროტალღურ ღუმელში პოპკორნის ყუთი მიდევს და გამზადებას ველოდები, ლუი კი დაბლაა ჩასული პიცის ამოსატანად.

დაახლოებით შუადშის 3-4 საათია. ფარდები მთლიანად ჩამოვაფარეთ, მოსაღები ოთახი ჩავაბნელეთ, კომპიურეტი ტელევიზორს დავუკავშირეთ და ერთი სიტყვით დიდი ფილმების მარათონის გაკეთება გადავწყვიტეთ.

პატარა ჯამში სამი სახის ჩიფსი, ცოდა ემემდემსი და სკიტელსიც ჩავყარე. ლუდი, წვენი, წყალი პატარა შუშის მაგიდასთან მივიტანე. ზედა თაროდან ახლად ნაყიდი დიდი ჯამი გამოვიღე და გაკეთებული პოპკორნი მასში ჩავყარე.

"მოვედი" დაიძახა ლუიმ და პიცის ყუთებით ხელში შემოვიდა. გავიღიმე და პოპკორნის ჯამი სხვა სასუსნავებს მაგიდაზე მივუდე.

"აბა, მზად ხარ დედპულისთვის?" მკითხა სიცილით. თავი დავუქნიე და დივანზე კომფორტულად მოვთავსდი.

ლუიმ ორი პიცის ყუთი აქეთ-იქეთ დადო და თავი აახსნა. სიამოვნებისგან გავიღიმე და ჩართვის ღილაკს ხელი დავაჭირე.

მალევე ფილმიც დაიწყო. ლუიმ პოპკორნის ჯამი ხელში აიღო და ფეხებ შორის მოითავსა, მუჭებით დაიწყო პოპკორნის პირში ჩაყრა, მე კი სიცილით თავი გავაქნიე და ხელი ჯამისჯენ წავიღე. იმ წამსვე სიმხურვალემ დამარტყა, როცა ხელი მის ფეხებ შორის ვიგრძენი. გუშინდელი საღამო გამახსენდა. ჩავახველე და პოპკორნი ერთი სავსე მუჭით ამოვიღე.

"წარმოიდგინე შენც რომ ასე დამახინჯდე როგორი საშინელება იქნება" მითხრა.

"უკაცრავად, მაინცდამაინც მე რატომ უნდა დავმახინჯდე" წარბები შევკარი და გავიცინე.

"არ ვიცი, მაგალითად ვთქვი, ნუ გწყინს ჰარი" გაიცინა და პიცის ერთი ნაჭერი აიღო.

Love or Some Agreement [l.s]Where stories live. Discover now